„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 800
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 30/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.239
  • Word
800
30/06/2009
სსმ, 80, 30/06/2009
010.240.030.22.034.013.239
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.239

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №800

2009 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ა“ და ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის 9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006 წ., 5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (სამმართველო):

ვ.ა) სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზაციის განყოფილება;

ვ.გ) ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილება;“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16.

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით.“.

3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23.

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის (სამმართველოს) კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი