,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 70, 18/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.739
  • Word
98
16/05/2007
სსმ, 70, 18/05/2007
280.120.000.10.003.000.739
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №98

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №92, მუხლი 1045) დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

4. შემოსავლების ინდექსის გამოთვლისას არ იქნეს გათვალისწინებული ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №145 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესით“ გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის თანხა.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ორ კვირაში უზრუნველყოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“ შესაბამისი ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი