,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 29/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 09/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.141
  • Word
101
29/05/2009
სსმ, 65, 29/05/2009
010.240.020.22.027.013.141
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.141

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №101

2009 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №28 ბრძანებაში (სსმ III, 2009წ., №11, მუხ. 108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის დებულება“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, უზრუნველყოს კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ბ) უზრუნველყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოება;“.

8. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:

,,ვ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ სამინისტროსათვის მიმართვის შემთხვევაში ეცნობა საქმის მასალებს, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს დამატებით დოკუმენტაციას და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება; სამართალწარმოების პროცესში განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს შესაბამის დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით, კოორდინირებულ მოქმედებას;“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვას, სამართლებრივ ექსპერტიზას, სარეგისტრაციო პროცედურების წარმართვას და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოებას;“.

10. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) უზრუნველყოფს კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და მონაცემთა ბანკის შექმნას;“.

11. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:

,,ე1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობას სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, ასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის ,,ვ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს;“.

    მუხლი 2

1. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი – მე-4, მე-6, მე-8 და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივნისიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

ზ. ადეიშვილი