„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 11/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 24/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 390.040.050.10.003.000.737
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
96
10/05/2007
სსმ, 65, 11/05/2007
390.040.050.10.003.000.737
„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/05/2007 - 09/12/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №96

2007 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელ­მწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ თანდარ­თული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

დებულება

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის წესსა და პირობებს.

    მუხლი 2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვისათვის უფლებამოსილი ორგანო

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამო­რიცხვის ან ჩარიცხვის შესახებ წინადადებებს საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვე­ტილების მისაღებად.

    მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის აღძვრა

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს:

ა) სახელმწიფო ორგანოს;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;

გ) ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

2. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვით ან/და ჩარიცხვით დაინტერესებული პირი მიმარ­თავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და წარუდგენს დასაბუთებულ წინა­და­დებას სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.

    მუხლი 4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან/და ჩარიცხვის შესახებ სამინისტროსათვის წარსადგენი დოკუმენტები

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვითა და ჩარიცხვით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივი­დუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონა­წერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხა­დებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწ­მებული ასლები;

გ) ფართობის სიტუაციური გეგმა;

დ) დასაბუთებული წინადადება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.

2. სამინისტრო კომისიისათვის დასკვნის მომზადების მიზნით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად საკითხს შესათანხმებლად წარუდგენს:

ა) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს;

გ) შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმო­მადგენლობით ორგანოს;

დ) სხვა შესაბამის დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს.

    მუხლი 5. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა

1. კომისია განიხილავს წარდგენილ მასალებსა და სამი­ნიტროს დასკვნას, რომლის საფუძველზეც იღებს შესაბამის რეკომენდაციას.

2. კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხი განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავ­რობას.

3. საქართველოს მთავრობა განიხილავს წარდგენილ მასალებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

4. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამორიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცემა კანონმდებლობით განსაზ­ღვრულ შესაბამის ორგანოს.

5. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებში ჩარიცხული ფართობები მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სატყეო დეპარტამენტს.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.