დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 398 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 71, 12/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.013.186 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №398
2009 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
„ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების გაცემის წესისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 30 აგვისტოს №772 ბრძანებით (სსმ III, 06.09.2007წ., №126, მუხ. 1373) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გრანტის ამოცანაა ღია კონკურსის გზით დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის მიერ დამტკიცებული სამეცნიერო პროექტების ფინანსური უზრუნველყოფა.“.
2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ეკონომიკური მეცნიერებები;
ბ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები;
გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო;
ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები;
ვ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები;
ზ) აგრარული მეცნიერებები.“
3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:
ა) ქართველოლოგიის მეცნიერებები;
ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გარდამავალი დაბულებები
პრეზიდენტის სტიპენდიების გაცემა და კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდმა (რუსთაველის ფონდი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები