,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი კ_1/495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 07/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.013.265
  • Word
კ_1/495
02/07/2009
სსმ, 84, 07/07/2009
010.320.010.22.024.013.265
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

010.320.010.22.024.013.265

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №კ-1/495

2009 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 2 ივნისის №კ-1/243 ბრძანებაში (სსმ III, 13.06.2006, №79 მუხ.1032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1), სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2) და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი 3).“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელი.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 2-დან 6 თვემდე ვადით.“;

გ) მე-8 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გამოცდის შედეგებისა და სტაჟირების გავლისას განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან (დაწესებულებიდან) მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა, დანართი 3-ის შესაბამისად.“;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.“;

ვ) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჟვანია


დანართი №3