დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 26/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.219 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.219
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №428
2009 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მესტიის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №1118 ბრძანებით (სსმ III, 27.11.2007წ. , №167, მუხ. 1844) დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ცენტრის მისამართია: მესტიის მუნიციპალიტეტი, ერეკლე ფარჯიანის ქ. №25.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები