,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 82, 03/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.247
  • Word
447
30/06/2009
სსმ, 82, 03/07/2009
040.030.000.22.022.013.247
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.247

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №447

2009 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დანართ №2-ში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში მითითებულ ,,სოფ. სალიბაურის საჯარო სკოლას“ ეწოდოს ,,სოფ. სალიბაურის №2 საჯარო სკოლა“ და ნუსხის 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:              

22

სოფ. სალიბაურის №2 საჯარო სკოლა

სოფ. სალიბაური

დაწ-საბ-საშ

ბ) დანართ №3-ში მითითებულ ,,აჭარა, ქ. ბათუმის №21 სკოლას“ ეწოდოს ,,სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლა“ და დანართის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8

სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლა

სოფ. სალიბაური

დაწ-საბ-საშ

გ) დანართი №7-დან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი;

დ) დანართ №3-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

13

ქუთაისის №44 საჯარო სკოლა

ქუთაისი, ჭავჭავაძის #58

დაწ-საბ-საშ

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია