„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 761
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 19/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.207
  • Word
761
19/06/2009
სსმ, 75, 19/06/2009
010.240.030.22.034.013.207
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.207

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №761

2009 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის 614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ა“ და ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის 9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006, 5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვილებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების (საგანგებო სიტუაცია – მდგომარეობა შექმნილი განსაზღვრულ ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური, სტიქიური ან სხვა რაიმე ხასიათის უბედურების შედეგად, რასაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა მსხვერპლი, მნიშვნელოვანი მატერიალური დანაკარგები, საფრთხე შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს.) თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების და ლიკვიდაციის მიზნით საქმიანობის კოორდინაციას, ასევე საომარი მდგომარეობის პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფას.

2. დეპარტამენტი წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის სამუშაო ორგანოს.“.

2. მე-7 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

დეპარტამენტის მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. 10.“.

3. მე-8 მუხლის „პ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზება და ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაცია; საერთაშორისო-სამაშველო ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობა;“.

4. მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად მოამზადოს შესაბამისი ნოვატორული წინადადებები;‘‘.

5. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“.

7. მე-1427-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრი (სამმართველო);

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო:

დ.ა) კატასტროფების ანალიზის განყოფილება;

დ.ბ) ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილება;

დ.გ) ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ავარიების კოორდინაციის ჯგუფი.

ე) ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური:

ვ.ა) სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება;

ვ.ბ) გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზაციის განყოფილება;

ვ.გ) ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახური.

მუხლი 15

ადმინისტრაცია:

ა) ახორციელებს დეპარტამენტში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის თარგმნას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და ამზადებს საკადრო საქმეებს და წარუდგენს სამინისტროს შესაბამის სამსახურს განსახორციელებლად;

დ) ახორციელებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ე) ორგანიზებას უკეთებს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და დამუშავებას;

    მუხლი 16

ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში საოფისე მომსახურებას;

ბ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღრიცხვას და შენახვას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის კუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ტექნიკურ გამართულობას;

დ) უზრუნველყოფს დეპარტამენტს საჭირო ინვენტარით, ორგტექნიკით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით.“.

    მუხლი 17

სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ცენტრი (სამმართველო):

ა) ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირება;

ბ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება;

დ) პროფესიული მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. შესაბამისი სწავლებების ჩატარება მაშველ-მეხანძრეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამაშველო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების ორგანიზება და განხორციელება;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი მუშაკების საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში და ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო ჯგუფების მომზადება;

თ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, სამაშველო ოპერაციებში გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) სამაშველო-საძიებო ოპერაციების ჩასატარებლად ძაღლების გაწვრთნა და გამოყენება;

კ) დადგენილი წესით მაშველ-მეხანძრეთა ატესტაცია-სერტიფიცირების განახორციელება.

ლ) საერთაშორისო-სამაშველო ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობა.

    მუხლი 18

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება.

    მუხლი 19

კატასტროფების ანალიზის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს დაინტერესებულ უწყებებთან და დაწესებულებთან ერთად ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების პროგნოზირებას და მისი წინმსწრები მოვლენების მონიტორინგს;

ბ) ითანამშრომლოს ბუნებრივი და ტექტოგენური კატასტროფების პროგნოზირების მიზნით სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან.

გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს შემდგომი მსვლელობისათვის სამმართველოს უფროსს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები;

დ) შეიმუშაოს და წარუდგინოს სამმართველოს უფროსს დასამტკიცებლად სამუშაო გეგმები.

    მუხლი 20

ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) რეგიონალურ და რაიონულ (საქალაქო) მართველობის დონეზე შესაძლო საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კოორდინაცია, მათთვის რეკომენდაციების, მეთოდური და ფორმალიზებული დოკუმენტების მომზადება და მიწოდება;

ბ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებებისა და სამაშველო ჯგუფების მიღება, გაგზავნა და გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარებების და სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების გადაცემა დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთთავის გასანაწილებლად;

გ) ერთიანი კოორდინაცია გაუწიოს და რეკომენდაციები მისცეს საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმებისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების მიხედვით სამინისტროებსა და უწყებებში ამ საკითხებით დაკავებულ დანაყოფებს;

დ) ორგანიზაცია გაუკეთოს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას ქვეყნის ტერიტორიაზე.

    მუხლი 21

ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ავარიების კოორდინაციის ჯგუფის კომპეტენციას წარმოადგენს ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, სამაშველო ძალების კოორდინირება, ადგილზე დეკონტამინაციის ორგანიზება და განხორციელება.

    მუხლი 22

ინფორმაციის და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში მართვის პროცესების ორგანიზება და განხორციელება;

ბ) კრიზის მართვის უზრუნველსაყოფად სამინისტროების წარმომადგენელთა შეტყობინება და მათი საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) კრიზის მართვის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო ტექნოლოგიების შემუშავება და საინფორმაციო ბანკის შექმნა;

დ) შექმნილი ვითარებების შეფასების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, გეოგრაფიულ კოორდინატებთან მიბმული მონაცემთა ბაზებისა და კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე სპეციალური მეთოდიკის და პროგრამების შემუშავება;

ე) საგანგებო სიტუაციების შესახებ შემოსული შეტყობინებების მიღება და დამუშავება;

ვ) ხანძრისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გამოძახების ადგილზე სახანძრო დაცვისა და დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფების ძალებისა და საშუალებების გაგზავნა;

ზ) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის განკარგულებებთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება და სახანძრო დაცვის დანაყოფებისათვის მიწოდება;

თ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება;

ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის დროული მიღება და დამუშავება;

კ) საჭიროების შემთხვევაში შეტყობინება-გამოძახების გეგმის განხორციელება.

    მუხლი 23

სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონის სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

    მუხლი 24

სახანძრო დაცვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი და სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შემუშავებული და შესათანხმებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და წინადადებების მომზადება.

    მუხლი 25

გლობალური ხანძრის ქრობის ორგანიზების განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და უწყებრივი სახანძრო დაცვის სამსახურების საქმიანობის ინსპექტირება და მეთოდური დახმარება;

ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო დაცვის სამსახურების კოორდინაცია;

გ) ქვეყანაში ხანძრებისა და მათი შედეგების, საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სტატისტიკური სისტემის შექმნის ორგანიზება და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.

    მუხლი 26

ხანძრების კვლევის ქვეგანყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს რთული, ფართომასშტაბიანი და ადამიანთა მსხვერპლთან დაკავშირებული ხანძრების მიზეზების კვლევის და ანალიზის განხორციელება; მათი თავიდან აცილებისა და შედეგების შერბილების ღონისძიებების შემუშავება; სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებათა გამოკვლევა-შესწავლა.

    მუხლი 27

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამსახური, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ახორციელებს მასზე დელეგირებულ უფლებამოვალეობებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი