,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 29/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 15/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.138
  • Word
340
29/05/2009
სსმ, 65, 29/05/2009
040.030.000.22.022.013.138
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.138

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №340

2009 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 მარტის №222 ბრძანებით (სსმ III, 27.03.2006, №41, მუხ. 476) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ1) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებით გასცემს თანხმობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის თაობაზე.“;

 ბ) 71 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო.“;

გ) 72 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნებისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის განხილვა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.“;

დ) 74 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ დებულების 72 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი, 73 მუხლი და 74 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოზე, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის წესი რეგულირდება ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 სექტემბრის №800 ბრძანებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია