,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 24/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 28/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.211
  • Word
389
18/06/2009
სსმ, 77, 24/06/2009
010.320.040.22.033.013.211
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.211

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №389

2009 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესში“ (სსმ III, 21.04.2009, №48, მუხ. 547) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5

გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს სამსახურის უფროსი, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი) მიერ, სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი წარდგინება-რეკომენდაციის და ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიხედვით, მომზადებული წინადადებების საფუძველზე.“;

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6

1. პირმა, იმის გათვალისწინებით, თუ სად სურს პრაქტიკის გავლა, შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2) უნდა წარადგინოს, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ან ტერიტორიულ ორგანოებში.

2. განაცხადის ფორმას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია (cv);

გ) ფოტოსურათი (ზომა 3X4);

დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).“;

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი წარდგინების საფუძველზე ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მომზადებული წინადადებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.“;

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 10

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს უფროსის წინაშე, სადაც გადის პრაქტიკას, დასვას საკითხი მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანის შესახებ.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მიერ, სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი წარდგინების შესაბამისად მომზადებული წინადადების საფუძველზე, სამსახურის უფროსი პრაქტიკანტის მოსწრების და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.“;

5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან წარმოდგენილი წარდგინების შესაბამისად მომზადებული წინადადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი