,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 78, 29/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.224
  • Word
433
26/06/2009
პარლამენტის უწყებანი, 78, 29/06/2009
040.030.000.22.022.013.224
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.224

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №433

2009 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-2 მუხლის:

ა) ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საპრეტენზიო საბჭო – აბიტურიენტთა საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროე-ბითი ორგანო;“;

ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) საპრეტენზიო კომისია – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;“.

2. დებულების მე-4 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით გან-ცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.“.

3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

,, 52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში პირს დაუბრუნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე გადახდილი იმ საგნის/საგნების საფასური, რომელიც/რომლებიც რეგისტრაციის დროს მითითებული ჰქონ-და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ განაცხადის ფორმაში, მაგრამ მან მონაწილეობა არ მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში იმ მიზეზით, რომ ვერ ჩააბარა ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდა ან რეგისტრაციის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვერ წარმოადგინა ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.“.

5. დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა), აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა მათემატიკაში, საქართველოს ისტორიასა და საზოგა-დოებრივ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) ჩააბარონ ქართულ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.“.

6. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

,,8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) აბიტურიენტები უფლებამოსილი არიან გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარონ ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ან რუსულ ენაზე, რის შესახებაც მათ უნდა მიუთითონ საგამოცდო განაცხადში.

9. უსინათლო აბიტურიენტებისთვის ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანებში გამოიყენება ბრაილის სისტემა.“.

7. დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის აბიტურიენტი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა რეგისტრაციის დროს წარმოადგენს ცნობას იმის თაობაზე, რომ დარეგისტრირებულია ექსტერნად, მაგრამ იმავე წელს ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.“.

8. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 31, 32 და 33 პუნქტები:

,,31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

32. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.

33. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.“;

ბ) 71 პუნქტი:

,, 71. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ საგამოცდო დროის ხანგრძლივობას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.“.

9. დებულების მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.“.

10. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

,,101. ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.“.

11. დებულების მე-14 მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. ერთიანი ეროვნული გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;

ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვა მასალების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოყოფილი გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა აბიტურიენტისთვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ვ) მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;

ზ) ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;

თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.“;

ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. ერთიანი ერონული გამოცდების მსვლელობისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.“.

12. დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121, 122, 123, 124 და 125 პუნქტები:

,, 121. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

122. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აბიტურიენტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

123. ამ მუხლის 101 პუნქტით და მე-11 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

124. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.

125. გაფრთხილების გარეშე აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.“.

13. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. აბიტურიენტთა ტესტური ნაშრომების გასწორება

1. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა საგამოცდო ცენტრიდან გაგზავნილი დალუქული პასუხების ფურცლები იხსნება, რეგისტრირდება, ხდება მათი სკანირება და განაწილება გამსწორებლებს შორის.

2. გამსწორებელთა ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდების მეშვეობით.

3. საგამოცდო ტესტის შინაარსის გათვალისწინებით პასუხების ფურცელები სწორდება:

ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ან

ბ) დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ. შეფასებაში სხვაობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი გადაეცემა მესამე გამსწორებელს, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა.

 4. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება სხვა კალამი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.

5. ამ დებულების მე-14 მუხლის მე-11 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხების ფურცელი არ გასწორდება.

6. აბიტურიენტის პასუხების ფურცელი სწორდება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებლის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

7. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულები ქვეყნდება გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

14. დებულების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია

1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიები განიხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ.

2. საპრეტენზიო საბჭო იხილავს ერთიანი ეროვნული გამოცდის:

ა) პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს;

ბ) ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.

3. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს საპრეტენზიო კომიისიის დასკვნის საფუძველზე.

4. საპრეტენზიო საბჭო შედგება 7 წევრისგან. საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს საზოგადოების წარმომადგენელი.

5. საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.“;

15. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211, 212, 213და 214 მუხლები:

,,მუხლი 211. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი

1. საპრეტენზიო საბჭოს სხდომას იწვევს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საპრეტენზიო საბჭოს სხდომებს უძღვება საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე. საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

3. საპრეტენზიო საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით 5 დღის ვადაში;

ბ) ამ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით საპრეტენზიო კომისიის მიერ დასკვნის შედგენიდან 5 დღის ვადაში.

4. საპრეტენზიო საბჭო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს 2 დღის ვადაში უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

5. საპრეტენზიო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს დამსწრეთა უმრავლესობით.

6. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი, რომელიც ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან მეორე დღეს, საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარისა და საპრეტენზიო საბჭოს მდივნის ხელმოწერით.

7. საპრეტენზიო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარე.

8. საპრეტენზიო სამჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს საპრეტენზიო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საპრეტენზო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

9. გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, საპრეტენზიო საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

    მუხლი 212. ერთიანი ეროვნული გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება

1. ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აბიტურიენტი უფლებამოსილია გამოცდის დღეს 21 საათამდე შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო საბჭოს სახელზე, საგამოცდო ცენტრის შენობაში, რომელიც 24 საათში გადაეცემა საპრეტენზიო საბჭოს.

2. აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადს საგამოცდო ცენტრში წარადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე – ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი პრეტენზია შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აბიტურიენტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ;

ბ) სხვა აბიტურიენტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (აბიტურიენტისთვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

5. გამოცდების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას ორი დღის ვადაში აცნობებს აბიტურიენტს.

6. საგამოცდო პროცედურის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო საბჭომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აბიტურიენტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აბიტურიენტის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი ნაშრომის ნული ქულით შეფასების თაობაზე;

გ) საგამოცდო პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

7. საპრეტენზიო საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუწყვეტს ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში საგა-მოცდო პროცესის მონაწილეს არ აუნაზღაურებს საგამოცდო პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.

    მუხლი 213. ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგების გასაჩივრება

1. აბიტურიენტს უფლება აქვს საგამოცდო ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

2. აბიტურიენტის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3. პრეტენზიის წარდგენისას აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს:

ა) საგამოცდო ბარათი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური შტრიხკოდის მეშვეობით.

5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ ტესტური დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტური დავალების მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება ნაშრომში შემავალი ყველა ტესტური დავალების შეფასების სისწორე.

6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.

7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობასა და განაწილებასთან ერთად.

    მუხლი 214. განმეორებითი განაცხადის წარდგენა

1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია