დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 365 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 68, 03/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.013.150 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.013.150
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №365
2009 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 24 მაისის №474 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2006 წ., №71, მუხ. 897) დამტკიცებულ ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები – სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი;“;
ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ დებულების მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფორმებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ფორმებს გადასცემს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს შევსებული ატესტატების გაცემას შესაბამის პირებზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომელთაც საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.“;
დ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტი, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი;“;
ე) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ“ ქვეპუნქტი;
ვ) მე-5 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფორმების შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.“;
ზ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატების – სამინისტროში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში.“;
თ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატების ფორმების დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერას უზრუნველყოფს სამინისტრო.“;
ი) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ატესტატის დუბლიკატის მიღებისათვის, ატესტატის მფლობელი სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს და შესაბამის სრული ზოგადი განათლების ატესტატს (დაზიანების შემთხვევაში).“;
კ) მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 და მე-7 პუნქტები;
ლ) მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროში.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები