,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2-152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 07/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.013.259
  • Word
2-152
03/07/2009
სსმ, 84, 07/07/2009
040.030.000.22.032.013.259
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.013.259

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-152

2009 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებით (სსმ III, 14.06.06წ., №80, მუხ. 1045) დამტკიცებულ სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) აგროქიმიური კვლევების ჩატარება;“;

ბ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები და მათი ფუნქციები

1. ლაბორატორია მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. ლაბორატორიის სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:

ა) საქმისწარმოების და იურიდიულ საკითხთა სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში შემოსული და ლაბორატორიიდან გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია და მათი შესრულების კონტროლი, ლაბორატორიის ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების კონტროლი, ლაბორატორიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და საკადრო რესურსების მართვის უზრუნველყოფა, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, არქივის წარმოება;

ბ) საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიის საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება და წარმართვა, ბალანსის მომზადება, ლაბორატორიის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, ლაბორატორიისათვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების კონტროლი; საგადასახადო და სხვა სამსახურებთან სავალდებულო ანგარიშგების უზრუნველყოფა, ლაბორატორიის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ორგანიზება და კონტროლი, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი;

გ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზება, სამეურნეო საქმიანობის წარმართვა; სასაწყობო მეურნეობის წარმართვა, ლაბორატორიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

დ) კომპიუტერული ქსელების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიის სერვერული ცენტრისა და კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრირება, კომპიუტერული და სხვა ელექტრონული ტექნიკის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) პათმასალების მიმღები, პათომორფოლოგიისა და პარაზიტოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და შესაბამის განყოფილებაზე გადაცემა; პათომორფოლოგიური, მიკოლოგიური და პარაზიტოლოგიური კვლევების ჩატარება, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა, ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება, საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება;

ვ) ექსპერტიზის, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვებისა და ნედლეულის, სასმელი წყლის ექსპერტიზა, ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლებისა და საკვებად ვარგისიანობის დადგენა მიკრობიოლოგიური, ქიმიო-ტოქსიკოლოგიური და რადიოლოგიური კვლევების საშუალებით;

ზ) მცენარეთა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და აგროქიმიური კვლევების განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია მცენარეთა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და აგროქიმიური კვლევების ჩატარება;

თ) ვივარიუმი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ლაბორატორიული საცდელი ცხოველების გამრავლება და ამ ცხოველებით ლაბორატორიის უზრუნველყოფა;

ი) თბილისის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგური, რომლის შემადგენლობაში შედის:

ი.ა.) მიკრობიოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე მიკრობიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარება;

ი.ბ.) ვირუსოლოგიისა და სეროლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური კვლევების ჩატარება;

კ) ცოფის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა პათმასალებში ცოფის დიაგნოსტიკა.

3. ლაბორატორიის ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) ქუთაისი და ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურები, რომელთა შემადგენლობაში შედის:

ა.ა) მიკრობიოლოგიისა და სეროლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ცხოველთა საშიშ და განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე მიკრობიოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, სეროლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური კვლევების ჩატარება;

ა.ბ) პათმასალების მიმღები, პათომორფოლოგიისა და პარაზიტოლოგიის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციებია ლაბორატორიაში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავება და გამოკვლევა; პათომორფოლოგიური და პარაზიტოლოგიური კვლევების ჩატარება; ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა; ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება; საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება;

ბ) გურჯაანის, დუშეთის, მარნეულის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ბათუმის საველე სადგურები, რომელთა ძირითადი ფუნქციებია სადგურში შემოსული სინჯების (პათმასალების) მიღება, რეგისტრაცია, პირველადი დამუშავავება და ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურში გადაგზავნა, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გაცემა, ლაბორატორიის საჭიროებისათვის სინჯების (პათმასალის) მოძიება-აღება, საშიში დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი