დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 397 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.026.013.140 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.140
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №397
2009 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების (სსმ III, 2007 წ. №134, მუხ. 1467) დანართი №9-ის შენიშვნების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის წარმომადგენლობით, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მოვლა-შენახვის, ასევე ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს. შენახვის ხარჯების ნორმებიდან სავალდებულოა ოფისისა და ბინის დაქირავების დამადასტურებელი ხელშეკრულებების წარმოდგენა.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით წარმომადგენლობითი ხარჯების გამოყოფა.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდებათ:
ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში _ თბილისიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით;
ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების და როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში _ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხარჯები და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები არა უმეტეს 200 ევროს ოდენობით.“.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები