დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 83, 07/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.026.013.256 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.256
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №477
2009 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. პირველ პუნქტს დაემატოს ,,რ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,რ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №18) და დანართში აღნიშნული კატეგორიის პირებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანართით გათვალისწინებული დანამატი.“.
4. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, მათდამი დაქვემდებარებული ქვედანაყო-ფებისა და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.“.
5. 33-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,33. სასწავლებლად წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან დაკავებული თანამდებობიდან და წარგზავნილნი არიან მსმენელებად სხვადასხვა სასწავლებლებში, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, ხოლო სამოქალაქო პირებს _ თანამდებობრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. ამასთანავე, ეძლევათ სამივლინებო თანხები დადგენილი წესით (თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სასწავლებლად ჩარიცხულ მსმენელებს:
ა) ყოველთვიურად უწესდებათ მხოლოდ ფულადი სარგო 276 ლარის ოდენობით, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი იმყოფებოდა:
ა.ა) რეზერვისტთა აღირცხვაზე;
ა.ბ) წვევამდელთა აღრიცხვაზე და სასწავლებელში ჩარიცხვასთან ერთად გახდა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე;
ბ) უნარჩუნდებათ მხოლოდ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი, სასურსათო ულუფის ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაციები, თუ სასწავლებელში ჩარიცხვამდე პირი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული:
ა) დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) დანართი №12 ამოღებულ იქნეს;
გ) დანართი №13 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
დ) დანართი №15 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) დანართი №16 ამოღებულ იქნეს.
7. ბრძანებას დაემატოს დანართი №18 თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.
მუხლი 3.
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც 2009 წლის 14 აპრილამდე ირიცხებოდნენ საქართველოს სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში და იღებდნენ ამ ბრძანებით დამტკიცებული №16 დანართით (სახმელეთო ჯარების ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონის ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა) გათვალისწინებულ დანამატს, 2009 წლის 14 აპრილის შემდგომი პერიოდიდან მიეცეთ დანამატი ამ ბრძანებით დამტკიცებული №6 დანართის (სამხედრო-საჰაერო ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა) შესაბამისად.
ვ. სიხარულიძე
დანართი №10
სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა
| სპეციალური ოპერაციების დაჯგუფება | |
| 1 | სპეციალური დანიშნულების რაზმი |
| 2 | სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი |
| 3 | საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი |
| 4 | საავტომობილო ქვედანაყოფი |
| სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფები | |
| 5 | ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი |
| 6 | I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 7 | II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 8 | III ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 9 | IV ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
| 10 | V ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული |
დანართი №13
სტრუქტურული ქვედანაყოფი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა
| 1 | სამოქალაქო შტატზე მომსახურე პირები |
დანართი №15
სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | ქვედანაყოფის დასახელება | შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი | კოდი | დანამატი თვეში |
| 1 | სახმელეთო ჯარების სარდლობა | მთავარი სერჟანტი | S-8 | 276 |
| 2 | I ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 3 | II ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 4 | III ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 5 | IV ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 6 | V ქვეითი ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 7 | I საარტილერიო ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 8 | II საარტილერიო ბრიგადა | ბრიგადის სერჟანტი | S-7 | 276 |
| 9 | ცალკეული საინჟინრო- მესანგრეთა ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 10 | ცალკეული ტექნიკური დაზვერვის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 11 | ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 12 | ცალკეული საზენიტო- სარაკეტო-საარტილერიო დივიზიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 13 | ცალკეული კავშირგაბმულობის ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
| 14 | ცალკეული სამედიცინო ბატალიონი | ბატალიონის სერჟანტი (შტაბის სერჟანტი) | S-6 | 276 |
დანართი №18
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა
(ლარებში)
| № | თანამდებობის დასახელება | დანამატი თვეში |
| 1 | სახმელეთო ჯარების სარდალი | 1 100 |
| 2 | სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი | 1 100 |
| 3 | ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი | 1 100 |
| 4 | წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი | 1 100 |
| 5 | I ქვეითი ბრიგადის მეთაური | 700 |
| 6 | II ქვეითი ბრიგადის მეთაური | 700 |
| 7 | III ქვეითი ბრიგადის მეთაური | 700 |
| 8 | IV ქვეითი ბრიგადის მეთაური | 700 |
| 9 | V ქვეითი ბრიგადის მეთაური | 700 |
| 10 | I საარტილერიო ბრიგადის მეთაური | 700 |
| 11 | II საარტილერიო ბრიგადის მეთაური | 700 |
| 12 | სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების მეთაური | 700 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები