„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 211/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 22/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.023.013.202
  • Word
211/ნ
18/06/2009
სსმ, 76, 22/06/2009
470.230.000.22.023.013.202
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.202

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №211/ნ

2009 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის №50/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2008წ., №30, მუხ. 320) დამტკიცებულ ინსტრუქციაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლის ,,ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

ბ) მე-6 მუხლის ,,ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი; ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებები, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები და სხვ.). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს არანაკლებ სამი პირი – ერთი იმავე სამხედრო ფორმირების მეთაურთა შემადგენლობიდან და იმავე სამხედრო ფორმირების ორი თანამებრძოლი (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში). ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ი. გიორგობიანი