დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 17/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.013.197 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.197
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №382
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ სერვერზე ხდება გადასახადის გადამხდელთა შესახებ არსებული საგადასახადო მონაცემთა ბაზის დაარქივება.“.
2. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეების მიხედვით საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საგადასახადო ორგანოები გპაბ-ის პროგრამაში ხსნიან ბარათებს ჯარიმებისათვის, რომელიც მოიცავს ყველა სახის ჯარიმებს:
ა) გპაბ-ის ჯარიმების ბარათი მოიცავს:
ა.ა) ჯარიმას საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევისათვის;
ა.ბ) ჯარიმას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის;
ა.გ) ჯარიმას ყადაღადადებული ქონების მფლობელობის, სარგებლობის ან/და განკარგვის წესის დარღვევისათვის;
ა.დ) ჯარიმას საგადასახადო ორგანოსათვის ინფორმაციის წარუდგენლობისათვის;
ა.ე) ჯარიმას გადასახადის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებისა და გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საგადასახადო დავალების შესრულების ვადის დარღვევისათვის.
ა.ვ) ჯარიმას ბანკების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის ანგარიშის გახსნის წესის დარღვევი-სათვის და გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე ოპერაციების შეჩერების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის;
ა.ზ) ჯარიმას დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისა და აღურიცხველობისათვის;
ა.თ) ჯარიმას საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციების განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავლის ნებადართული ნორმის გადამეტებისათვის;
ა.ი) ჯარიმას ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის;
ა.კ) სხვა არაკლასიფიცირებულ ჯარიმებს;
ა.ლ) ყველა ძველად არსებული ჯარიმების გპაბ-ის ნაშთებს;
ბ) მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევისათვის იხსნება გპაბ-ის ჯარიმებისაგან დამოუკიდებლად ცალკე ბარათი;
გ) გპაბ-ის პროგრამაში იხსნება ბარათი ადმინიტრაციული ჯარიმებისისათვის, სადაც თავმოყრილია 2005 წლამდე არსებული ადმინისტრაციული ჯარიმები და 2005 წლის შემდეგ ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები.“.
3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გპაბ-ის პროგრამაში გახსნილი ,,აქციზური მარკების“ ბარათზე მე-6 სვეტში (დანართი №1) ,,გა-დახდილია ბიუჯეტში“ აღირიცხება აქციზური მარკების შეძენის დროს გადახდილი გადასახადის თანხა, ხოლო მე-4 სვეტში ,,დარიცხულია“ შეიტანება ,,აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №961 ბრძანებით დამტკიცებული აქციზის დეკლარაციის III განაყოფის (შემდგომში – დეკლარაციის III განაყოფი) მე-15 სტრიქონზე აღნიშნული თანხა – (რომელიც მოიცავს აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე აქციზისა (სტრიქონი 3) და აქციზური მარკების დანაკლისზე აქციზის (სტრიქონი 4) ჯამს (სტრიქონი 3 + სტრიქონი 4) გამოკლებული დაბრუნებული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის კუთვნილი აქციზი (სტრიქონი 7)) ერთდროულად, ,,აქციზური მარკების“ ბარათის მე-4 სვეტში აღნიშნული თანხა, აისახება ,,აქციზის“ ბარათის მე-5 სვეტ-ში ,,შემცირებულია“. ,,აქციზური მარკების“ ბარათზე, მე-5 სვეტში ,,შემცირებულია“ შეიტანება დეკლარაციის III განაყოფის მე-14 სტრიქონზე ასახული თანხა – (რომელიც მოიცავს დაბრუნებული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის კუთვნილ აქციზს (სტრიქონი 7) გამოკლებული აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლისა (სტრიქონი 3) და აქციზური მარკების დანაკლისზე (სტრიქონი 4) შესაბამისი აქციზის ჯამი). ერთდროულად, ,,აქციზური მარკების“ ბარათის მე-5 სვეტში აღნიშნული თანხა აისახება ,,აქციზის“ ბარათის მე-4 სვეტში ,,დარიცხულია“. ,,აქციზური მარკების“ ბარათის მე-7 სვეტში ,,ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებულია ან გადატანილია“ აღირიცხება აქციზის თანხა საგადასახადო ორგანოში დაბრუნებული მარკების მიხედვით. დაუშვებელია ,,აქციზური მარკების“ ბარათზე არსებული ზედმეტობის რაიმე ფორმით და წესით შემცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციზური მარკები უბრუნდება საგადასახადო ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მაგალითი 1: 2009 წლის მარტში პირმა მიაწოდა აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი, რომლის კუთვნილი აქციზი შეადგენს 900 ლარს. დასაბეგრ ოპერაციაზე ჩასათვლელი აქციზის თანხაა 300 ლარი. დაბრუნებული აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კუთვნილი აქციზის თანხაა 400 ლარი. ეს თანხა პირს დარიცხული ჰქონდა 2009 წლის თებერვლის თვის დეკლარაციის საფუძველზე, როდესაც განახორციელა მიწოდება. 2009 წლის მარტის დეკლარაციის შევსების შედეგად მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება 200 ლარი {900 – (300 + 400)}, რომელიც ექვემდებარება დარიცხვას ,,აქციზის“ ბარათზე მე-4 სვეტში. ვინაიდან დეკლარაციის III განაყოფის სტ.3+სტ.4 მეტია სტ.7-ზე, ანუ 900 მეტია 400-ზე, დეკლარაციის III განაყოფის მე-14 სტრიქონში იქნება ნული, ხოლო მე-15 სტრიქონში ჩაიწერება (900 – 400) = 500 და 500 ლარი დაერიცხება ,,აქციზური მარკების“ ბარათზე მე-4 სვეტში. ერთდროულად ,,აქციზური მარკების“ ბარათის მე-4 სვეტში აღნიშნული თანხა 500 ლარი აისახება ,,აქციზის“ ბარათის მე-5 სვეტში ,,შემცირებულია“. ,,აქციზის“ ბარათზე შედეგი იქნება 300 ლარის შემცირება, ხოლო ,,აქციზური მარკების“ ბარათზე შედეგი იქნება 500 ლარის დარიცხვა, რაც შეესაბამება რეალურ შედეგს.
მაგალითი 2: 2009 წლის მარტში პირმა მიაწოდა აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი, რომლის კუთვნილი აქციზი შეადგენს 200 ლარს. 2009 წლის მარტის დეკლარაციის შევსების შედეგად მე-13 სტრიქონში ჩაიწერება 500 ლარი {(300 + 400) – 200}, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და აისახება ,,აქციზის“ ბარათზე მე-5 სვეტში. ვინაიდან დეკლარაციის III განაყოფის სტრიქონი 7 მეტია სტ.3 + სტ.4-ზე, ანუ 400 მეტია 200-ზე, დეკლარაციის III განაყოფის მე-15 სტრიქონში იქნება ნული, ხოლო მე-14 სტრიქონში ჩაიწერება (400 – 200) = 200 და ამ 200 ლარის შემცირება აისახება ,,აქციზური მარკების“ ბარათზე მე-5 სვეტში. ერთდროულად ,,აქციზური მარკების“ ბარათის მე-5 სვეტში აღნიშნული თანხა 200 ლარი აისახება ,,აქციზის“ ბარათის მე-4 სვეტში ,,დარიცხულია“. ,,აქციზის“ ბარათზე შედეგი იქნება 300 ლარის შემცირება, ხოლო ,,აქციზური მარკების“ ბარათზე შედეგი იქნება 200 ლარის შემცირება, რაც შეესაბამება რეალურ შედეგს.“
4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
,,101. იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი ვერ ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, ვერ იხდის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს და რესტრუქტურიზებული თანხების დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტა, ამ შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები. ასევე რესტრუქტურიზაციის პერიოდის დასაწყისიდან რესტრუქტურიზებული თანხის ძირითად ნაწილზე (გადაუხდელ თანხაზე) დაერიცხება ფინანსური სანქცია.
მაგალითი: შპს ,,ელიტას“ 2005 წლის 1 იანვრიდან რესტრუქტურიზებული აქვს 8400.0 ათასი ლარი, მათ შორის, ძირითადი 3400.0 ათასი ლარი (გაყინვის პერიოდი 2005 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იან-ვრამდე, გადავადება 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე) 2009 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ვერ იხდიდა მიმდინარე გადასახადებს, რესტრუქტურიზაციის გრაფიკით გათვალისწინებულ 2400.0 ათას ლარს. ამ თანხიდან გადაუხდელი დარჩა 1000.0 ათასი ლარი და მთავრობის განკარგულებით მას ვადამდე შეუწყდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პერიოდი. ამ შემთხვევაში გპაბ-ზე მოხდება დარჩენილი 1000.0 ათასი ლარის დარიცხვა (აღდგენა) და ამ 1000.0 ათას ლარს და გრაფიკით გადაუხდელ მეორე 1000.0 ათას ლარზე 2005 წლის 1 იანვრიდან (გაყინვის პერიოდის დასაწყისიდან) დაერიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია“.
5. მე-11 მუხლის 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,151 იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს მიმართ სასამართლოს მიერ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გპაბ-ზე მოხდება ვადაგადაცილებული დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადა-სახდელებისაგან, რომელიც ერიცხებოდა გაკოტრების პროცესში მყოფ საწარმოს განჩინების გამოქვეყნების დღისათვის, ხოლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების თარიღისათვის, ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ კომერციული ბანკისათვის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, გპაბ-ზე მოხდება ზემოაღნიშნული საგადასახადო დავალიანების თანხების აღდგენა (დარიცხვა) გადასა-ხადების სახეების მიხედვით. რაც შეეხება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტს, მასში შენიშვნის სახით აღინიშნება, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში, ან შესაბამისად კომერციული ბანკის შემთხვევაში – ბანკი იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, რომელსაც ამ პროცესის დაწყების მომენტისათვის ერიცხებოდა ვადაგადაცილებული დავალიანება. გპაბ-ზე გაკოტრების პროცესში მომუშავე საწარმოების ვადაგადაცილებული დავალიანებების გამიჯვნა (შემცირება) მოხდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ამ პროცესში მუშაობას იწყებენ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდი-ნარე. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების აღრიცხვა იწარმოებს ამ ინსტრუქციის დანართი №26-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების პროცესში, ან შესაბამისად კომერციული ბანკის შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მომუშავე საწარმო (დაწესებულება) ამ პროცესში მუშაობის პერიოდში აწარმოებს გაკოტრების (კომერციული ბანკის შემთხვევაში – ლიკვიდაციის) პროცესში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის არსებული დავალიანების დაფარვას, გადახდილი თანხები ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად და გაკეთდება ჩანაწერი საწარმოს შემთხვევაში – ,,მიმდინარეობს გაკოტრების პროცესში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის რიცხული დავალიანების დაფარვა“, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში – ,,მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის რიცხული დავალიანების დაფარვა“, რომლის დარიცხვა (აღდგენა) (თანხის გადახდის თარიღით) მოხდება ამ პროცესში მუშაობის დასრულებისთანავე.
მაგალითი: სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე დაწყებულია შპს ,,ელიტის“ გაკოტრების საქმის წარმოება. სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება გამოქვეყნებულია 2008 წლის 1 თებერვალს, ამ პერიოდისათვის მისი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 8400 ათას ლარს (ძირითადი – 6350 ათასი ლარი, საურავი – 2050 ათასი ლარი) გპაბ-ზე გადასახადის სახეების მიხედვით მოხდება არსებული დავალიანების თანხების შემცირება, რის შესახებაც გაკეთდება ჩანაწერი ,,შემცირებულია გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით“, ან ბანკის შემთხვევაში – ,,შემცირებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით“, ხოლო გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების თარიღისათვის დაერიცხება (აღდგება) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების პერიოდისათვის შემცირებული დავალიანების თანხა (გადასახადის სახეების მიხედვით) და გაკეთდება ჩანაწერი ,,დარიცხულია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებასთან დაკავშირებით, ან ბანკის შემთხვევაში – ,,დარიცხულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გამო.“.
6. 142 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საბაჟო სამართალდარღვევათა ჩადენის გამო ვალდებულ პირზე დარიცხული საჯარიმო თანხების აღრიცხვისათვის საბაჟო ორგანოები გპაბ-ის პროგრამაში ხსნიან ბარათებს საბაჟო ჯარიმებისათვის რომელიც მოიცავს:
ა) ჯარიმას დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობისათვის;
ბ) ჯარიმას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის/მო-ცილების ან/და განადგურებისათვის;
გ) ჯარიმას საბაჟო გადასახდელების ოდენობის შემცირებისათვის;
დ) ჯარიმას არასატარიფო ღონისძიებების დაცვისთვის თავის არიდებისათვის;
ე) ჯარიმას საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადატანის ან გადმოტანისათვის;
ვ) ჯარიმას საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გახსნის, ხელმეორედ შეფუთვის, გადატვირთვის ან გადმოტვირთვისათვის;
ზ) ჯარიმას თავისუფალი ზონისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
თ) ჯარიმას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის:
ი) ჯარიმას სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის;
კ) ჯარიმას საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევისათვის;
ლ) ჯარიმას საქონლის დაკარგვის, განადგურების ან უკანონო განკარგვისათვის;
მ) ჯარიმას დოკუმენტების შენახვის ვადის დარღვევისათვის;
ნ) ჯარიმას საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების თაობაზე არასწორი მონაცემების შეტანი-სათვის;
ო) ჯარიმას სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის შეუტყობინებლობისათვის;
პ) ჯარიმას საბაჟო საწყობის, თავისუფალი საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნე-ბართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის;
ჟ) ჯარიმას საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანისათვის.“.
7. 142 მუხლის 37-ე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო გადასახდელების საბაჟო დეკლარაციით დარიცხვის შემთხვევაში საქონლის გაშვებამდე, გარდა დროებითი შემოტანის დროს იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) 3%-ისა, რომელიც გადაიხდევინება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანების №1 დანართის შესაბამისად, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორ-ციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის დასრულების დღეს. შესაბამისად, საბაჟო გადასახდელების გპაბ-ზე ასახვა უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნულ ვადებში. დეკლარანტის სურვილის შემთხვევაში მთელი გადასახდელი თანხა შეიძლება გადახდილ იქნეს ერთდროულად. თანხის ერთდროულად გადახდის შემთხვევაში გადახდის ვადის დადგომამდე იგი ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად და, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს სალდირების პროცედურაში. ამ პუნქტში მოცემული ვადების დარღვევის შემთხვევაში (ყოველი თვის 15 რიცხვი) საბაჟო დავალიანების წარმოქმნილ თანხაზე საურავის დარიცხვა განხორციელდება დავალიანების წარმოშო-ბის მომდევნო კალენდარული დღიდან.
მაგალითი: შპს ,,ელიტამ“ 2009 წლის თებერვალში ტვირთი მოაქცია დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინა ,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი“, რომლის მიხედვითაც, ყოველთვიურად გადასახდელი საბაჟო გადასახდელების გადახდის თარიღად არჩეულ იქნა თვის 8 რიცხვი. შპს ,,ელიტამ“ თებერვლის თვის გადასახდელები ნაცვლად 8 მარტისა გადაიხადა 25 მარტს, ასეთ შემთხვევაში იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ, დროებით შემოტანილ საქონელზე წარმოშობილ საბაჟო დავალიანების თანხაზე საურავი გადაიხდევინება დავა-ლიანების წარმოშობის მომდევნო კალენდარული დღიდან, ანუ 16 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით პერიოდზე (სულ 10 დღე).“.
8. 142 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 პუნქტი:
,,371. ამ მუხლის 37-ე პუნქტში მითითებული დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის განრიგის გაუქმების ან მისი შეცვლის შემთხვევაში საბაჟო მოხელე ვალდებულია შესაბამის პროგრამაში (ASYCUDA) გადაამოწმოს ის საბაჟო დეკლარაცია, რომლის შესაბამისადაც იყო დამტკიცებული გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი და რეჟიმის პირობების საბაჟო დეკლარაციის მონაცემებთან შედარებით შეცვლის შემთხვევაში განრიგის გაუქმება ან/და ახლით შეცვლა განახორციელოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.“.
9. 142 მუხლის 58-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,58. ვალდებული პირის საბაჟო გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმება ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-19 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას ახორციელებს ის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომელშიც ვალდებული პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) დამატებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის, გორის და ცხინვალის საგადასახადო ინსპექციების სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ურთიერთშედარებას, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) კი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე რეგისტრირებული გადამხდელების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას. რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამ-სახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე (რეგისტრაციაზე) მყოფ გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმებას, მას ახორციელებენ ამ გადამხდელთა თავდაპირველი საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოები. გპაბ-ზე ნაშთების სრულყოფილად ასახვის მიზნით ვალდებული პირის მიერ სხვა რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ მონაცემები ამ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ ნაშთის სახით აისახება გპაბ-ზე 2008 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით და სათანადო ინფორმაცია მიეწოდება ვალდებული პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიხედვით საგადასახადო ორგანოს.“.
10. 142 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 59-ე და მე-60 პუნქტები:
,,59. თუ ვალდებულ პირს საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხების მიხედვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტის გაფორმების დროს დაუფიქსირდა დადებითი სალდო (ნაშთი), ასეთ შემთხვევაში პირს მისი გამოყენების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, რაზედაც იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომელშიაც მოხდა ნაშთის გამოყენება, გპაბ-ში გაკეთდება სათანადო ჩანაწერი არსებული ზედმეტობის გამოყენების შესახებ.
60. ვალდებული პირის გპაბ-ზე ნაშთების ასახვა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) 2008 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გპაბ-ზე ნაშთები გამოყვანილი იქნეს ვალდებული პირის მიერ 2007 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის საბაჟო ვალდებულებების და განხორციელებული ოპერაციების მიხედვით;
ბ) ვალდებული პირის მიერ 2007 წლამდე პერიოდის საბაჟო ვალდებულებების თანხების შესახებ დაზუსტებული (შესწორებული) მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს შეამციროს ან გაზარდოს ამ ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება რეგიონალური ცენტრის (საგა-დასახადო ინსპექცის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. შესწორებული (დაზუსტებული) მონაცემები გადაიტანება ვალდებული პირის გპაბ-ზე. ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით;
გ) თუ საბაჟო ორგანო აღმოაჩენს გპაბ-ზე აღურიცხავ ან/და არასწორად აღრიცხულ მონაცემებს, ასეთ შემთხვევაში იგი ახორციელებს გპაბ-ზე ადრე დაფიქსირებული მონაცემების კორექტირებას რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცის) უფროსის/ მოადგილის მიერ გამოცემული მოტივირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.
მინისტრის პირველი
მოადგილე პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები