დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 18/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.020.020.22.033.013.196 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.013.196
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №381
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1757 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2323) დამტკიცებულ „საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საბაჟო ორგანოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდე-ნიმე შემდეგი პირობა:
ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;
ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოსა და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;
გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;
დ) საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმი დასრულდა ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად.
6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საბაჟო ორგა-ნოს სათანადო წესით გაფორმებული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:
ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;
ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რაზეც დეკლარანტი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი
მოადგილე პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები