,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 79, 29/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.234
  • Word
404
29/06/2009
სსმ, 79, 29/06/2009
190.010.000.22.033.013.234
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.234

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №404

2009 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებით (სსმ III, 22.01.08 წ., №9, მუხლი 104) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 მუხლი:

     „მუხლი 16. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტი

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანასთან და თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით:

ა.ა) საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დაწყებასა და დასრულებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების განხორციელება;

ა.ბ) შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით დეკლარაციის ან/და სხვა საბაჟო დოკუმენტის წარდგენასთან, დეკლარირებული მონაცემების სისწორის შემოწმებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურის წარმართვა;

ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;

ა.დ) საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;

გ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შემსვლელ, თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გამსვლელ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელება;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონის ტერიტორიაზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათ შორის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევის ოქმების შედგენა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში სანქციის ადგილზე შეფარდება, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო ქვედანაყოფებისათვის მიწოდება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 30 ივნისიდან.

კ. ბაინდურაშვილი