დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის №124/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 146/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 22/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.18.011.013.206 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.206
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №146/01
2009 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის №124/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის გამოყენებით ვალუტით ელექტრონული ვაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 7 მაისის №124/01 ბრძანებით (სსმ III, 11.05.2009 წ., №57, მუხლი 647) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონაწილე ბანკს არა აქვს უფლება უარი თქვას გამოქვეყნებული კურსებით 200000 აშშ დოლარის და ნაკლები მოცულობის გარიგების დადებაზე. უფრო დიდი მოცულობის გარიგებებზე კურსის შეთანხმება მხარეთა შორის ხდება დამატებით.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ბანკთაშორის სავალუტო ბაზრის განვითარების, ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები