,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 140/01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66, 01/06/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.013.143
  • Word
140/01
29/05/2009
სსმ, 66, 01/06/2009
220.020.000.18.011.013.143
,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.013.143

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №140/01

2009 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის 138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის 138 ბრძანებით (სსმ III, 04.06.2008, 80, მუხლი 859) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მესამე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაცავ პერიოდში ამ წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე, ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის შესაბამის სავალუტო საკორესპონდენტო ანგარიშზე განხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სავალუტო რისკის შემცირების აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

     გ. ქადაგიძე