დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-132 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 22/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.030.000.22.032.013.205 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.030.000.22.032.013.205
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-132
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებით (სსმ III, №109, 16.09. 2005 წ., მუხლი 1206) დამტკიცებულ ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ერთიანი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატები არის ათი სახის და გაიცემა:
ა) საქართველოდან ექსპორტირებულ საკლავ, სანაშენე და სხვა ცხოველებზე, ფრინველზე, ფუტკარზე და მათ ნაყარზე (ფუტკრის ხელოვნურად შექმნილი ახალი ოჯახი) (დანართი №4);
ბ) საქართველოდან ექსპორტირებული შინაური და გარეულ ცხოველების ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (დანართი №5);
გ) საქართველოდან ექსპორტირებულ რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №6);
დ) საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე (დანართი №7);
ე) საქართველოდან ექსპორტირებულ სანაშენე მასალაზე (მწარმოებლის სპერმაზე, ემბრიონებზე, საინკუბაციო კვერცხზე, ქვირითზე და ა.შ) (დანართი №8);
ვ) საქართველოდან ექსპორტირებულ მეცხოველეობისათვის განკუთვნილ მარცვალსა და მემცენარეობის სხვა პროდუქტებზე (დანართი №9);
ზ) საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავისა და ტყავნედლეულზე (დანართი №10);
თ) საქართველოდან ექსპორტირებულ თევზზე, ზღვის პროდუქტებსა და მათგან მიღებულ მზა ნაწარმზე (დანართი №11);
ი) საქართველოდან ექსპორტირებულ თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქციაზე (დანართი №12);
კ) საქართველოდან ექსპორტირებულ სასურსათო კვერცხსა და კვერცხის ფხვნილზე (დანართი №13).“.
ბ) ბრძანებას დაემატოს №13 დანართი თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი


უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები