,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 01/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.242
  • Word
408
29/06/2009
სსმ, 81, 01/07/2009
190.040.000.22.033.013.242
,,სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.242

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №408

2009 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში (სსმ III, 27.04.06 წ., №58, მუხლი 763) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონე-ბის განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. დამტკიცდეს დებულება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის წესის შესახებ.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დებულება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის წესის შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება ვრცელდება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ქონებაზე (შემდგომში – ქონება), რომელიც ქონების ჩამორთმევისათვის და/ან გადაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ განკარგვისათვის გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) და განსაზღვრავს ამ ქონების განკარგვის წესს.

2. „ქონების“ განკარგვას (რეალიზაციას, განადგურებას, განაწილებას) ახორციელებს „სააგენტო“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ დებულებით დადგენილი წესების მოთხოვნათა შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხარისხობრივი ექსპერტიზის, ექსპერტის და/ან აუდიტორის დასკვნის გათვალისწინებით, „სააგენტო“ ადგენს სარეალიზაციო ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.“;

დ) მე-4–მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 4. რეალიზაციის ფორმა

1. „ქონების“ რეალიზაცია ძირითადად ხორციელდება საჯარო აუქციონის ფორმით.

2. ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რეალიზაციის „გამარტივებული წესი“, რაც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას კონკრეტულ პირებთან (პირთან) მოლაპარაკების გზით, კერძოდ:

ა) ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდი – გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქონების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციო ქონება მალფუჭებადია და/ან მისი შეძენისათვის და შემდგომი გამოყენების, გადამუშავების ან რეალიზაციისათვის საჭიროა სპეციალური ნებართვა (ლიცენზია), რომლითაც დასტურდება ამგვარი საქონლის საწარმოო ნედლეულად გამოყენების უფლება;

 ბ) ფასთა კოტირების მეთოდი – გულისხმობს შესაძლო მყიდველებისაგან არანაკლებ სამი წერილობითი წინადადების საფუძველზე მყიდველის შერჩევას ფასთა კრიტერიუმის მიხედვით და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება არ აღემატება 50 000 ლარს.

3. ქონების სახეობის გათვალისწინებით, მიუხედავად მისი ღირებულებისა, შესაძლებელია ქონების რეალიზაცია „სააგენტოს“ მიერ სავაჭრო ობიექტის (მაღაზიის) მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, „სააგენტოს“ გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 30%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, „სააგენტოს“ გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება საჯარო აუქციონის ფორმა.

7. გადაწყვეტილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში რეალიზაციის ფორმის შესარჩევად იღებს „სააგენტო“.

    მუხლი 5.

აუქციონის მოსამზადებელი სამუშაოები

1. „ქონების“ აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „სააგენტო“ უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

3. „სააგენტო“ განსაზღვრავს აუქციონში მონაწილეობის მსურველთა მიერ გადასახდელი „საგარანტიო თანხის“ სიდიდეს, რომელიც უნდა შეადგენდეს „ქონების“ რეალიზაციის საწყისი ფასის მინიმუმ 10%-ს.

4. აუქციონის ჩატარების თაობაზე „სააგენტოს“ მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 10 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 კალენდარული დღით ადრე) „სააგენტო“ აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

გ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს, რომელიც განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის მიხედვით დადგენილი ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად, სავაჭრო ფასდაკლების გათვალისწინებით;

დ) „საგარანტიო თანხის“ ოდენობას;

ე) „სააგენტოს“ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს.

5. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს „სააგენტო“.

6. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ განთავსდება „სააგენტოს“ საინფორმაციო დაფაზე და ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.

7. აუქციონის ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს „სააგენტოს“ გენერალური დირექტორის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შექმნილი სააუქციონო კომისია – კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, კონსულტანტის და აუქციონის წამყვანის შემადგენლობით.

    მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „სააგენტოსთან“ შეთანხმებით წინასწარ გაეცნოს გასაყიდ ქონებას.

2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:

ა) „საგარანტიო თანხის“ გადახდის დამადატურებელ დოკუმენტს;

ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

გ) ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან – იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;

დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.

3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.

4. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.

5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, საგარანტიო თანხას იხდის ცალ-ცალკე თითოეული ლოტისათვის.

6. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 საათისა.

    მუხლი 7. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.

2. „სააგენტო“ უზრუნველყოფს ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს.

3. აუქციონის თითოეული მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.

4. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშანთვისებებს, ლოტის რეალიზაციის საწყის ფასს და ფასის მატების ბიჯს.

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რეალიზაციის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.

6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს რეალიზაციის საწყისი ფასის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, ვიდრე რომელი-მე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.

7. ვაჭრობის დროს აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.

8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმ-ჯდომარე, მოადგილე, აუქციონის წამყვანი, მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

10. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:

ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;

ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;

გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი „საგარანტიო თანხა“ უკან არ უბრუნდებათ.“;

ე) მე-8 მუხლი ამოღებულ იქნას;

ვ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა „ქონების“ რეალიზაცია, მაშინ „სააგენტოს“ გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან „ქონების“ განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.“;

ზ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 10. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება

1. აუქციონში გამარჯვებულმა ოქმის ასლის მიღებიდან სამი დღის განმავლობაში ხელი უნდა მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2. „სააგენტოსა“ და აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში.

3. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი „საგარანტიო თანხა“ ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. აუქციონში გამარჯვებულს „სააგენტოს“ ანგარიშზე შეაქვს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.

6. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი „საგარანტიო თანხა“ უკან არ უბრუნდება.

7. აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს „საგარანტიო თანხის“ დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა.“;

თ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

ი) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 და მე-14 მუხლები:

    მუხლი 13. ქონების განადგურება

1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტის სათანადო დასკვნის საფუძველზე.

2. საქონლის განადგურების პროცესს ესწრება „სააგენტოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

3. საქონლის განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.

4. საქონელი უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

5. საქონლის განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 14. ქონების განაწილება

1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.

2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი