დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 12/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 12/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.013.187 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.013.163
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №11
2009 წლის 12 ივნისი
ქ. ქუთაისი
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:
მუხლი 1. „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006 წ., მუხლი 8) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის:
1. მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ზ) | ყოფილი სს ,,ყაზბეგიგაზი” | 32,617 | 4,619 | 38,136 |
2. 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 56 | სს ,,საგარეჯოგაზი” | 30,286 | 6,475 | 38,144 |
3. ცხრილს დაემატოს 72-ე პუნქტი შემდეგი რედაქციით:
| 72 | შპს ,,ლ-ნ” | _ | 15,398 | _ |
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის 2009 წლის 1 ივლისიდან.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ზ. გაბელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები