დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 11/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.736 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №95
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართელოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულების მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლი ,,ჟ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ.გ“ ქვეპუნქტი:
,,ჟ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;“;
ბ) მე-5 მუხლის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესით; ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის დაკისრებული შესაბამისი ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;“;
გ) მე-5 მუხლის ,,უ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:
,,ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.“;
ე) 29-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;“;
ვ) 29-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) 29-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ლიცენზიებისა და ნებართვების, მაკონტროლებელ ორგანოთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები