დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-131 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 76, 22/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.090.000.22.032.013.204 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.013.204
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-131
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 17 ივლისის №2-125 ბრძანების (სსმ III, 27.07.2006, №99, მუხ. 1355) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეიქმნას სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო – ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო). სასერტიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები