დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 79, 29/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.030.000.22.027.013.228 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2009 - 06/06/2012)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.228
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №119
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1411 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა (დანართი №1).
2. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურმა დეპარტამენტმა (ზ. ჩიჩუა) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული რეესტრის ჟურნალების დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის ფორმა
| №
| კერძო აღმასრულებ -ლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი | სამუშაო ადგილის მისამართი
| ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი
| ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი | ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი, ხელმომწერი პირის ვინაობა | რეგისტრაციის ნომერი | შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1
1. კერძო აღმასრულებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) არის კერძო აღმასრულებლების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
2. რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველო.
მუხლი 2
რეესტრის ფორმა (დანართი №2) უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) კერძო აღმასრულებლის სახელი, გვარი;
ბ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მისამართი;
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) ადმინისტრაცული აქტის დასახელება, ნომერი და გამოცემის თარიღი;
ე) ლიცენზიის გამცემი ორგანოს იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა;
ვ) რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;
ზ) შენიშვნა.
მუხლი 3
1. კერძო აღმასრულებელზე გაცემულ ლიცენზიას ენიჭება შესაბამისი ნომერი. ლიცენზიის ნომერი განისაზღვრება რიგითობის მიხედვით.
2. კერძო აღმასრულებლების თაობაზე მონაცემები (ამონაწერი) გაიცემა რეესტრიდან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები