„სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 22/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.013.126
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
649
18/05/2009
სსმ, 63, 22/05/2009
140.060.000.22.034.013.126
„სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (22/05/2009 - 31/12/2021)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.22.034.013.126

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №649

2009 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები“ (დანართი №1).

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანების შესწავლის ორგანიზება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დანართი №1

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები

სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები (შემდგომში – წესები) განსაზღვრავენ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის უსაფრთხოებას.

წესების მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფების (შემდგომში – დანაყოფები) პირადი შემადგენლობისათვის.

საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ ამ წესების მოთხოვნების შესრულება ხორციელდება სამსახურის ორგანიზების თავისებურებების გათვალისწინებით, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოს კანონებით და უწყებრივი ნორმატიული აქტებით.

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტება და ზოგადი მოთხოვნები

1. წესებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება:

ა) შრომის დაცვა და უსაფრთხოების ტექნიკა – სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში დანაყოფების პირადი შემადგენლობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების სისტემა, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს;

ბ) შრომის პირობები – საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესების ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს დანაყოფების პირადი შემადგენლობის შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე;

გ) მავნე საწარმოო ფაქტორი – საწარმოო ფაქტორი, რომლის ზემოქმედებამ დანაყოფების პირად შემადგენლობაზე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

დ) საშიში საწარმოო ფაქტორი – საწარმოო ფაქტორი, რომლის ზემოქმედებამ დანაყოფების პირად შემადგენლობაზე შეიძლება გამოიწვიოს ტრავმა;

ე) შრომის უსაფრთხო პირობები – შრომის პირობები, რომლის დროსაც გამორიცხულია მავნე ან საშიში საწარმოო ფაქტორების ზემოქმედება დანაყოფების პირად შემადგენლობაზე ან მათი ზემოქმედების დონე არ აღემატება დადგენილ ნორმატივებს;

ვ) ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები – ტექნიკური საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია დანაყოფების პირად შემადგენლობაზე მავნე და საშიში საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, აგრეთვე დაბინძურებისაგან დასაცავად;

ზ) მართვის ორგანო – საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხანძარსაწინააღმდეგო სამმართველო, საქართველოს შსს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხანძარსაწინააღმდეგო განყოფილება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო და სხვადასხვა სახეობის სახანძრო დაცვის დანაყოფების მართვის ორგანოები.

2. სამუშაოების ორგანიზება შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების შესასრულებლად უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესების დებულებების შესაბამისად.

3. დანაყოფების მორიგე სამსახურში მოვალეობის შესასრულებლად და ხანძარზე სამუშაოდ დაიშვებიან ის თანამშრომლები, რომლებსაც გავლილი აქვთ პირველდაწყებითი მომზადება სრული მოცულობით, აგრეთვე მიღებული აქვთ ჩათვლები შესწავლილ დისციპლინებსა და ამ წესების ცოდნაში, ხოლო საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობისათვის დამატებით საჭიროა კონკრეტულ საწარმოში ან ობიექტზე შრომის დაცვის სფეროში მოქმედი ინსტრუქციების, წესებისა და ნორმების მოთხოვნების ცოდნა და ტექნოლოგიური რეგლამენტის დაცვა.      

4. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სხვადასხვა სახის ინსტრუქტაჟი:

ა) დაწყებითი;

ბ) პირველადი – სამუშაო ადგილზე;

გ) განმეორებითი;

დ) არაგეგმური;

ე) მიზნობრივი. 

5. დანაყოფებში დაწყებით, პირველად, განმეორებით, არაგეგმურ და მიზნობრივ ინსტრუქტაჟებს ატარებენ ის თანამდებობის პირები, რომლებსაც დანაყოფის უფროსის ბრძანებით ევალებათ ინსტრუქტაჟის ჩატარება.

6. დაწყებითი ინსტრუქტაჟი ტარდება საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით და სტანდარტების, წესების, ნორმებისა და ამ წესების მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების თავისებურებათა გათვალისწინებით. ინსტრუქტაჟის ხანგრძლივობა დადგენილ უნდა იქნეს დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად. დაწყებითი ინსტრუქტაჟი უტარდება მთელ პირად შემადგენლობას, მათი განათლების და სამუშაო სტაჟის მიუხედავად, ჩატარებული ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნის შეტანით.   

7. პირველადი ინსტრუქტაჟი სამუშაო ადგილზე ტარდება საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ინდივიდუალურად პირადი შემადგენლობის თითოეულ წევრთან. პირველადი ინსტრუქტაჟი შესაძლებელია ჩაუტარდეს პირთა ჯგუფს, რომლებიც ერთდროულად იქნენ მიღებულნი დანაყოფში და აქვთ მსგავსი ფუნქციონალური მოვალეობანი.

8. პირველადი ინსტრუქტაჟი აგრეთვე უტარდება:

ა) სამსახურში პირველად და ხელმეორედ მიღებულ მოსამსახურეს;

ბ) ერთი დანაყოფიდან მეორეში გადაყვანილ მთელ პირად შემადგენლობას;

გ) ახალ სამუშაო ადგილზე გადაყვანილ პირად შემადგენლობას, მივლინებულ და დროებით მიღებულ თანამშრომლებს.

9. მოსამსახურეთა ჩამონათვალს, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან პირველადი ინსტრუქტაჟისაგან, ამტკიცებს დანაყოფის უფროსი.

10. პირებს, რომლებსაც არ ევალებათ სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობების მომსახურება, გამოცდა, აწყობა და შეკეთება, საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლსაქრობი ნივთიერებების შენახვა, პირველადი ინსტრუქტაჟი არ უტარდებათ.

11. დანაყოფების ხელმძღვანელებს და თანამდებობის პირებს განმეორებითი ინსტრუქტაჟი უტარდებათ არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ.

12. დისპეტჩერები (მეელსმენეები) მეორად ინსტრუქტაჟს გადიან შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით და აბარებენ გამოცდებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნათა ცოდნაში.

13. დანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების კონტროლი და შეფასება დგინდება მომზადების პროგრამით განსაზღვრული წესით, ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერის შეტანით (დანართი 2).

14. დანაყოფის პირად შემადგენლობას არაგეგმური ინსტრუქტაჟი უტარდება:

ა) ახალი სტანდარტების, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების და ინსტრუქციების შემოღების და მათში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში;

ბ) მოწყობილობების, სამარჯვებისა და ინსტრუმენტების მოდერნიზაციის ან შეცვლის შემთხვევაში;

გ) შრომის უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, რაც შეიძლება გახდეს ან უკვე გახდა ადამიანის დაღუპვის, ტრავმის, მოწამვლის, აგრეთვე ავარიის, აფეთქების, ხანძრის მიზეზი;

დ) ზედამხედველობის ორგანოების მოთხოვნით.

15. არაგეგმური ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნეს შეტანილი ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში.    

16. პირადი შემადგენლობის მიერ იმ სამუშაოების შესრულების მიზნობრივ ინსტრუქტაჟს, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ პირდაპირ მოვალეობებთან, ატარებს დანაყოფის უფროსი. ინსტრუქტაჟის ჩატარების შესახებ ჩანაწერი უნდა იქნეს შეტანილი ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში.

17. საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა, გარდა ამ წესების შესწავლისა, ვალდებულია სამსახურში მიღებისას, აგრეთვე არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ გაიაროს პირველადი და განმეორებითი ინსტრუქტაჟი შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში იმ მოცულობით, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი ობიექტების მუშა-მოსამსახურეთათვის და ჩააბაროს ჩათვლები, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში.

18. ტექნიკური სამსახურის, სახელოების ბაზების და გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზების მომსახურე პირებმა, საქვაბეების, საწყობების მუშებმა, დამლაგებლებმა და სხვა პერსონალმა უნდა შეისწავლონ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები იმ მოცულობით და წესით, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი პროფესიებისათვის, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში.

19. დანაყოფის პირადი შემადგენლობა შეიძლება იქნეს დაშვებული ლითონგადამამუშავებელ და სხვა ჩარხებზე, ჟანგბადის და ჰაერის კომპრესორებთან, მექანიზებულ და ელექტროფიცირებულ ინსტრუმენტებთან სამუშაოდ, აგრეთვე ცეცხლსაქრობების დასატენად, სახელოების სამრეცხაო და სხვა მანქანების მომსახურების სამუშაოებზე მხოლოდ სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით შესაბამისი მომზადების გავლის, ჩათვლების ჩაბარების და მოწმობის მიღების შემდეგ, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში.

20. შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების ხელმძღვანელობა და შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება:

ა) მართვის ორგანოებში – ორგანოს ხელმძღვანელს;

ბ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფში – დანაყოფის უფროსს;

გ) მორიგე ცვლაში – ცვლის უფროსს;

დ) ხანძარზე მუშაობისას – თანამდებობის პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების შესრულებას მიმაგრებულ უბანზე;

ე) მეცადინეობის, სწავლების, შეჯიბრის ჩატარების დროს – მეცადინეობის, სწავლების, შეჯიბრის ხელმძღვანელებს.

21. დანაყოფების ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან პირად შემადგენლობასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების სწორ და დროულ გამოკვლევაზე, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და უბედური შემთხვევების აღრიცხვაზე, აგრეთვე უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების არადროულ ან უხარისხო შესრულებაზე. უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის წესი მოყვანილია ამ წესების II თავში.

22. უბედური შემთხვევების დროულ და სწორ გამოკვლევაზე, აღრიცხვაზე და უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებენ მართვის ორგანოები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ორგანოები.    

23. დანაყოფების პირადი შემადგენლობა ვალდებულია იცოდეს და დაიცვას ჰიგიენის წესები, შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა საკუთარი თავისა და დაზარალებულებისათვის, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლის მიზნით პერიოდულად, წელიწადში ერთხელ, გაიაროს სამედიცინო შემოწმება.

24. სამეურნეო და საშემკეთებლო, აგრეთვე ტექნიკისა და მოწყობილობების, სამსახურებრივ-საყოფაცხოვრებო სათავსების მოვლისა და მომსახურების სამუშაოების შესრულებისას პირადი შემადგენლობა უნდა იცავდეს დანაყოფებში მოქმედი შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, აგრეთვე სანიტარიის წესებს.

25. სამსახურის გავლის, მეცადინეობებისა და სწავლების ჩატარების, ხანძრების ჩაქრობასა და მათთან დაკავშირებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს დანაყოფის პირადი შემადგენლობის უსაფრთხო მუშაობისათვის პირობების შესაქმნელად მართვის ორგანოების და დანაყოფების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:

ა) დადგენილი წესით ჩაატარონ ინსტრუქტაჟი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების და ინსტრუქციების მოთხოვნათა შესასრულებლად;

ბ) მიიღონ ზომები შრომის პირობების მაქსიმალური შემსუბუქებისა და შრომატევადი პროცესების მექანიზებისათვის;

გ) არ დაუშვან მორიგე სამსახურში პირები, რომლებსაც არა აქვთ გავლილი პირველდაწყებითი სწავლება და მიღებული ჩათვლები ამ წესების ცოდნაში, აგრეთვე ავადმყოფები და ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები;

დ) პირადად და მორიგე ცვლის უფროსის, ათეულის მეთაურის, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის უბნების (სექტორების) უფროსების დახმარებით განახორციელონ მუდმივი მეთვალყურეობა დანაყოფის პირადი შემადგენლობის მოქმედებებზე მეცადინეობების, სწავლების ჩატარების და ხანძრის ჩაქრობის დროს;

ე) შეიმუშაონ ღონისძიებები და მიიღონ ზომები უბედური შემთხვევების აღმოსაფხვრელად;

ვ) ხანგრძლივი ხანძრების დროს ორგანიზება გაუკეთონ მომუშავეთა დროულ შეცვლას, მათი კვებით და სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

თავი II

უბედური შემთხვევების გამოკვლევის და აღრიცხვის წესი

    მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის წესისათვის

1. ეს წესი ადგენს იმ უბედური შემთხვევების გამოკვლევის და აღრიცხვის წესს, რომლებიც შეემთხვათ დანაყოფის თანამშრომლებს.

2. დანაყოფში გამოკვლევას და აღრიცხვას ექვემდებარება უბედური შემთხვევები, რომლებიც მოხდა:

ა) დანაყოფის ტერიტორიაზე;

ბ) დაშავებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის, აგრეთვე უშუალო ან მართვის ორგანოს ხელმძღვანელის დავალების შესრულებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტერიტორიის გარეთ;

გ) სწავლების, შეჯიბრების და ვარჯიშების ჩატარების დროს;

დ) სამსახურისაკენ მგზავრობისას ან სამსახურიდან დაბრუნებისას.

3. გამოკვლევას ან აღრიცხვას ექვემდებარება უბედური შემთხვევები, რომლებიც მოხდა არამარტო სამუშაო საათებში (შესვენებების ჩათვლით), არამედ სამუშაოს დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სამუშაო იარაღის, ტანსაცმლის და სხვ. წესრიგში მოყვანის დროს, აგრეთვე სამუშაოს შესრულებისას ზეგანაკვეთურ დროს, უქმე და სადღესასწაულო დღეებში.

4. გამოკვლევას და აღრიცხვას ექვემდებარება მწვავე მოწამვლა, თბური დარტყმა, მეხით დაზიანება, მოყინვა.

5. უბედური შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია თანამშრომლის შრომისუნარიანობის დაკარგვა არანაკლებ ერთი დღით ან ძირითადი პროფესიის მიხედვით სამუშაოდან მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის აუცილებლობა, ფორმდება აქტით წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე (დანართი 3, ფორმა 1). სამუშაო დღეები, როდესაც თანამშრომელი უბედური შემთხვევის გამო გადაყვანილ იქნა სხვა სამუშაოზე, აღინიშნება აქტის მე-19 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში და ტრავმატიზმის შესახებ ანგარიშში არ შეიტანება. აქტი გამოკვლევის მასალებით უნდა ინახებოდეს 45 წლის განმავლობაში იმ დანაყოფში, სადაც უბედური შემთხვევა აყვანილია აღრიცხვაზე.

6. უბედური შემთხვევა აღრიცხვას არ ექვემდებარება, თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ იგი მოხდა დაზარალებულის მიერ პირადი მიზნებისთვის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე რაიმე საგნების დამზადებისას, დანაყოფის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების, ხელსაწყოების თვითნებურად პირადი მიზნებისათვის გამოყენებისას, აგრეთვე ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო.

7. უბედური შემთხვევების სწორ და დროულ გამოკვლევაზე, აღრიცხვაზე, გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების არადროულ ან უხარისხო შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დანაყოფების უფროსებს.

8. კონტროლს უბედური შემთხვევების სწორ და დროულ გამოკვლევასა და აღრიცხვაზე, აგრეთვე მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელი ღონისძიებების შესრულებაზე ახორციელებენ მართვის ორგანოები.

    მუხლი 3. უბედური შემთხვევების გამოკვლევა და აღრიცხვა

1. ყოველი უბედური შემთხვევის შესახებ დაშავებული ან თვითმხილველი დაუყოვნებლივ ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს, რომელიც ვალდებულია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას და მის სამედიცინო პუნქტში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას;

ბ) მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შეატყობინოს დანაყოფის ხელმძღვანელობას;

გ) გამოკვლევის ჩატარებამდე შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის და მოწყობილობების მდგომარეობა, რომელიც იყო შემთხვევის მომენტში (თუ ეს არ ემუქრება ირგვლივ მყოფ ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ გამოიწვევს ავარიას ან არ დაარღვევს წარმოების პროცესს, რომელიც ტექნოლოგიის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტად).

2. უბედური შემთხვევის გამოსაკვლევად დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ ქმნის შესაბამის კომისიას, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. კომისია ვალდებულია:

ა) 48 საათის განმავლობაში გამოიკვლიოს უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და ვითარება;

ბ) შეადგინოს აქტი ოთხ ეგზემპლარად;

გ) შეიმუშაოს უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებები და გაუგზავნოს ისინი მართვის ორგანოებს.

3. აქტით გაფორმებული ყველა უბედური შემთხვევა უნდა იყოს რეგისტრირებული დანაყოფში მომხდარი ჯგუფური, ლეტალური და მძიმეშედეგიანი უბედური შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 3, ფორმა 2).

4. დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს ზომები უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და გამოკვლევის დამთავრების შემდეგ განიხილოს და დაამტკიცოს აქტი.

5. ის უბედური შემთხვევა, რომლის შესახებაც დაშავებულმა არ აცნობა ხელმძღვანელობას სამუშაო საათებში, აგრეთვე, რომელმაც არ გამოიწვია შრომისუნარიანობის იმავდროული დაკარგვა, უნდა იქნეს გამოკვლეული დაშავებულის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე მისი შემოტანის დღიდან ორი კვირის განმავლობაში.

6. აქტის შედგენის საკითხი უნდა გადაწყდეს უბედური შემთხვევის შესახებ შემოტანილი განცხადების ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ ყველა გარემოების, ტრავმის შესახებ სამედიცინო დასკვნის და შრომის უნარის დაკარგვის შესაძლო მიზეზის, თვითმხილველთა ჩვენებების და სხვა მტკიცებების გათვალისწინებით.

    მუხლი 4. უბედური შემთხვევების სპეციალური გამოკვლევა

1. სპეციალურ გამოკვლევას ექვემდებარება უბედური შემთხვევა:

ა) რომელიც ერთდროულად მოუხდა ორ და მეტ თანამშრომელს, მიუხედავად დაშავებულთა ტრავმების სიმძიმისა;

ბ) რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი (ტრავმის სიმძიმის შესახებ დასკვნას იძლევა ის სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობდა დაშავებულის მკურნალობა);

გ) რომელსაც მოჰყვა თანამშრომლის დაღუპვა.

2. უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევას აწარმოებს კომისია არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით.

3. უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევას, როდესაც დაიღუპა 2 და მეტი თანამშრომელი, აწარმოებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესის შესახებ საქართველის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კომისია მართვის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით.

4. სპეციალური გამოკვლევის ჩამტარებელი კომისია დაუყოვნებლივ იკვლევს უბედურ შემთხვევას, 10 დღის განმავლობაში ადგენს აქტს უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევაზე, აფორმებს სხვა აუცილებელ დოკუმენტებსა და მასალებს.

5. სპეციალური გამოკვლევის ჩამტარებელ კომისიას უფლება აქვს:

ა) უბედური შემთხვევის გამოსაკვლევად მოიწვიოს სპეციალისტ-ექსპერტები;

ბ) ჩაატაროს ტექნიკური გაანგარიშება, ლაბორატორიული გამოკვლევები, ცდები და სხვა სამუშაოები;

გ) მოახდინოს დაზიანებული ობიექტების, უბედური შემთხვევის ადგილის ფოტოფირების გადაღება და წარმოადგინოს სხვა საჭირო მასალები;

დ) გამოკვლევის ჩატარებისას მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები თვითმხილველთა და სხვა პირებისაგან.

6. სპეციალური გამოკვლევის მასალებში უნდა შედიოდეს:

ა) აქტი უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევაზე (დანართი 3, ფორმა 3), შედგენილი თითოეულ დაშავებულზე, მასზე დართულ წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე აქტის დამოწმებული ასლები და სპეციალური გამოკვლევის ჩამტარებელი კომისიის დასკვნები;

ბ) პროფკავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) დასკვნა უბედური შემთხვევის შესახებ;

გ) შემთხვევის ადგილის გეგმები, სქემები და ფოტოსურათები;

დ) უბედური შემთხვევის თვითმხილველთა და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები;

ე) ამონაწერი უსაფრთხოების ტექნიკაში პირადი შემადგენლობის ჩათვლების (ინსტრუქტაჟების) აღრიცხვის ჟურნალიდან;

ვ) სამედიცინო დასკვნა დაშავებულის დაზიანების ხარისხისა და სიმძიმის, მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ;

ზ) სპეციალისტების, ექსპერტების დასკვნა, ლაბორატორიული და სხვა გამოკვლევების, ექსპერიმენტების, ანალიზების და სხვა შედეგები;

თ) ცნობა ავარიასთან დაკავშირებული მატერიალური ზარალის შესახებ;

ი) ამონაწერები ინსტრუქციებიდან, დებულებებიდან, ბრძანებებიდან და სხვა აქტებიდან, რომლებიც ადგენენ შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის ზომებს და მასზე პასუხისმგებელ პირებს.

7. დანაყოფის და მართვის ორგანოს ხელმძღვანელობა ვალდებულია განიხილოს აქტი უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევაზე და სხვა მასალები, გამოსცეს შესაბამისი მითითება (განკარგულება) კომისიის მიერ შეთავაზებული ღონისძიებების შესასრულებლად.

თავი III

უსაფრთხოების მოთხოვნები დანაყოფში მორიგე სამსახურის განხორციელების დროს

    მუხლი 5. მორიგე სამსახურის განხორციელება

1. მორიგე სამსახურის განხორციელების დროს დანაყოფის პირადი შემადგენლობა ვალდებულია იცოდეს და შეასრულოს ამ წესების მოთხოვნები. მორიგე სამსახურის ორგანიზებისა და განხორციელების წესი განისაზღვრება ,,სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანების შესაბამისად. 

2. მორიგე ცვლის უფროსი ცვლისათვის მომზადებისას ვალდებულია შეამოწმოს:

ა) მეხანძრეების სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა;

ბ) სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

გ) სახანძრო ტექნიკისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მდგომარეობა;

დ) სახანძრო ავტომობილებსა და დანაყოფში სამედიცინო აფთიაქის დაკომპლექტება;

ე) გარაჟის კარების შემჭიდროების (წელიწადის ცივ დროს) მდგომარეობა და ჩამკეტების გამართულობა;

ვ) განგაშის სიგნალზე პირადი შემადგენლობის სამოძრაო გზებზე დაბრკოლებების არარსებობა;

ზ) პირადი შემადგენლობის მიერ ამ წესების ცოდნა (შერჩევით).

3. მორიგე ცვლების შეცვლისას სახანძრო ავტომობილებისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების შემოწმება და გადაბარება ხდება ,,სახანძრო დაცვის სამსახურების ორგანიზაციის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 26 ოქტომბრის №1254 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად.

4. დანაყოფების შეიარაღებაში არსებული სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ,,სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 5 აპრილის №518 ბრძანებით.

5. მორიგე ცვლების შეცვლისას ავტომობილების ძრავის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობების დათვალიერებისა და მიღების შემდეგ, აგრეთვე ძრავის გამოსაბოლქვ მილთან აირსარინის შეერთების შემდეგ.

6. სახანძრო ავტომობილებისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მოვლა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ დღის განაწესით დადგენილ დროს, ხოლო სიმაღლეზე სამუშაოდ და ადამიანთა გადასარჩენად განკუთვნილი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამართულობა (ხელის სახანძრო კიბეები, მაშველი თოკები, სახანძრო ქამრები და სახანძრო კარაბინები) უნდა შემოწმდეს პირადად ათეულის მეთაურის (ცვლის უფროსის) მიერ მორიგე ცვლის შეცვლისას.

7. საუწყებო, კერძო და ნებაყოფლობითი სახანძრო დაცვის პირადი შემადგენლობა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ამ წესების მოთხოვნების გარდა ვალდებულია დაიცვას კონკრეტულ ობიექტზე მოქმედი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის, აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური წესების მოთხოვნები.

8. დანაყოფის შენობა-ნაგებობების სათავსებში აკრძალულია:

ა) ინვენტარისა და მოწყობილობების განთავსება კიბის უჯრედების მარშებსა და ბაქნებზე, ჩამოსასრიალებელ ბოძთან და კარის ღიობებთან;

ბ) სამორიგეო სათავსების, სასწავლო კლასების და გარაჟების იატაკზე, აგრეთვე განგაშის სიგნალზე პირადი შემადგენლობის სამოძრაო გზებზე ნოხის, ფარდაგის დაგება;

გ) თამბაქოს მოწევა ამ მიზნისათვის მოუწყობელ ადგილებში.

თავი IV

უსაფრთხოების მოთხოვნები დანაყოფების მიერ ძირითადი (მთავარი) მოქმედებების ჩატარების დროს

    მუხლი 6. გამოძახების დამუშავება

1. დანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძი უნდა იქნეს გათავსებული გარაჟთან მომიჯნავე და ბუნებრივი განათების მქონე, არანაკლებ 5 მ2 ფართობისა და 3 მ სიმაღლის სათავსში. კავშირგაბმულობის კვანძის განთავსება ცოკოლისა და სარდაფის სართულებში დაუშვებელია.

2. ადამიანთა დენით დაშავების საშიშროების ხარისხის მიხედვით დანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძი მიეკუთვნება მაღალი საშიშროების არმქონე სათავსების ჯგუფს. დისპეტჩერებს (მეელსმენეებს) უნდა გააჩნდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია ელექტროუსაფრთხოებაში და მიღებული ჰქონდეთ ჩათვლები ამ წესების ცოდნაში მომზადების პროგრამით დადგენილი წესით.

3. დანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძის სათავსის ადვილად მისადგომ ადგილებში საჭიროა ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროდანადგარების ჩასაქრობად განკუთვნილი ცეცხლსაქრობების განთავსება, აგრეთვე შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ წესების თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა, მისი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის მითითებით.

    მუხლი 7. გასვლა და გამოძახების (ხანძრის) ადგილისაკენ მსვლელობა

1. განგაშის სიგნალის მიცემისას მორიგე ცვლის შეკრება და გასვლა უნდა განხორციელდეს დადგენილი წესის მიხედვით. განგაშის სიგნალის მიცემისთანავე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა იკრიბება სახანძრო ავტომობილებთან, ამასთან, მორიგე ცვლის სათავსებსა და გარაჟში განათების ჩართვა უნდა ხდებოდეს ავტომატურად. მსვლელობის გზებზე აკრძალულია ტანსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და სხვა ნივთების დატოვება.  

2. ჩამოსასრიალებელი ბოძის გამოყენებისას ტრავმის თავიდან აცილების მიზნით პირადმა შემადგენლობამ უნდა დაიცვას საჭირო ინტერვალი და ყურადღება მიაქციოს წინ ჩამსვლელს. ჩამოსრიალებისას არასასურველია ბოძის ზედაპირზე შიშველი ხელით შეხება, ხოლო ჩამოსრიალების შემდეგ საჭიროა ადგილის დროულად გათავისუფლება.

3. სახანძრო ავტომობილებში მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის ჩასხდომის წესი (გარაჟში ან მის გარეთ) დგინდება დანაყოფის უფროსის ბრძანებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებიდან გამომდინარე და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ჩასხდომისას აკრძალულია მოძრავი ავტომობილების წინ გადარბენა. შენობის გარეთ ჩასხდომის დროს მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის გამოსვლა ჩასასხდომ მოედანზე დასაშვებია მხოლოდ ავტომობილის გარაჟიდან გამოსვლის შემდეგ.

4. სახანძრო ავტომობილის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კაბინის და ძარის კარები დაკეტილია. ჩასხდომა დამთავრებულად ითვლება მაშინ, როდესაც მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა დაიკავებს თავის ადგილებს ავტომობილის კაბინაში და მოიხურავს ყველა კარს. ამასთან აკრძალულია:

ა) პირადი შემადგენლობის ჩასხდომამდე სახანძრო ავტომობილის დაძვრის შესახებ ბრძანების გაცემა;

ბ) სახანძრო ავტომობილში უცხო პირთა ყოფნა.

5. სახანძრო ავტომობილში დასაშვებია იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც შეუძლიათ მიუთითონ მოძრაობის მიმართულება გამოძახების (ხანძრის) ადგილისაკენ.

6. გარაჟიდან სახანძრო ავტომობილების გამოსვლის შესახებ საქალაქო ტრანსპორტისა და მოქალაქეების გასაფრთხილებლად საჭიროა სპეციალური შუქნიშნების მოწყობა. მათი არარსებობის შემთხვევაში გუშაგი ვალდებულია მისცეს ნიშანი წითელი დროშით, ხოლო ღამის საათებში – წითელი ფარნით. გარაჟიდან გამოსვლისა და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობის დროს მძღოლი ვალდებულია ჩართოს სპეციალური ხმოვანი და შუქსიგნალი და ისარგებლოს მოძრაობის უპირატესობით მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება, რომ მას გზა დაუთმეს.

7. დანაყოფის უფროსი ან მორიგე ცვლის უფროსი, რომელიც მეთაურობს გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობას, ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები და უზრუნველყოს მათი შესრულება სახანძრო ავტომობილის მძღოლის მიერ. სახანძრო ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობაზე პასუხს აგებს მძღოლი.

8. სახანძრო ავტომობილის მოძრაობის დროს დანაყოფის პირად შემადგენლობას ეკრძალება კაბინის კარების გაღება, საფეხურებზე დგომა (გარდა სახელოს ხაზის გაყვანის შემთხვევისა), კაბინიდან თავის გამოყოფა, მოწევა და ღია ცეცხლის გამოყენება.

9. სახანძრო ავტომობილზე სპეციალური სიგნალების გამოყენება რეგლამენტირებულია შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით. აკრძალულია სპეციალური ხმოვანი სიგნალის გამოყენება, თუ ავტომობილი ბრუნდება ხანძრიდან ან გადის სხვა დავალებაზე.

10. ხანძარზე მისული მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობის გადმოსვლა სახანძრო ავტომობილიდან დასაშვებია მხოლოდ უფროსი თანამდებობის პირის განკარგულებით.

    მუხლი 8. ხანძრის დაზვერვა

1. ხანძრის დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ, დანაყოფის ხანძარზე გასვლის მომენტიდან მის ლიკვიდაციამდე. ხანძრის დაზვერვის ჩასატარებლად იქმნება სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლი არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით, ხოლო რთული ნაგებობების დასაზვერად (მეტროპოლიტენი, შენობების მიწისქვეშა ფოიეები, მომეტებული სირთულის შენობები, გემების ტრიუმები, საკაბელო გვირაბები, რთული დაგეგმარების სარდაფები) რგოლის შემადგენლობა იზრდება ხუთ კაცამდე. სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე დაზვერვის ჩატარების დროს რგოლში შეიძლება შედიოდეს მინიმუმ ორი კაცი.

2. დაზვერვის ჩატარებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მეთაური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ,,სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 21 მაისის №738 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება;

ბ) დარწმუნდეს გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის მზადყოფნაში დასახული ამოცანის შესასრულებლად;

გ) შეამოწმოს გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის დასახული ამოცანის შესასრულებლად აღჭურვილობის საჭირო მინიმუმის არსებობა და გამართულობა;

დ) მიუთითოს პირად შემადგენლობას საკონტროლო-გამშვები პუნქტის და უსაფრთხოების საგუშაგოს ადგილმდებარეობა;

ე) გააკონტროლოს პირადი შემადგენლობის მიერ სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმება და გამოყენების სისწორე;

ვ) სუნთქვისათვის არახელსაყრელ გარემოში მუშაობის დაწყებამდე შეამოწმოს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ბალონებში ჟანგბადის (ჰაერის) წნევა და შეატყობინოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგს ბალონებში წნევის უმცირესი მაჩვენებელი;

ზ) გააკონტროლოს უსაფრთხოების საგუშაგოს გუშაგის შესაბამისი ჩანაწერების სისრულე და სისწორე;

თ) გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის პირადი შემადგენლობის ხანძრის ადგილთან მისვლისთანავე აცნობოს მათ ჟანგბადის საკონტროლო წნევის ის მაჩვენებელი, რომლის დროსაც აუცილებელია უსაფრთხოების საგუშაგოსთან დაბრუნება;

ი) თანაბრად გადაანაწილოს დატვირთვა, პერიოდულად დაასვენოს გაზკვამლდამცველები ღრმა, თანაბარი სუნთქვის აღდგენამდე;

კ) ყურადღება მიაქციოს გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის პირადი შემადგენლობის მდგომარეობას, აღჭურვილობისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების სწორ გამოყენებას, გააკონტროლოს ჟანგბადის (ჰაერის) ხარჯი მანომეტრის მაჩვენებლების მიხედვით;

ლ) გამოიყვანოს გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის სრული შემადგენლობა სუფთა ჰაერზე;

მ) სუნთქვისათვის არახელსაყრელი გარემოდან გამოსვლის დროს განსაზღვროს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამორთვის ადგილი და გასცეს ბრძანება მათი გამორთვის შესახებ.

3. გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის დაკვამლიანებულ ზონაში ყოფნის დროს აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) კაპიტალური ან ფანჯრებიანი კედლების გასწვრივ გადაადგილება;

ბ) გადაადგილების დროს მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობაზე, ცეცხლის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობასა და აფეთქების ან ჩამონგრევის საშიშროებაზე ყურადღების მიქცევა;

გ) უსაფრთხოების საგუშაგოსთვის გაუმართაობის ან გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლისათვის სხვა არახელსაყრელი პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რგოლის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყვეტილების მიღება;

დ) იმ სათავსებში შესვლა, სადაც არის მაღალი ძაბვის დანადგარები ან მაღალი წნევის ქვეშ მყოფი აპარატები (ჭურჭელი), აგრეთვე ფეთქებადი, მომწამლავი, რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური ნივთიერებები, დასაშვებია მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათ მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დაცვით.

4. გაზკვამლდამცავი სამსახურის რგოლის აღჭურვილობის საჭირო მინიმუმია:

ა) ერთი ტიპის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;

ბ) გადარჩენის და თვითგადარჩენის საშუალებები;

გ) კონსტრუქციის გასახსნელ-დასაშლელი ინსტრუმენტები;

დ) განათებისა და კავშირგაბმულობის ხელსაწყოები;

ე) მაშველი თოკი;

ვ) ხანძრის ჩაქრობის საშუალებები.  

5. სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში მუშაობისას და დიდი ფართობის დაგაზიანების დროს ხანძრის ჩაქრობის მთელ პერიოდზე იქმნება უსაფრთხოების საგუშაგო და საკონტროლო-გამშვები პუნქტი, სადაც ტარდება სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი (დასახული ამოცანების გათვალისწინებით) იმ პირებთან, რომლებიც მიემართებიან ხანძრის ჩასაქრობად.

6. ხანძრის დაზვერვის ორგანიზებისას ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელმა და სხვა თანამდებობის პირებმა მაქსიმალურად უნდა მოიზიდონ სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურები აგრესიული, ქიმიურად საშიში, რადიოაქტიური ნივთიერებების ხასიათის, მათი კონცენტრაციის დონის და დაბინძურების ზონის საზღვრების, აგრეთვე უსაფრთხოების საჭირო ზომების დასადგენად.

7. აკრძალულია ღია ცეცხლით სათავსებში შესვლა, სადაც ინახება და ბრუნვაშია ადვილაალებადი და წვადი სითხეები, ჭურჭელი წვადი აირით, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია წვადი მტვრის და ბოჭკოების გამოყოფა.

    მუხლი 9. ადამიანთა და ქონების გადარჩენა

1. ხანძარზე შექმნილი ვითარებიდან და გადასარჩენი ადამიანების მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ ადამიანთა და ქონების გადარჩენის წესი და ხერხები, მიიღონ ზომები ხანძრის საშიში ფაქტორებისაგან მათ დასაცავად. გადასარჩენი სამუშაოები უნდა წარმოებდეს სწრაფად, სიფრთხილის ზომების დაცვით, რათა თავიდან აცილებულ იქნეს ტრავმები და დაზიანებები.

2. სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს, თანამდებობის პირები ძალებისა და საშუალებების გაშლასთან ერთად ორგანიზებას უწევენ სამედიცინო დახმარების გამოძახებას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს არ წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო მათ მოსვლამდე დაზარალებულებს პირველადი დახმარება დადგენილი წესით უნდა აღმოუჩინოს დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ.

3. სიმაღლიდან ადამიანთა და ქონების გადასარჩენად გამოიყენება სტაციონარული და გადასატანი ხელის სახანძრო კიბეები, ავტოკიბეები და სახანძრო ავტოამწე, მაშველი თოკები და სახელოები, პნევმატური სამაშველო მოწყობილობები და სხვა ხელსაწყოები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი გამოცდა საიმედოობასა და გამართულობაზე.

4. გადარჩენისა და თვითგადარჩენის მოქმედებების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაშველი თოკის სიგრძე საკმარისია მიწაზე დასაშვებად, მაშველი მარყუჟი საიმედოდ არის დამაგრებული გადასარჩენ ადამიანზე, ხოლო მაშველი თოკი სწორად დახვეული სახანძრო კარაბინზე და საიმედოდ დამაგრებული შენობის (ნაგებობის) კონსტრუქციაზე.

5. აკრძალულია გადარჩენისა და თვითგადარჩენისათვის სველი ან ძლიერ ნოტიო მაშველი თოკების, აგრეთვე სხვა მიზნებისათვის განკუთვნილი თოკების გამოყენება.

6. იძულებით იზოლაციაში მყოფი დაზარალებულების დაუყოვნებელი გამოყვანის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში ორგანიზება უკეთდება არსებული საშუალებების გამოყენებით სუფთა ჰაერის, სასმელი წყლის, კვების პროდუქტების, მედიკამენტებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მიწოდებას.

7. თუ დაზარალებულებამდე დანაყოფის პირადი შემადგენლობის შეღწევისას საჭირო გახდება ჩამონგრეული სამშენებლო კონსტრუქციების (ნანგრევების) გადაადგილება (დაძვრა) ან აწევა, 20 მმ-მდე დიამეტრის შიშველი არმატურის გადაჭრა, ამ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული ინდივიდუალური საავარიო-სამაშველო ინსტრუმენტი (ჰიდრავლიკური მაკრატელი, საიერიშო ცული და სხვა) და საერთო დანიშნულების მექანიზებული ინსტრუმენტი (ხელის ელექტრომაკრატელი, სანგრევი ჩაქუჩი, ძალაყინი და სხვა).

8. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების საშტატო ინსტრუმენტის, ინდივიდუალური და ჯგუფური დაცვის საშუალებების უსაფრთხო გამოყენების მოთხოვნები მოყვანილია ამ წესების შესაბამის თავებში, ხოლო შტატგარეშე ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას საჭიროა მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციებში მოცემული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობა.

9. ავტოკიბის ლიფტის კაბინით ადამიანთა აყვანა (ჩამოყვანა) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომატური გამორთვის ელექტროქსელი და სიგნალიზაცია გამართულ მდგომარეობაშია. ავტომატის სიგნალზე კაბინის მოძრაობა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ადამიანთა რაოდენობამ (ტვირთის მასამ) ლიფტის კაბინაში არ უნდა გადააჭარბოს ავტოკიბის ექსპლუატაციის ინსტრუქციით დადგენილ სიდიდეს (წონას).

    მუხლი 10. სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გაშლა

1. სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გაშლისას უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) სახელოების ხაზების გაშლის, ინსტრუმენტების და ინვენტარის გადატანის შედარებით უმოკლესი და უსაფრთხო გზის შერჩევა;

ბ) სახანძრო ავტომობილების და მოწყობილობების განთავსება ხანძრის ადგილიდან უსაფრთხო მანძილზე ისე, რომ არ შეფერხდეს მოსული ძალებისა და საშუალებების განლაგება, სახანძრო ავტომობილების განთავსება მშენებლობადაუმთავრებელი შენობა-ნაგებობებიდან ან სხვა ობიექტებიდან (რომლებიც შეიძლება ჩამოინგრეს ხანძრის დროს) არანაკლებ ამ ობიექტების სიმაღლის ტოლ მანძილზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის ტრანსპორტის გაჩერება (რკინიგზის ტრანსპორტის შეჩერება შეთანხმებული უნდა იქნეს დადგენილი წესით);

დ) მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ერთიანი სიგნალის დაწესება და ხანძარზე მომუშავე დანაყოფის პირადი შემადგენლობისათვის შეტყობინება;

ე) აფეთქების, მოწამვლის, რადიაქტიური დასხივების, ჩამონგრევის, რეზერვუარებში ადვილაალებადი და წვადი სითხეების ადუღების და ამოფრქვევის და სხვა საშიშროების აშკარა გამოვლინების შემთხვევაში დანაყოფის პირადი შემადგენლობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა;

ვ) რკინიგზის ლიანდაგების ქვეშ სახელოების ხაზების გაყვანისას უსაფრთხოების საგუშაგოების მოწყობა რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ (ორივე მხარეზე), მოძრავი შემადგენლობის მიახლოების შესახებ პირადი შემადგენლობისათვის ინფორმაციის დროულად მისაწოდებლად.  

2. სახანძრო-ტექნიკური საშუალებების გაშლისას აკრძალულია:

ა) ხაზების გაშლა სახანძრო ავტომობილის გაჩერებამდე;

ბ) სახანძრო ჰიდრანტების, გაზ- და თბოკომუნიკაციების ჭების გასანათებლად ღია ცეცხლის გამოყენება;

გ) წყალ-, გაზ- და ტექკომუნიკაციების ჭებში მაშველი თოკისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე ჩასვლა;

დ) სახელოების ხაზებთან შეერთებული სახანძრო ლულის ღვედის ტანზე დამაგრება სიმაღლეზე ასვლისას და მუშაობისას;

ე) სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, ინსტრუმენტების და მაშველი თოკით ატანა-ჩამოტანისას ტვირთის ქვეშ დგომა;

ვ) ამუშავებული მექანიზებული და ელექტროფიცირებული ინსტრუმენტების გადატანა მოძრაობის მიმართულებისაკენ შემობრუნებული მუშა ზედაპირით (მჭრელი, მჩხვლეტავი და სხვა), ხოლო განივი ბირდაბირების და ხერხუნების – შალითების გარეშე;

ზ) წყლით შევსებული სახელოს ხაზის ატანა სიმაღლეზე;

თ) წყლის მიწოდება დაუმაგრებელ სახელოების ხაზებში, მელულეების საწყის პოზიციებზე გასვლამდე ან სიმაღლეზე ასვლამდე.    

3. ვერტიკალური სახელოების ხაზები უნდა იქნეს დამაგრებული თითოეულ სახელოზე არანაკლებ ერთი დამჭერის ანგარიშით.

4. ხანძარზე ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ თანამდებობის პირების ან უშუალო ხელმძღვანელის ბრძანებით. წყლის მიწოდება სახელოების ხაზებში უნდა განხორციელდეს თანდათანობით, წნევის მომატებით, რათა თავიდან აცილებულ იქნეს სახელოს გაგლეჯვა და მელულის წაქცევა. სახანძრო ჰიდრანტის გამოყენებისას მისი ხუფი უნდა გაიხსნას სპეციალური კაკვით ან ძალაყინით.

5. სახელოების და ტუმბოსახელოების სახანძრო ავტომობილებიდან სახელოს ხაზის გაყვანისას მძღოლმა უნდა გააკონტროლოს მოძრაობის სიჩქარე (არა უმეტეს 10 კმ/სთ), ხოლო მეხანძრემ თვალყური ადევნოს შუქსიგნალისა და ხმოვანი სიგნალიზაციის მუშაობას, საიმედოდ დააფიქსიროს სახანძრო ავტომობილის სექციების კარები. სახელოს კოჭაზე სახელოს დახვევისას მეხანძრე ხელით უნდა მოეჭიდოს დოლის სახელურებს, დაიცვას ხელები დაზიანებისაგან და თვალყური ადევნოს სახელოს კოჭას საიმედო ფიქსირებას.

6. სახელოების დასაწყობი ამწე მექანიზმის პნევმოსისტემის გამოყენებისას საჭიროა სამუხრუჭე სისტემაში წნევის უზრუნველყოფა, რომელიც მოყვანილია მანქანის ტექნიკურ პასპორტში.

7. სახელოებიან ავტომობილებში სახელოს ხვეულების დაწყობისას აკრძალულია ამწე მექანიზმის ტვირთამწეობის ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება. ავტომობილის სახურავზე გამოყენებული სახელოების დაწყობისას შემომღობი მოწყობილობები საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული ვერტიკალურ მდგომარეობაში.

8. აფეთქების საშიშროების არსებობისას დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ სახელოების ხაზების გაყვანა უნდა განხორციელდეს გადარბენებით, ხოხვით, არსებული თავშესაფრების (არხები, კედლები და სხვა), აგრეთვე დაცვის საშუალებების (ფოლადის ჩაფხუტების, ფარების, ჯავშანჟილეტების) გამოყენებით, აგრეთვე ჯავშანფარების, ჯავშანტექნიკისა და ავტომობილების დაცვის ქვეშ.

9. ხელის სახანძრო კიბეები უნდა დამაგრდეს ისე, რომ ხანძრის განვითარების შემთხვევაში ისინი არ აღმოჩნდეს წვის ზონაში. მათი გადაადგილების შემთხვევაში საჭიროა ამ კიბით ასული და სიმაღლეზე მომუშავე მეხანძრეების გაფრთხილება, კიბის ახალი ადგილმდებარეობის ან სხვა ჩამოსასვლელების მითითება.    

10. აკრძალულია სახანძრო ავტომობილების დაყენება გზის სავალი ნაწილის გარდიგარდმო. ქუჩის, გზის სავალ ნაწილზე გაჩერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეფერხება, დასაშვებია მხოლოდ თანამდებობის პირების ბრძანებით, ამასთან, სახანძრო ავტომობილზე უნდა იქნეს ჩართული ავარიული შუქსიგნალი. უსაფრთხოების მიზნით, ღამის საათებში სახანძრო ავტომობილი უნდა განათდეს გვერდითი, გაბარიტული ან სადგომი შუქებით.

    მუხლი 11. წვის ლიკვიდაცია

1. დანაყოფების პირადი შემადგენლობის მუშაობა სათავსებში (უბნებზე), სადაც ინახება, გამოიყენება ან წვის დროს შესაძლებელია ავარიული, ქიმიურად საშიში ნივთიერებების გამოყოფა, დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ დამცავ კომპლექტებსა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში. ორთქლის კონცენტრაციის შესამცირებლად საჭიროა სათავსების (უბნების) მთელი მოცულობის მორწყვა გაფრქვეული წყლით. სახანძრო ავტომობილები უნდა განლაგდეს ცეცხლმოდებული ობიექტის ქარზურგა მხრიდან არანაკლებ 50 მ-ის დაშორებით. 

2. დანაყოფების პირადი შემადგენლობის თბური რადიაციისა და მექანიკური ფაქტორების ზემოქმედებისაგან ინდივიდუალური დაცვის მიზნით გამოიყენება თბოამრეკლი კოსტიუმები, სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა, დამცავი ლითონის ბადე გამაფრქვევლებით, ლულაზე დამაგრებული ფანერის ფარები, ბამბის ტანსაცმელი მელულისათვის და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

3. ძლიერი თბური რადიაციის უბნებზე მომუშავე პირადი შემადგენლობის და ტექნიკის ჯგუფური დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს წყლის ფარდით (ეკრანით), რომელიც იქმნება ტურბინული ან მარაოსებრი გამაფრქვევლებით, ხოლო ინდივიდუალური – გამაფრქვეველი ლულებით.

4. წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის მონაწილენი ვალდებულნი არიან თვალყური ადევნონ ვითარების ცვლილებას, სამშენებლო კონსტრუქციების, ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობას და საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გააფრთხილონ ხანძრის ჩაქრობის უბანზე მომუშავე ყველა პირი, ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

5. სახურავზე და სათავსის შიგნით გადახურვებზე მუშაობისას დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ თვალყური უნდა ადევნოს მზიდი კონსტრუქციების მდგომარეობას, ხოლო ჩამონგრევის საშიშროების არსებობის შემთხვევაში სასწრაფოდ გადაადგილდეს უსაფრთხო ადგილზე.

6. შენობის ზედა სართულებზე წვის ლიკვიდაციისას აკრძალულია სატვირთო და სამგზავრო ლიფტების გამოყენება პირადი შემადგენლობის ასაყვანად და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობების ასატანად, გამონაკლისს წარმოადგენს ლიფტები, რომლებსაც გააჩნია მუშაობის სპეციალური რეჟიმი ,,სახანძრო-სამაშველო დანაყოფების გადაყვანა“.

7. შენობის გადახურვებზე მუშაობისას საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული ხელის სახანძრო კიბეები, სპეციალური ტრაპები.

8. სიმაღლეზე მუშაობის დროს საჭიროა მომუშავეთა ჩამოვარდნის გამომრიცხავი დამზღვევი საშუალებების გამოყენება და უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვა:

ა) ხელის სახანძრო კიბეზე ლულით (მაკრატლით და სხვა) მუშაობა, მხოლოდ მომუშავის კიბის საფეხურზე სახანძრო კარაბინით დამაგრების შემდეგ;

ბ) სახურავზე მუშაობის დროს მეხანძრეების დამაგრება შენობის კონსტრუქციაზე მაშველი თოკით (აკრძალულია თოკის დამაგრება სახურავის შემომღობ კონსტრუქციებზე);

გ) სიმაღლეზე და გადახურვაზე სამუშაოების ჩატარება არანაკლებ ორი ადამიანის მიერ;

დ) სახელოს ხაზის დამაგრება სახელოს დამჭერებით.

9. აკრძალულია სახანძრო ლულის დატოვება უმეთვალყურეოდ წყლის მიწოდების შეწყვეტის შემდეგაც კი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის გაჩერება გადმოკიდებულ სახურავებზე და გადახურვების იმ უბნებზე, სადაც შეიმჩნევა წვის ნიშნები.

10. ახალმშენებარე და რეკონსტრუირებული შენობების ხის ხარაჩოების ჩაქრობისას მანძილი მელულეებსა და ხარაჩოებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 10 მ, ხოლო სახანძრო ავტომობილებსა და შენობებს შორის – არანაკლებ 40 მ.

11. საცხოვრებელ სახლებში ხანძრის ჩაქრობის დაწყებამდე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) გაზგაყვანილობაზე საკვალთეების გადაკეტვა;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა;

გ) სათავსიდან კვამლის მოცილება და ტემპერატურის დაწევა;

დ) გაზის ბალონების აღმოჩენისას მათი გაგრილება და ევაკუაცია წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

12. შენობის შიგნით ფეთქებადსაშიში კონცენტრაციების წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით დაუშვებელია აპარატურასა და მილსადენებიდან წნევით გამოსული (გამოჟონილი) წვადი აირების ან წვადი სითხეების ორთქლის ალის ჩაქრობა ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში და ობიექტის ადმინისტრაციის უშუალო კონტროლის ქვეშ საჭიროა წვადი აირების და ორთქლის გაჟონვის შესაწყვეტად, აგრეთვე ცეცხლის და ძლიერი თბური გამოსხივების ზონაში მოქცეული შენობა-ნაგებობების, კონსტრუქციების და საწარმოო მოწყობილობების გაგრილების უზრუნველსაყოფად ზომების მიღება.

13. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელმა, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე დანაყოფების თანამდებობის პირებმა და პირადმა შემადგენლობამ უნდა იცოდნენ ნივთიერებების და მასალების სახეობები და ტიპები, რომელთა ჩაქრობისას წყლის ან სხვა ცეცხლსაქრობი ნივთიერებების გამოყენება სახიფათოა (დანართი 4).

14. საუნებში წვის ლიკვიდაციისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პირადმა შემადგენლობამ უნდა დაიცვას შემდეგი ზომები:

ა) საუნებში შესვლისას ამოეფაროს კარებს პიროლიზის პროდუქტების შესაძლო აალების და ალის გამოვარდნისას დამწვრობებისაგან თავის დასაცავად;

ბ) მიაწოდოს გაფრქვეული ჭავლები ტურბოსაცმიანი ლულების გამოყენებით;

გ) განახორციელოს წყლის მიწოდება პერფორირებულ მშრალ მილებში.  

15. საწარმოო სათავსებსა და საწყობებში, სადაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით წვადი მტვრის დაგროვება, აფეთქების თავიდან ასაცილებლად და მტვრის დასალექად საჭიროა ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდება გაფრქვეული ჭავლით.

16. აკრძალულია ქაფის ცეცხლსაქრობების გამოყენება ძაბვის ქვეშ მყოფი ცეცხლმოდებული ხელსაწყოების და მოწყობილობების, აგრეთვე იმ ნივთიერებების და მასალების ჩასაქრობად, რომელთა ურთიერთქმედებამ ქაფთან შეიძლება გამოიწვიოს დუღილი, ამოფრქვევა და წვის გაძლიერება.

17. ხანძარზე შენობის კონსტრუქციის დაშლის, ხელის სახანძრო კიბეების დამაგრების და სახელოების ხაზების გაყვანის დროს დანაყოფის პირადი შემადგენლობა ვალდებულია თვალყური ადევნოს ელექტროსადენების მდგომარეობას მელულეების პოზიციებზე, დროულად გადასცეს ინფორმაცია ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს და თანამდებობის პირებს, აგრეთვე დაუყოვნებლივ გააფრთხილოს საშიშ ზონაში მომუშავე ხანძრის ჩაქრობის მონაწილეები. ელექტროსადენები უნდა ჩაითვალოს ძაბვის ქვეშ მყოფად და მიღებულ იქნეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, სანამ არ დაზუსტდება ინფორმაცია მათი გაუდენურების შესახებ.

18. ობიექტზე ფარული ან ტრანზიტული ელექტროგაყვანილობის არსებობისას სამუშაოები უნდა წარმოებდეს ობიექტზე არსებული ყველა დანადგარის გაუდენურების შემდეგ. ფარული გაყვანილობის არსებობისას საჭიროა მისი დანიშნულების დადგენა.

19. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე რეაქტორული დანადგარის მართვის დაკარგვის საშიშროების შექმნის შემთხვევაში დასაშვებია ძაბვის ქვეშ მყოფი (6,3 კვტ-მდე) მოწყობილობის ჩაქრობა პასუხისმგებელ თანამდებობის პირთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში დასაშვებია წყლის ჭავლის გამოყენება არა უმეტეს 13 მმ გაფრქვევის დიამეტრის მქონე ხელის სახანძრო ლულებიდან და არანაკლებ 5 მ-ის დაშორებით არაგაუდენურებული ელექტროდანადგარებიდან.

20. ხანძარზე მუშაობისას მძღოლებს (მოტორისტებს) ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის და სხვა თანამდებობის პირების ბრძანების გარეშე ეკრძალებათ სახანძრო ავტომობილების, მოტოპომპების, ავტოკიბეების და ავტოამწეების გადაადგილება, აგრეთვე მათი დატოვება უმეთვალყურეოდ.

21. სატვირთო მატარებლების მოძრაობისას წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ადგილზე მოსული ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან დაადგინონ მემანქანესთან ცეცხლმოდებულ და მომიჯნავე ვაგონებში არსებული ტვირთის სახეობა და მიიღონ ზომები დანაყოფის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

22. მოძრავი შემადგენლობის ელექტრიფიცირებულ უბანზე წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები საკონტაქტო ქსელების და საჰაერო ხაზების სადენებთან და სხვა უბნებთან 2 მ-ზე ნაკლებ მანძილზე, ხოლო საკონტაქტო ქსელების და საჰაერო ხაზების ჩამოწყვეტილი სადენების დამიწების ადგილებთან 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზე დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიახლოების თავიდან ასაცილებლად.

23. სარკინიგზო გადასარბენზე ხანძრის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს ზომები მატარებლის გასაჩერებლად, რისთვისაც დაუყოვნებლივ უნდა გააგზავნოს ინსტრუქტაჟგავლილი და შესაბამისად აღჭურვილი მეისრეები არანაკლებ 1 კმ მანძილზე ორივე მიმართულებით.

24. წყლის და ქაფის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ საკონტაქტო ქსელებიდან და საჰაერო ხაზებიდან ძაბვის მოხსნის, მათი დადგენილი წესით დამიწების და ხანძრის ჩასაქრობად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ნებართვის აღების შემდეგ.

25. ავტოცისტერნებსა და რკინიგზის ცისტერნებზე, რომლებშიც მოთავსებულია ადვილაალებადი და წვადი სითხეები, გათხევადებული ნახშირწყალბადი, წვის ლიკვიდაციისას საჭიროა მძლავრი გადასატანი, მოძრავი და სტაციონარული ლაფეტის ლულების გამოყენება. მელულეების პოზიციებად უნდა იქნეს შერჩეული მაქსიმალურად დაშორებული ადგილები, აფეთქების შესაძლებლობის გათვალისწინებით და თავშესაფარად მიმდებარე ტერიტორიის რელიეფის, შენობა-ნაგებობების, ჯავშანფარების, ჯავშანტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების (ვაგონების, ავტომობილების და სხვა, რომელთაც არ გააჩნიათ საშიში ტვირთი) გამოყენებით. დანაყოფის პირადი შემადგენლობა უნდა მუშაობდეს თბოამრეკლ და თბოდამცავ კოსტიუმებში, აგრეთვე გაფრქვეული წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

26. რეზერვუარებში და სარეზერვუარო პარკებში ნავთობის და ნავთობპროდუქტების წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა პირადი შემადგენლობის, ავტომობილების და მოწყობილობის ცეცხლმოდებული რეზერვუარებიდან უსაფრთხო მაძილზე განლაგება, წვადი სითხეების შესაძლო ადუღების, ამოფრქვევის, დაღვრის და დაკვამლიანების ზონის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საჭიროა სწრაფი მაუწყებლობისათვის ერთიანი სიგნალის დადგენა და ამის შესახებ პირადი შემადგენლობის გაფრთხილება, უსაფრთხო ადგილამდე უკან დასახევი გზების განსაზღვრა. დაუშვებელია ტექნიკის ქარზურგა მხარეს განთავსება. პირადი შემადგენლობის საევაკუაციო სიგნალი პრინციპულად უნდა განსხვავდებოდეს სხვა სიგნალებისაგან.

27. დაუშვებელია ცეცხლმოდებულ მიწისქვეშა რკინაბეტონის, მიწისზედა ავარიულ (ცეცხლმოდებულ) და მათთან მეზობლად მდებარე რეზერვუარების სახურავზე (მცურავ სახურავზე) პირადი შემადგენლობის ასვლა და გაჩერება. გამონაკლის შემთხვევებში ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის თანხმობით დასაშვებია რეზერვუარების სახურავზე იმ პირთა ყოფნა, რომლებსაც ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი რეზერვუარების სასუნთქი და სხვა არმატურის თბური გამოსხივებისაგან დამცავი სამუშაოების ჩასატარებლად. ამოფრქვევისა და ადუღების დროს წარმოქმნილ შესაძლო დაზიანების ზონაში დაუშვებელია იმ პირადი შემადგენლობის ყოფნა, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს ხანძრის ჩაქრობაში. აკრძალულია მელულეების ყოფნა ცეცხლმოდებული რეზერვუარების შემოზვინვაში, თუ დაღვრილი ნავთობი ან ნავთობპროდუქტები არ არის დაფარული ქაფით და პირადი შემადგენლობის სამუშაო ადგილებზე არ არის მომუშავე ქაფგენერატორები ან ქაფის ლულები. დანაყოფის პირადი შემადგენლობა უნდა მუშაობდეს თბოამრეკლ და თბოდამცავ კოსტიუმებსა და გაფრქვეული წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

28. საავადმყოფოების ინფექციურ განყოფილებებში, ობიექტებზე, სადაც ინახება და ბრუნვაშია ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებები, წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელსა და თანამდებობის პირებს ევალებათ ობიექტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების შესრულება, დანაყოფების პირადი შემადგენლობის დასაცავად შესაძლო მოწამვლისაგან.

29. შხამქიმიკატების (ქიმიური რეაქტივების, მინერალური სასუქის და სხვა) საწყობებში წვის ლიკვიდაციისას ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია ობიექტის ადმინისტრაციასთან დაადგინოს ნივთიერებებისა და მასალების ხასიათი და შენახვის ადგილი (სექციები), აგრეთვე ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი სამუშაოების შესასრულებლად გასულ პირად შემადგენლობას.

30. შხამქიმიკატების (ქიმიური რეაქტივების, მინერალური სასუქის და სხვა) საწყობებში ხანძრის ჩაქრობისას საჭიროა უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვა:

ა) სახანძრო-სამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;

ბ) ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდება და სახანძრო ტექნიკის განთავსება ქარზურგა მხრიდან;

გ) სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გათიშვა მხოლოდ დამცავი კოსტიუმების (ზედა ტანსაცმლის) გახდის შემდეგ.

31. საჭიროების შემთხვევაში, შხამქიმიკატების (ქიმიური რეაქტივების) და სასუქის გადარჩევა და ევაკუაცია ხორციელდება მხოლოდ ობიექტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და მათ მიერ სათანადო დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფის, აგრეთვე უსაფრთხოების ზომების შესახებ ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ.

32. ობიექტებზე, სადაც ინახება და ბრუნვაშია შხამქიმიკატები, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების დასრულების შემდეგ დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა, სანიტარიული დამუშავება და განახორციელოს სახანძრო ტექნიკის, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და ქონების დეგაზაცია სპეციალურ მოედნებზე.

33. ქიმიური, ავარიული ქიმიურად საშიში ნივთიერებების მქონე შენობა-ნაგებობებში წვის ლიკვიდაციისას საჭიროა მათი ხასიათის დადგენა ობიექტის ადმინისტრაციასთან და იმ ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენების აკრძალვა, რომლებიც ამ ნივთიერებებთან რეაგირებისას იწვევენ აფეთქებას, ანთებას ან სხვა მსგავს მოვლენებს.

34. ხე-ტყის ბირჟებსა და დახერხილი ხე-ტყის საწყობებში ხანძრის ლიკვიდაციისას, პირადი შემადგენლობის უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად და მათზე თბური რადიაციის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს თბოამრეკლი კოსტიუმები, წყლის ფარდები, ეკრანები.

35. გადასატანი სახანძრო ლაფეტის ლულებით მუშაობისას საჭიროა:

ა) მის დასამაგრებლად სწორზედაპირიანი მოედნის შერჩევა;

ბ) ლაფეტზე ლულის საიმედოდ დამაგრებაში დარწმუნება;

გ) სახელოს ხაზში წყლის მიწოდება მხოლოდ მელულის სამუშაოდ სრული მზადყოფნის შემდეგ.

36. მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე დანადგარების (ჭურჭლის) მქონე ორგანიზაციებში ან შენობებში წვის ლიკვიდაცია ხორციელდება ობიექტის ადმინისტრაციისაგან დანადგარის (ჭურჭლის), აგრეთვე მათი შიგთავსის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ. ხანძრის ჩაქრობისას საჭიროა:

ა) ზომების მიღება დანადგარების (ჭურჭლის) საშიშ ზღვრამდე გახურების, აგრეთვე, შეძლებისდაგვარად, კედლების მკვეთრად გაგრილების თავიდან ასაცილებლად;

ბ) ობიექტის ადმინიტრაციისაგან ზომების მიღების მოთხოვნა დანადგარებში (ჭურჭელში) წნევის უსაფრთხო ზღვრამდე შეძლებისდაგვარად დასაწევად.

37. გაზის ბალონების და კომუნიკაციების შესაძლო აფეთქების პირობებში უსაფრთხოების სხვა (დამატებითი) ზომები და დანაყოფების მოქმედების ტაქტიკა დგინდება შესაბამისი რეკომენდაციებით.

38. ელექტროდანადგარების სათავსებში, ფეთქებადსაშიში გარემოს მქონე სათავსებში, აგრეთვე მეტროპოლიტენის მიწისქვეშა ნაგებობებში წვის ლიკვიდაციაში მონაწილე პირად შემადგენლობას ეკრძალება ელექტროხაზების და ელექტროდანადგარების გაუდენურების რაიმე მოქმედების თვითნებურად ჩატარება, აგრეთვე ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენება ობიექტის ადმინისტრაციისაგან დადგენილი წესით წერილობითი დაშვების მიღებამდე.

39. ხანძრის ლიკვიდაციის დროს სათავსებში, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა რეზინის და პლასტმასის იზოლაციის მქონე კაბელები და სადენები, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები წვის პროცესში გამოყოფილი ნივთიერებებით პირადი შემადგენლობის შესაძლო მოწამვლის თავიდან ასაცილებლად. დანაყოფის პირადი შემადგენლობა უნდა მუშაობდეს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში.

40. სახანძრო ავტომობილებზე აეროზოლური ხანძრის ჩაქრობის გენერატორის დაყენებისას საჭიროა პირადი შემადგენლობის შესაბამისი მომზადება მათი გამოყენების წესების შესასწავლად.

41. მეტროპოლიტენის მიწისქვეშ (ნებისმიერ სიღრმეზე) განლაგებულ გვირაბებსა და სადგურებზე ხანძრის დროს მიზანშეწონილია მაგისტრალური სახელოების ხაზების გაყვანა სადგურების ბაქნებამდე სახელოს განშტოებების დაყენებით, ამასთან, ყველა შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სათადარიგო მაგისტრალური ხაზის გაყვანა.

42. მაცივრებში წვის ლიკვიდაციის დროს და სათავსებში (საყინულე საკნებში) დაკვამლიანების, ამიაკის ან სუთქვისათვის სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ ყველა სამუშაო უნდა ჩაატაროს სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში, ამასთან თანამდებობის პირებმა უნდა მიიღონ გადაუდებელი ზომები გაციების სისტემიდან გამაციებელი აგენტის სადრენაჟო რესივერში გადასატვირთად და გამორიცხონ ამიაკის მოხვედრა პირადი შემადგენლობის სამუშაო ზონაში.

43. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე (ბირთვული რეაქტორების, საწარმოების, სადაც ინახება და ბრუნვაშია რადიოაქტიური მასალები, რადიოაქტიური მასალების ან მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) წვის და საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად ობიექტის ადმინისტრაციამ რადიაციული უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად უნდა შეიმუშაოს შესაბამისი ინსტრუქცია.

44. რადიაციულად საშიში ობიექტების ტერიტორიაზე, შენობა-ნაგებობებში წვის და საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარების წესის ინსტრუქციაში უნდა იქნეს ასახული შემდეგი ძირითადი საკითხები:

ა) ობიექტზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების ნუსხა, მათი აქტიურობის აღნიშვნით;

ბ) ხანძრის ჩაქრობის და საგანგებო სიტუაციების ამა თუ იმ სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა და პირობები (ქონების ევაკუაცია და სხვა) ობიექტის ადმინისტრაციის მისვლამდე;

გ) დოზიმეტრული კონტროლის უზრუნველყოფის ორგანიზება და საშუალებები;

დ) დანაყოფის პირადი შემადგენლობის დაცვის ზომები და წესი, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ე) დანაყოფის პირადი შემადგენლობის დასხივების დასაშვები დონე, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილების გათვალისწინებით;

ვ) სხვადასხვა კატეგორიის სათავსებში დანაყოფის პირადი შემადგენლობის ყოფნის დასაშვები დრო ნორმალურ პირობებში და საგანგებო სიტუაციის დროს, რადიაციის დონის შესაძლო ცვლილებების გათვალისწინებით;

ზ) საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის საშუალებები და ხერხები სხვადასხვა კატეგორიის შენობა-ნაგებობებში;

თ) საგანგებო სიტუაციის ლიკვადაციისას და მის შემდეგ დანაყოფის პირადი შემადგენლობისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის და ტექნიკის, მოწყობილობების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და ფორმის ტანსაცმლის დეზაქტივაციის წესი, ადგილი და საშუალებები;

ი) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე წვის და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას დამატებითი ძალებისა და საშუალებების მოზიდვის, აგრეთვე დანაყოფებთან, შინაგან საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან და ობიექტის ადმინისტრაციასთან ურთიერთქმედების წესი;

კ) რადიაციულად საშიშ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციისას დანაყოფის თანამშრომელთა ნებაყოფლობითი მონაწილეობის წესი და მათი ინფორმირება დასხივების შესაძლო დოზებისა და ჯანმრთელობისათვის არსებული რისკის შესახებ.

45. საგანგებო სიტუაციების და მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დანაყოფების პირადი შემადგენლობის ჭარბი დასხივება, უნდა წარმოებდეს რადიაციული კონტროლის ქვეშ სპეციალური ნებართვით, რომელშიც განსაზღვრულია მუშაობის ზღვრული ხანგრძლივობა, დაცვის დამატებითი საშუალებები, მონაწილეთა და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების გვარები.

46. ობიექტებზე, სადაც ინახება ან ბრუნვაშია რადიაციული ნივთიერებები, დანაყოფის პირადი შემადგენლობის დასხივებისაგან დაცვის საშუალებებით, დოზიმეტრული კონტროლის ხელსაწყოებით, ადამიანთა ინდივიდუალური სანიტარიული დამუშავების და ტექნიკის დეზაქტივაციის საშუალებებით უზრუნველყოფა ეკისრება ობიექტის ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია აგრეთვე ორგანიზება გაუკეთოს ხანძრის ჩაქრობის მონაწილეთა დასხივების დოზიმეტრულ და რადიაციულ კონტროლს, ხოლო ჩაქრობის დასრულების შემდეგ (არა უმეტეს ერთი დღე-ღამისა) გასცეს თითოეული მონაწილის მიერ მიღებული დასხივების დოზის შესახებ დადგენილი დოკუმენტი.

47. ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია შეატყობინოს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელს მონაცემები დასაშვებ ზღვართან მიახლოებული დოზების შესახებ.

48. აკრძალულია ატომური რეაქტორის გაგრილების კონტურიდან მოწამლული წყლის გამოყენება ჩაქრობის ან დაცვის მიზნით ხანძარზე.

49. წვის ლიკვიდაციის დროს საჭიროა წვრილად გაფრქვეული ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მიწოდება მძლავრი იმპულსური ნაკადებით, რომლებიც იფრქვევა დიდ მანძილებზე და მხოლოდ ცეცხლმოდებულ ფართობზე, ამასთან უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ცეცხლმაქრი ზემოქმედების მაღალი სიზუსტე და ცეცხლსაქრობი ნივთიერებების მცირე ხარჯი, შემცირდეს რადიაქტიური მტვრის მიმოფანტვის დონე და ხანძრის ხელახლად გაჩენის შესაძლებლობა.

50. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე ხანძრის ჩაქრობისა და საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა პირადი შემადგენლობის, სახანძრო ტექნიკისა და რადიაციის ზემოქმედების პირობებში სამუშაოდ მორგებული სხვა ტექნიკის მინიმალური რაოდენობის მოზიდვა.

51. დაღვრილი ადვილაალებადი და წვადი სითხეების ხანძრების, აგრეთვე რადიაციულად საშიშ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების და წვის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და კონკრეტული ობიექტებისათვის გათვალისწინებული დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.  

52. ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელმა ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით უნდა გაუწიოს ორგანიზება ხანძრის ჩასაქრობად მიმავალი დანაყოფის პირადი შემადგენლობის რადიაციული უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს (სამუშაოების ხასიათის და თანმიმდევრობის განმარტებით), აგრეთვე უზრუნველყოს მათი საშიშ ზონაში ყოფნის და ადმინისტრაციის (დოზიმეტრული სამსახურის) მიერ დადგენილ ვადებში დროულად შეცვლის კონტროლი.

53. სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ჩართვა-გამორთვა და დამცავი კოსტიუმების ჩაცმა-გახდა უნდა წარმოებდეს სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო ადგილებში, ამასთან, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამორთვა დასაშვებია მხოლოდ დამცავი კოსტიუმების გახდის შემდეგ.

54. საშიში ზონის (შენობა-ნაგებობის) შესასვლელში საჭიროა უსაფრთხოების საგუშაგოს მოწყობა მეთაურთა შემადგენლობის ხელმძღვანელობით, სადაც უნდა წარმოებდეს რადიაციის პირობებში დანაყოფების პირადი შემადგენლობის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი 6).

55. რადიაციულად საშიშ ობიექტზე წვის და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია გააკონტროლოს:

ა) რადიაციული დაზვერვის უწყვეტი განხორციელება;

ბ) ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების და ადგილმდებარეობის თავისებურებების დროული და მოხერხებული გამოყენება;

გ) რადიაციასაწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიდოტების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებების გამოყენება;

დ) მოწამვლის ზონაში გადაადგილების და ხანძრის ჩაქრობის უფრო მეტად მიზანშეწონილი ხერხების შერჩევა;

ე) მოწამვლის ზონაში პირადი შემადგენლობის ქცევის დადგენილი წესების მკაცრი დაცვა.   

56. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩამონათვალი და შინაარსი განისაზღვრება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.

57. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე მაღალი რადიაციის პირობებში საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოები დანაყოფების მიერ ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალები და საშუალებები საკმარისი რაოდენობისაა და მეხანძრის მოსალოდნელი დასხივების დოზა არ აღემატება ზღვრულ დასაშვებ დოზას.

58. ხანძრის ჩაქრობაში ჩაბმული დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ დაგეგმილი მომატებული დასხივების რეგლამენტირება განისაზღვრება ,,საქართველოს ტერიტორიაზე რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №132/ნ ბრძანებით.

59. დანაყოფის პირადი შემადგენლობის დამცავ კოსტიუმებში მუშაობისას თბური დარტყმების თავიდან აცილების მიზნით, კოსტიუმების ტიპიდან, გარემოს ტემპერატურისა და თბური ნაკადის სიმკვრივიდან გამომდინარე, საჭიროა დამცავ კოსტიუმებში ყოფნის ზღვრულად დასაშვები დროის განსაზღვრა.

60. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისათვის გამოიყენება რადიაციისაგან დაცვის მქონე სახანძრო და სხვა ტექნიკა.

61. რადიაციულ ზონაში მომუშავე ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი, აგრეთვე, რადიაციის დონიდან გამომდინარე, ცალკეული მოწყობილობებისა და აგრეგატების მომსახურების ჩატარების წესი და პერიოდულობა.

62. თითოეულ დანაყოფში რადიაციული დაბინძურების ზონაში მუშაობის სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ობიექტის დოზიმეტრული სამსახურის ცნობის საფუძველზე საჭიროა დანაყოფის პირადი შემადგენლობის, სახანძრო ტექნიკის, მოწყობილობისა და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების დასხივების ინდივიდუალური დოზის, თარიღისა და დროის აღრიცხვა. შესაძლო დასხივების ზონაში გამოძახებაზე განმეორებით გასვლისას რეკომენდებულია იმ პირთა გაგზავნა, რომელთაც არა აქვთ მიღებული დასხივება ან მათი დასხივების დოზა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის დროს მინიმალურია.

63. რადიაციულად საშიშ ობიექტებზე ხანძრისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის შემდეგ სამუშაოებში მონაწილე დანაყოფის მთელმა პირადმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს გამოკვლევა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

64. სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და ქონების დეზაქტივაცია ხორციელდება სპეციალურ პუნქტებში.

65. ობიექტებზე, სადაც ინახება და ბრუნვაშია ფეთქებადი მასალები, წვის ლიკვიდაციის დროს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით ორგანიზება გაუწიოს იმ პირადი შემადგენლობის ინსტრუქტაჟს, რომლებიც მიემართებიან სამუშაოების შესასრულებლად;

ბ) დაადგინოს ფეთქებადი მასალების დასახელებები;

გ) განსაზღვროს ცეცხლმაქრი ნივთიერება, რომლის გამოყენებაც არ გამოიწვევს აფეთქებას;

დ) არ დაუშვას დანაყოფის პირადი შემადგენლობის თავმოყრა საშიშ ზონაში;

ე) უზრუნველყოს დანაყოფის პირადი შემადგენლობის და სახანძრო ტექნიკის დაცვა შესაძლო დარტყმითი (აფეთქების) ტალღისა და ნამსხვრევებისაგან;

ვ) გამოიყენოს თავშესაფარი, აგრეთვე ჯავშანტექნიკა სახელოების ხაზების გასაყვანად და მელულეების პოზიციების დასაცავად. მანძილი ცეცხლმოდებულ ობიექტსა და სახანძრო ავტომობილს შორის უნდა იქნეს არანაკლებ 50 მ;

ზ) წვის ლიკვიდაციისათვის გამოიყენოს გაფრქვეული წყალი ან ქაფი, მოერიდოს წყლის კომპაქტური ჭავლის გამოყენებას;

თ) ფეთქებადი მასალების ევაკუაციის, კონსტრუქციების დაშლა-გახსნის დროს უზრუნველყოს დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვა, ფეთქებად მასალებზე მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული შესაძლო აფეთქების თავიდან აცილების მიზნით;

ი) ტემპერატურის მატებასა და მექანიკური ზემოქმედების მიმართ მეტად მგრძნობიარე ინიციირების საშუალებების საცავებში წვის ლიკვიდაციის დროს დანაყოფის პირადი შემადგენლობა უზრუნველყოს დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით (ჯავშანჟილეტებით, ფარებით, ლითონის ჩაფხუტებით), ამ მასალების აფეთქების უშუალო საფრთხის შემთხვევაში, დროული ევაკუაციის მიზნით, დაადგინოს სიგნალი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოების შეწყვეტის შესახებ.

66. ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის ობიექტებზე წვის ლიკვიდაციისას ოპერატიული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

ა) გამოიყენონ ხანძრის ჩაქრობის საშუალებები ცეცხლმოდებული ნივთიერებების ხასიათის გათვალისწინებით და ხანძრის ჩაქრობის სტაციონარული საშუალებების გამოყენებით;

ბ) ნივთიერებების ევაკუაციის დროს გაითვალისწინონ ობიექტის ადმინისტრაციის რეკომენდაციები;

გ) ხანძრის ზონაში არაორგანული მჟავეებისა და ქიმიური დამწვრობების გამომწვევი სხვა ნივთიერებების არსებობის შემთხვევაში, ობიექტის ადმინისტრაციის დახმარებით, უზრუნველყონ დანაყოფის პირადი შემადგენლობა დამცავი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;

დ) დადგენილი წესით დანიშნონ შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები აღნიშნული ხანძრების ჩაქრობის დროს.

67. გადაუმუშავებელი ნავთობის რეზერვუარებში ხანძრის ჩაქრობისას აკრძალულია სახანძრო ავტომობილების განლაგება ან მათი წყლის წყაროებზე დაყენება ცეცხლმოდებული რეზერვუარიდან 120 მ-ზე ახლოს.

68. სათავსებში, სადაც გაზის, თბოელექტრო ან სხვა კომუნიკაცია-დანადგარების ნგრევამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე მომუშავეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აღნიშნული დანადგარების გათიშვა ან დაზიანებისაგან დაცვა.

69. გაზნავთობის შადრევნების წვის ლიკვიდაციისას ოპერატიული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ პირადი შემადგენლობის დაცვა ძლიერი ხმაურისაგან დამხშობების, ანტიფონების, ხმაურის საწინააღმდეგო ყურსაცმებისა და სხვ. გამოყენებით;

ბ) ორგანიზება გაუწიონ მელულეების ეშელონირებულ დაცვას თბური რადიაციის ზემოქმედებისაგან;

გ) დანიშნონ პირი ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე დანაყოფის შემადგენლობიდან, რომელიც გააკონტროლებს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვას;

დ) ხანძრის ჩაქრობის (ავარიის ლიკვიდაციის) შემდეგ ორგანიზება გაუწიონ პირადი შემადგენლობის სანიტარიულ დამუშავებასა და ტექნიკის დეგაზაციას (საჭიროების შემთხვევაში).

70. ტორფის საწარმოებში ხანძრის ჩაქრობისას სახანძრო ავტომობილები უნდა განლაგდეს წვის ადგილიდან არანაკლებ 100 მ მანძილზე, ხოლო მელულეებმა მიაწოდონ წყლის გაფრქვეული ჭავლი ცეცხლმოდებულ სათავსებში.

71. ტორფის ქარავნების და ტორფის მინდვრების ჩაქრობისას მელულე უნდა მუშაობდეს ორ დამხმარესთან ერთად და გამოიყენოს მაშველი თოკი, რათა დაიზღვიოს თავი განაწვში ჩავარდნისაგან. ამ შემთხვევაში სახანძრო ტექნიკას უნდა გააჩნდეს სწრაფი ევაკუაციის საშუალებები (საწევარი, ტრაქტორი და სხვა ტექნიკა).

72. აკრძალულია მეხანძრეებისათვის ღამის საათებში დასასვენებელი ადგილების მოწყობა ტყისა და ტორფის ხანძრების წვის გავრცელების ფრონტის წინ და სახანძრო ტექნიკის დატოვება იმ ადგილებში, სადაც ღამის განმავლობაში საშიშ მანძილზე მოახლოებულმა ცეცხლმა შეიძლება მოჭრას უკან დასახევი გზები ან შექმნას დაკვამლიანების ისეთი პირობები, როდესაც სახანძრო ავტომობილის ძრავა კარგავს სიმძლავრეს ჰაერში ჟანგბადის სიმცირის გამო.

73. ,,შემხვედრი ცეცხლის“ გაშვების მეთოდით პურის მასივების და ტყის ხანძრების ჩაქრობისას ხანძრის ფრონტსა და საყრდენ ზოლს შორის აკრძალულია ადამიანთა ყოფნა და ტექნიკის განთავსება.

74. ოპერატიულ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გადაუხვიონ ამ წესებში მოყვანილ მოთხოვნებს მხოლოდ გამართლებული რისკის პირობებში, როდესაც ამ მოთხოვნების უპირობო შესრულება არ იძლევა სახიფათო სიტუაციაში მოხვედრილი ადამიანებისათვის დახმარების გაწევის, აფეთქების (ჩამონგრევის) ან ცეცხლის გავრცელების (სტიქიური უბედურების მასშტაბის) საშიშროების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

    მუხლი 12. ხანძარზე სპეციალური სამუშაოების შესრულება

1. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლა-გახსნის სამუშაოების ორგანიზება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული ოპერატიული თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით, აგრეთვე დაშლილი კონსტრუქციების დასაწყობი (ჩამოსაგდები) ადგილის მითითებით. სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა უბანზე არსებული ელექტროქსელის (0.38 კვ), გაზის კომუნიკაციების გათიშვა (ან დაზიანებისაგან დაცვა), ხანძრის შესაძლო (ფარული) კერის ჩაქრობის საშუალებების მომზადება. 

2. 0.38 კვ-ზე მეტი ძაბვის მქონე ელექტროქსელის და დანადგარების გათიშვას ახორციელებენ ელექტროსამსახურის (ენერგოზედამხედველობის) წარმომადგენლები და გასცემენ წერილობით ნებართვას (დაშვებას). ხანძრის ჩასაქრობად ქაფის ან წყლის მიწოდებისას საჭიროა სახანძრო ავტომობილების და ლულების დამიწება.

3. ელექტროსადენების გადაჭრა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფაზური ძაბვა არ აღემატება 220 ვ-ს ან ქსელის გაუდენურება შეუძლებელია სხვა ხერხებით.   

4. დანაყოფების პირადი შემადგენლობის მიერ ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენების გათიშვა უნდა განხორციელდეს ობიექტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ოპერატიული თანამდებობის პირის მეთვალყურეობით ელექტროდამცავი საშუალებების კომპლექტის გამოყენებით.

5. ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროსადენების გათიშვის დროს საჭიროა:

ა) ქსელის იმ უბნის განსაზღვრა, სადაც ელექტროსადენების გადაჭრა ყველაზე უფრო უსაფრთხოა და უზრუნველყოფს გაუდენურებას საჭირო ფართობზე (შენობა, სართული, სექცია და სხვა);

ბ) მკვებავი გარე სადენების გადაჭრა იზოლატორებთან, ელექტროენერგიის მოხმარების მხრიდან და იმ გაანგარიშებით, რომ ჩამოწყვეტილი სადენები არ იყოს ძაბვის ქვეშ. სადენების გადაჭრა უნდა დაიწყონ ქვედა რიგიდან.

6. აკრძალულია მრავალძარღვიანი, აგრეთვე საიზოლაციო მილებსა (გარსში) და ლითონის სახელოებში ჯგუფებად გაყვანილი ერთძარღვიანი სადენების და კაბელების ერთდროულად გადაჭრა.

7. ხანძრის დროს სამშენებლო კონსტრუქციების გახსნა-დაშლის სამუშაოების ჩატარებისას საჭიროა მათ მდგომარეობაზე თვალყურის მიდევნება, კონსტრუქციების მდგრადობის შენარჩუნება და მათი ჩამონგრევის თავიდან აცილების მიზნით ყველა შესაძლო ზომის მიღება.

8. დაუშვებელია სახურავიდან და სართულებიდან კონსტრუქციების (საგნების) გადმოყრა შენობებთან (ნაგებობებთან) მომუშავეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

9. კონსტრუქციების (საგნების) გადმოყრისას საჭიროა ყურადღების გამოჩენა, რათა ისინი არ დაეცეს სადენებს (საჰაერო ხაზებს), აივნებს, კარნიზებს, მეზობელი სახლების სახურავებს, აგრეთვე ადამიანებს, სახანძრო ტექნიკას. სამუშაოების დროებით შეწყვეტამდე ან დამთავრებამდე სახიფათო ზონაში ადამიანთა მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა გუშაგის გამოყოფა. ღამის საათებში კონსტრუქციების ჩამოყრის ადგილი უნდა იქნეს განათებული.

10. სახურავის ან გადახურვის გახსნის სამუშაოები ტარდება ორ-სამკაციანი ჯგუფების მიერ, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიზღვიონ თავი მაშველი თოკებით ან სახანძრო კარაბინით. სახურავის ერთ ადგილზე დანაყოფების პირადი შემადგენლობის თავმოყრა დაუშვებელია.

11. სამშენებლო კონსტრუქციების დაშლისას მაღლივი ვერტიკალური ნაგებობების (მილების, ანტენების და ა. შ.) წაქცევის თავიდან ასაცილებლად დაუშვებელია მათი სამაგრების (საყრდენების, დამჭიმების, განმბრჯენების და ა. შ.) დარღვევა. აუცილებლობის შემთხვევაში საკვამლე მილების, დამწვარი საყრდენების ან შენობის ნაწილების ჩამოგდება უნდა განხორციელდეს ხანძრის ჩაქრობის თანამდებობის პირების უშუალო ხელმძღვანელობით და მხოლოდ საშიში ზონიდან ადამიანებისა და ტექნიკის გაყვანის შემდეგ.

12. დამაგრებული კონსტრუქციების, პროფილების ქარგოლით გადაჭრისას საჭიროა ყურადღების გამოჩენა, რათა სამუშაოების ჩატარებისას დეფორმირებული ან გამრუდებული ფრაგმენტი არ გახდეს განახერხში საჭრელი რგოლის გაჭედვის მიზეზი.   

13. ხის კონსტრუქციების ჯაჭვური ხერხით გახსნისას დაუშვებელია ჯაჭვის ზედა ნაწილის გაჭედვა პროფილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსტრუმენტის უკუგდება ოპერატორზე.

14. ავტოკიბეების და ავტოამწეების სამართავად დაიშვებიან მძღოლები, რომლებმაც გაიარეს მომზადების კურსი შესაბამისი პროგრამით და მიიღეს ავტოკიბეებზე (ავტოამწეებზე) მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი. ავტოკიბეების (ავტოამწეების) სამუშაოდ მომზადება და მუშაობის წესი ხორციელდება ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციისა და ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

15. მძღოლები, რომლებსაც ავტოკიბეებზე (ავტოამწეებზე) არ უმუშავიათ ერთ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, ხელახლა გადიან სწავლებასა და ატესტაციას დადგენილი წესით.

16. ავტოკიბეების დაყენებისას შენობასთან უნდა იქნეს დაცული მანძილები, რომლებიც უზრუნველყოფენ მუხლების გაშლას დახრის დასაშვები კუთხის ფარგლებში. გაშლილი ავტოკიბეები უნდა ცდებოდეს სახურავის კარნიზს (მოედანს, შემოღობვას) 1–1,5 მ-ით. მოცემულ სიგრძეზე გაშლისას ავტოკიბე უნდა დაფიქსირდეს ჩამკეტებით.

17. სამშენებლო კონსტრუქციაზე მიდგმულ ავტოკიბეზე მუშაობისას საჭიროა ავტომობილის ძრავას გამორთვა, ხოლო თუ ავტოკიბეს აქვს საკიდელა – ძრავა არ ითიშება.

18. ავტოკიბეების და ავტოამწეების მძღოლები ხანძარზე (სწავლებაზე, მეცადინეობებზე) უნდა მუშაობდნენ ჩაფხუტებში.

19. ავტოკიბეებზე (ავტოამწეებზე) მუშაობისას მძღოლი ვალდებულია:

ა) დაიცვას და მოითხოვოს ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნების დაცვა ავტოკიბის (ავტოამწეს) მომუშავეთაგან;

ბ) არ დაუშვას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, კიბის მუხლებზე (ამწის ისარზე) წყლის (ქაფის) დაღვრა;

გ) -100C-ზე ნაკლები ჰაერის ტემპერატურის პირობებში აწარმოოს ჰიდროტუმბოს ამუშავება შეჭიდულობის ფოლხვის სატერფულის ხანმოკლე აშვებით, ხოლო ძრავას თანაბარი ბრუნვის შემთხვევაში – სატერფული უნდა აუშვას ბოლომდე;

დ) დატოვოს ჰიდროტუმბო და ძრავა ჩართულ მდგომარეობაში ხანმოკლე შესვენებების დროს.

20. სამუშაო ადგილის შეცვლისას საჭიროა კიბის მუხლების (ავტოკიბის ისრების) დაწყობა ტრანსპორტირების მდგომარეობაში, საყრდენების აწევა, რესორების განბლოკება და სიმძლავრის კოლოფის გათიშვა.

21. ავტოკიბის (ავტოამწის) ამწედ გამოყენების შემთხვევაში, მუხლები უნდა იქნეს დაკეცილი. ტვირთის მაქსიმალური წონა ტალის მასის ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ დაშვებულ სიდიდეს. მუშაობის დროს გამოყენებულ ჯამბარებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გამოცდა და გააჩნდეთ მარკირება.

22. ავტოკიბის (როდესაც კიბის თავი არაფერს ეყრდნობა) მარშებზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 500-ზე ნაკლებია და არა უმეტეს ორი ადამიანის ერთდროულად გადაადგილება, თუ კიბის დახრის კუთხე 500-ზე მეტია. მიყრდნობილ კიბეზე პირად შემადგენლობას შეუძლია გადაადგილდეს ჯაჭვურად არანაკლებ 3 მ-ის ინტერვალით, ხოლო 100-120 კგ წონის ტვირთის გადატანისას – არანაკლებ 8 მ-ის ინტერვალით, ამასთან, შეწყობილი ნაბიჯით გადაადგილება დაუშვებელია, რათა არ წარმოიქმნას კიბის რეზონანსული რხევა.

23. ავტოკიბის (ავტოამწის) გასაჩერებელი მოედანი უნდა იყოს დახრილი არა უმეტეს 60-ით ან ავტომობილის ტექნიკური პასპორტის მონაცემების მიხედვით, ჰქონდეს მყარი საფარი ან მყარი გრუნტი. რბილი გრუნტის შემთხვევაში საყრდენი დისკებისთვის გათვალისწინებულია ქვესადებები, რომლებიც შედის ავტოკიბის (ავტოამწის) კომპლექტში.

24. კიბის თავზე დამაგრებული სახანძრო ლულის მუშაობისას უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) კიბე გაიშალოს მთელი სიგრძის არა უმეტეს 2/3-ზე, თუ გაშლის კუთხე არ აღემატება 750 -ს;

ბ) სახელოს ხაზი გაყვანილ იქნეს ავტოკიბის საფეხურების ცენტრის გასწვრივ და საიმედოდ დამაგრდეს სახელოს დამჭერებით;

გ) სახელოს ხაზში წყლის მიწოდება და შეწყვეტა უნდა განხორციელდეს თანაბრად, მკვეთრი რხევების გარეშე, ლულასთან წნევა უნდა იყოს არანაკლებ 0,4 მპა.

25. ადამიანების, ქონების დაცვასა და გადარჩენაზე მიმართული სპეციალური სამუშაოების შესრულებისას, საჭირო ძალებისა და საშუალებების თავმოყრის, ცეცხლმაქრი ნივთიერებების მიწოდების და ავტოკიბის (ავტოამწის) გამოყენებით სხვა სამუშაოების ჩატარების დროს აკრძალულია:

ა) ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება ჭისა და ლიუკის სახურავებზე;

ბ) მაღალძაბვიანი ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან 30 მ-ზე ახლოს ავტოკიბის (ავტოამწის) დაყენება და მასზე მუშაობა;

გ) ავტოკიბის მუხლებზე (ავტოამწის ისრებზე) ელექტროკაბელების და სატელეფონო ხაზების გადატარება;

დ) გვერდითი მათანაბრებლის ავტომატის გამორთვა კიბის გაშლისას;

ე) მოძრაობის არედან გამოსვლა ხელით მართვის მექანიზმით მუშაობის დროს;

ვ) ჰიდროსისტემაში მუშა წნევის ზრდის დამცავი სარქველის რეგულირება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობის დროს;

ზ) ავტოკიბეზე (ავტოამწეზე) მუშაობა, თუ ქარის სიჩქარე აღემატება 10 მ/წმ, აგრეთვე, თუ აწეული მუხლის ან საკიდელას ქვეშ იმყოფებიან ადამიანები;

თ) ავტოამწის საკიდელადან ხელის ან ლაფეტის სახანძრო ლულებით მუშაობა, თუ მასში იმყოფება 2-ზე მეტი ადამიანი;

ი) მუხლებით (ისრებით) საჰაერო ელექტრულ და რადიოსატრანსლაციო ქსელებზე შეხება ავტოკიბის (ავტოამწის) მუშაობისა და აკეცვის დროს;

კ) ავტოკიბის (ავტოამწის) ნებისმიერ მოძრაობაში მოყვანა ხელით ან მექანიკური ხერხის გამოყენებით, თუ მასზე იმყოფებიან ადამიანები;

ლ) ავტოკიბის (ავტოამწის) დატოვება უმეთვალყურეოდ, თუ კიბის მუხლები აწეულ მდგომარეობაშია.

    მუხლი 13. შეკრება და მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება

1. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ვალდე-ბულია:

ა) შეამოწმოს დანაყოფის პირადი შემადგენლობის სახეზე ყოფნა, აგრეთვე სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების განთავსება და დამაგრება სახანძრო ავტომობილებზე;

ბ) მიიღოს ზომები ხანძრის ჩაქრობის დროს გამოყენებული ჰიდრანტების უსაფრთხო მდგომარეობაში მოსაყვანად.   

2. მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების შემდეგ დანაყოფის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს ამ წესების მე-7 მუხლის მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნების შესრულება.

თავი V

უსაფრთხოების მოთხოვნები სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ობიექტებისათვის

    მუხლი 14. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ობიექტები. ზოგადი მოთხოვნები

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ობიექტებს მიეკუთვნება:

ა) სახანძრო-სამაშველო დეპო;

ბ) გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზა;

გ) სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი;

დ) სახელოების ბაზა;

ე) საწყობები;

ვ) სახანძრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ობიექტები.

2. სახანძრო-სამაშველო დეპო – დანაყოფის პირადი შემადგენლობისა და სახანძრო ტექნიკის განსათავსებლად და მოსავლელად განკუთვნილი შენობა-ნაგებობათა კომპლექსი. სახანძრო-სამაშველო დეპოს შენობა-ნაგებობები უნდა იყოს სეისმომდგრადი და უზრუნველყოფილი მეხდამცავი მოწყობილობებით, ხოლო ცივ კლიმატურ ზონებში – დათბუნებული.

3. სახანძრო ტექნიკის მომსახურების, ტექნიკური მომსახურების და დიაგნოსტიკის საგუშაგოებისა და სადგურების, სააკუმულატოროს, სახანძრო სახელოების მექანიზებული შეკეთებისა და მომსახურების, გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზებისა და საგუშაგოების, კინოსაპროექციოს სათავსებსა და კაბინეტებში, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებში უნდა იქნეს გამოკრული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციები.

4. დანაყოფის კავშირგაბმულობის კვანძებზე, გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზებსა და საგუშა-გოებზე, სახანძრო ტექნიკის მომსახურების საგუშაგოებსა და თითოეულ სახანძრო ავტომობილზე უნდა იყოს სამედიცინო აფთიაქები, აუცილებელი მედიკამენტების კომპლექტით.

    მუხლი 15. მორიგე ცვლის სათავსები

1. მორიგე ცვლის სათავსებში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 180C, კედლები შეღებილი ღია ფერებში, იატაკი ხის, ხოლო სხვა სათავსებში – ბეტონის ან რკინაბეტონის.

2. მეორე სართულზე განლაგებული მორიგე ცვლის სათავსებიდან დანაყოფის პირადი შემადგენლობის გარაჟში ჩამოსასვლელად უნდა იყოს მოწყობილი 200 მმ დიამეტრის ლითონის გლუვზედაპირიანი ჩამოსასრიალებელი ბოძი, მორიგე ცვლის 7 კაცზე 1 ბოძის გაანგარიშებით.

3. ბოძის ძირში იატაკზე უნდა იყოს დაფენილი არანაკლებ 1 მ დიამეტრის მსუბუქი მკვრივი ლეიბები ჩამოხტომის შესამსუბუქებლად.

4. ჩამოსასრიალებელი ბოძის კაბინას უნდა ჰქონდეს რბილი შუასადებებიანი, ღრეჩოებში შემჭიდროებული, კარგად მორგებული კარი გარაჟიდან გამონაბოლქვი აირების შეღწევის თავიდან ასაცილებლად. კარი უნდა იყოს ორსაგდულიანი, იღებოდეს შიგნით, გააჩნდეს კარის ღია და დახურულ მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობები.

5. მორიგე ცვლის სათავსების კოსმეტიკური (კაპიტალური) რემონტის დროს აკრძალულია ჩამოსასრიალებელი ბოძის დიამეტრის შეცვლა, მკვრივი ლეიბების აღება ბოძის ძირიდან და კაბინის კარის ღია მდგომარეობაში დასაფიქსირებელი მოწყობილობების დემონტაჟი.

    მუხლი 16. გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზა, საკონტროლო-გამშვები პუნქტი

1. გაზკვამლდამცავი სამსახურის ბაზა – სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და შენახვისათვის განკუთვნილი სათავსების კომპლექსი ან ცალკე მდგომი შენობა.

2. სათავსების რაოდენობის სიმცირის შემთხვევაში (მათი უკვე არსებულ შენობებში განთავსებისას) აირწინაღების რეცხვა და გაშრობა დასაშვებია სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და შემოწმების სათავსებში.

3. დანაყოფებში, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის სამსახურის დისლოკაციის ადგილებში უნდა მოეწყოს გაზკვამლდამცავი სამსახურის საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

    მუხლი 17. გარაჟი

1. გარაჟი – დანაყოფებში სახანძრო ავტომობილების განლაგებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი სათავსი.

2. გარაჟში სახანძრო ავტომობილები უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ავტომობილებს, აგრეთვე ავტომობილებსა და კედლებს შორის მეხანძრეების დაუბრკოლებელი გადაადგილება განგაშის სიგნალზე. ამასთან, გარაჟში უნდა იქნეს დაცული შემდეგი მანძილები:

ა) ავტომობილებს შორის – არანაკლებ 2 მ;

ბ) მარჯვენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე – არანაკლებ 2 მ;

გ) მარცხენა ნაპირა ავტომობილიდან (გასვლის მიმართულებით) კედლამდე – არანაკლებ 1,5 მ;

დ) ავტომობილიდან კოლონის წიბომდე – არანაკლებ 1 მ;

ე) ავტომობილიდან უკანა ან წინა კედლამდე – არანაკლებ 2 მ 1-3 ავტომობილისათვის განკუთვნილ გარაჟში და არანაკლებ 3 მ 4 და მეტი ავტომობილისათვის განკუთვნილ გარაჟში;

ვ) სპეციალური სახანძრო ავტომობილიდან შენობის გამოშვერილ კონსტრუქციამდე – არანაკლებ 1 მ. 3. სახანძრო ტექნიკის სათავსის ჭიშკრის სიგანე უნდა აღემატებოდეს შეიარაღებაში არსებული სახანძრო ავტომობილების სიგანეს 1 მ-ით. თითოეულ ჭიშკარს უნდა ჰქონდეს ხელის და ავტომატური საკეტები, აგრეთვე ფიქსატორები, რომლებიც გამორიცხავს მათ თვითნებურ დაკეტვას. ჭიშკრის ზედა ნაწილი უნდა იყოს შემინული ჭიშკრის მთელი ფართის არანაკლებ 30%.-სა პირველ ჭიშკარს (კავშირგაბმულობის კვანძიდან) უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0,7X2 მ ზომის კუტიკარი.

4. სახანძრო ტექნიკის სათავსის ჭიშკარი საჭიროა მოეწყოს ხელით სამართავი ჰაერთბური ფარდით.

5. ტექნიკური მომსახურება უნდა წარმოებდეს სათვალიერებელ ორმოებზე. პირდაპირი დინების ვიწრო ტიპის სათვალიერებელი ორმოს სიგანე განისაზღვრება ავტომობილის ლიანდით და რებორდის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეიძლება მიაღწიოს 1,0-1,1 მ-ს. სათვალიერებელი ორმოს სიღრმე სათავსის იატაკის დონიდან შეიძლება იყოს 1,2-1,4 მ. სათვალიერებელ ორმოს უნდა ჰქონდეს ორი ჩასასვლელი – ტორსული მხრიდან საფეხურებიანი, ხოლო საპირისპირო მხრიდან კავებიანი.

6. სათვალიერებელ ორმოში ავტომობილის ჩავარდნის თავიდან აცილების, აგრეთვე სათვალიერებელი ორმოს გასწვრივ ავტომობილის მოძრაობის ზუსტი მიმართვის მიზნით საჭიროა რკინაბეტონის ან ლითონის რებორდების მოწყობა.

7. სათვალიერებელ ორმოში ადამიანების ჩავარდნის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მისი დახურვა მოსახსნელი ბადეებით ან ფარებით.

8. სათვალიერებელი ორმოების გათბობა წელიწადის ცივ პერიოდში უნდა განხორციელდეს ორმოების კედლებში მოწყობილი არხებიდან მოდენილი თბილი ჰაერით.

9. სახანძრო ტექნიკის სათავსებში საჭიროა აირსარინების გათვალისწინება ავტომობილის მომუშავე ძრავიდან გამონაბოლქვი აირების მოსაცილებლად. აირსარინი სისტემა უნდა იყოს მუდმივად შეერთებული ავტომობილების გამოსაბოლქვ სისტემასთან და ჰქონდეს თვითგანრთვის უნარი ავტომობილის მოძრაობის დაწყებისთანავე.

10. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილის გაბარიტები უნდა იყოს აღნიშნული 0,1 მ სიგანის თეთრი ზოლებით, აგრეთვე უნდა იყოს გათვალისწინებული საბჯენები ავტომობილების უკანა თვლებისათვის. გარაჟის სათავსი უნდა იყოს აღჭურვილი ამინდის პირობების ტაბლოთი. თითოეულ ჭიშკართან წინა კედელზე უნდა იყოს უკანა ხედვის სარკე ზომით არანაკლებ 1,4 მ.

11. გარაჟში აკრძალულია იმ ავტომობილების გაჩერება, რომლებიც არ ირიცხება სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შტატში, აგრეთვე სააკუმულატორო ბატარეების დატუმბვა, ღია ცეცხლის გამოყენება, სახანძრო ავტომობილებში დანაყოფის პირადი შემადგენლობის ყოფნა დასვენების მიზნით, ავტომობილების გამართვა საწვავ-საპოხი მასალებით და მათი შენახვა.

12. სახანძრო ავტომობილების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა მათი განთავსება დახურულ, გათბობის სისტემით მოწყობილ გარაჟებში, სადაც ჰაერის საანგარიშო ტემპერატურა არ უნდა იყოს +160C-ზე ნაკლები. ხანძარზე ან მეცადინეობაზე ყოველი გასვლის შემდეგ საჭიროა სახანძრო ავტომობილების გასუფთავება და გამშრალება.

13. თითოეული მეხანძრის ტანსაცმელი და აღჭურვილობა უნდა განთავსდეს კარების ღია მდგომარეობაში დაფიქსირების შესაძლებლობის მქონე, კედელთან მდგარ (სახანძრო ავტომობილების უკან) სპეციალურად მოწყობილ სტელაჟებზე ან ტუმბოებში. დასაშვებია მათი განთავსება ავტომობილის გვერდითი მხრიდან, თუ მანძილი სტელაჟიდან ავტომობილამდე აღემატება 1,5 მ.

14. ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე უნდა იყოს:

ა) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესები ყველა სახის მოწყობილობისათვის;

ბ) დამცავი სათვალეები, რეზინის ხელთათმანები, წინსაფრები, მოწყობილობებსა და ელექტროლიტთან სამუშაოდ განკუთვნილი ბრეზენტის ხელჯაგები;

გ) ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები;

დ) სამედიცინო აფთიაქი;

ე) სტენდზე გამოკრული დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანება დაზგასთან სამუშაოდ პირთა დაშვების შესახებ (შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში ჩათვლების ჩაბარების შემდეგ) და იმ პირთა სია, რომლებიც შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციის თანახმად დაიშვებიან დაზგებთან სამუშაოდ.

15. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე აკრძალულია:

ა) სახანძრო ონკანებთან და სხვა წყლის წყაროებთან, სახანძრო ინვენტარისა და მოწყობილობის განთავსების ადგილებთან მისასვლელების, აგრეთვე ჭიშკრების, ტამბურების, ჩახერგვა;

ბ) ავტომობილების საწვავის ავზების ჩასასხმელი ყელის ღიად დატოვება;

გ) დეტალების გარეცხვა ადვილაალებადი და წვადი სითხეებით;

დ) ადვილაალებადი და წვადი სითხეების შენახვა იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება ცვლის ნორმას;

ე) არალითონის ჭურჭელში ადვილაალებადი და წვადი სითხეების შენახვა მჭიდროდ მორგებული ხუფის გარეშე;

ვ) სახანძრო ავტომობილების საწვავით გამართვა, აგრეთვე საწვავის ავზიდან საწვავის ჟონვის შემთხვევაში ავზის წინასწარ დაცლამდე მათი შეკეთება.

    მუხლი 18. სააკუმულატორო

1. ტუტეები, მჟავეები, გამოხდილი წყალი, რომლებსაც გამოიყენებენ სააკუმულატოროში, უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე მინის მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. ელექტროლიტის, გამოხდილი წყლისა და მანეიტრალებელი ხსნარის შესანახ ჭურჭელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წარწერები (მითითებული დასახელება).

2. მჟავური აკუმულატორთა ბატარეებით მუშაობის დროს საჭიროა:

ა) 36 ვ-მდე ძაბვის მქონე გადასატანი ელექტრონათურების გამოყენება და მისი სადენის გატარება შლანგში;

ბ) მჟავას გადასხმა მხოლოდ სპეციალური სიფონის საშუალებით;

გ) ელექტროლიტის დამზადება სპეციალურად გამოყოფილ სათავსში, ტყვიის, ქაშანურის ან ებონიტის აბაზანებში, ამასთან, გამოხდილ წყალში გოგირდმჟავას ჩასხმისას აუცილებელია ხსნარის მორევა;

დ) გოგირდმჟავასა და ელექტროლიტის ბოთლების გადატანა და გადაადგილება კალათებით ან ხის გალებით.

3. აკუმულატორთა ბატარეების ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ურიკებით. სააკუმულატოროში სამუშაოების დასრულების შემდეგ საჭიროა ხელპირის საგულდაგულოდ დაბანა საპნით.

4. აკრძალულია:

ა) ელექტროლიტის დამზადება მინის ჭურჭელში, გამოხდილი წყლის ჩასხმა გოგირდმჟავაში, მჟავასთან მუშაობა დამცავი სათვალეების, რეზინის ხელთათმანების, რეზინის ჩექმების და რეზინის წინსაფრის გარეშე;

ბ) სააკუმულატოროში მოწევა და ღია ცეცხლით შესვლა;

გ) სააკუმულატოროში გამომრთველების, დამცველების და შტეფსელის როზეტების, გამმართველი მოწყობილობის, ძრავაგენერატორების, ელექტროძრავების დაყენება;

დ) სააკუმულატოროში ელექტროგამახურებელი ხელსაწყოების გამოყენება;

ე) აკუმულატორთა ბატარეების შემოწმება კლემების მოკლე ჩართვით;

ვ) სააკუმულატოროში კვების პროდუქტებისა და სასმელი წყლის შენახვა და მიღება.

    მუხლი 19. სახელოების ბაზა (საგუშაგო)

1. სახელოების ბაზა (საგუშაგო) განკუთვნილია სახანძრო სახელოების შესანახად, ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად, შესაკეთებლად და უნდა განთავსდეს სახანძრო-სამაშველო დეპოს ტერიტორიაზე ცალკე მდგომ შენობაში.

2. გამოსაყენებლად მომზადებული სახელოები უნდა ინახებოდეს საწყობებში სპეციალურ სტელაჟებზე, დახვეულ მდგომარეობაში, შემაერთებელი თავებით გარეთ.

3. სახანძრო სახელოების შეკეთებისა და მომსახურებისას საჭიროა:

ა) ვულკანიზაციის აპარატის გახურებულ ზედაპირთან შეხებისაგან თავის არიდება;

ბ) სათავსების პერიოდულად განიავება (ყოველ 1,5 სთ-ში) წებოს გამოყენებისას.

4. სახანძრო სახელოების ტექნიკური მომსახურების, შესაკეთებელ და სამრეცხაო სათავსებში ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს ტენგამძლე.

5. აკრძალულია წებოს შენახვა გამათბობელ ხელსაწყოებთან ახლოს. სახელოების ბაზებში სტელაჟებთან მუშაობისას გამოყენებულ უნდა იქნეს პწკალა კიბე ან მოძრავი ბაქნები.

    მუხლი 20. სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი

1. სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსი – ცალკე მდგომი ობიექტების სისტემა, რომელიც განკუთვნილია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის რთულ პირობებში მუშაობის გამოცდილების დასახვეწად და ხანძრის ჩაქრობაზე მიმართული მოქმედებების ჩასატარებლად ფსიქოლოგიური მომზადებისათვის.

2. სასწავლო-სავარჯიშო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:

ა) სპორტული დარბაზი დამხმარე სათავსებით;

ბ) მოედანი 100 მ სარბენი ზოლისათვის დაბრკოლებებით;

გ) 50მ3 მოცულობის მიწისქვეშა რეზერვუარი და სახანძრო ჰიდრანტი სახანძრო ავტომობილების გასაჩერებელი მოედნით;

დ) მოედანი სასწავლო კოშკით;

ე) კალათბურთისა და ხელბურთის მოედნები.

    მუხლი 21. სახანძრო პოლიგონები და საცეცხლე ზოლი მეხანძრეების ფსიქოლოგიური მომზადებისათვის

1. დანაყოფის პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური მომზადება ამ მიზნისათვის განკუთვნილ სახანძრო პოლიგონებსა და საცეცხლე ზოლზე ტარდება ვითარებაში, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოქმნილ რეალურ პირობებთან.

2. სახანძრო პოლიგონებსა ან საცეცხლე ზოლზე სამეცადინოდ დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სწავლება სპეციალური პირველდაწყებითი მომზადების მოცულობით და მიიღეს ჩათვლები, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ინსტრუქტაჟების ჩატარების აღრიცხვის ჟურნალში.

3. დანაყოფის პირადი შემადგენლობა ყველა სახის ვარჯიშს ატარებს სპეციალური ტანსაცმლითა და აღჭურვილობით (სახანძრო ჩაფხუტი დამცავი მინით, ბრეზენტის ხელჯაგებით), ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – თბოამრეკლი კოსტიუმებითა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

4. მეცადინეობების ჩატარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დადგენილი წესით შემუშავებული მეხანძრეების საცეცხლე ზოლზე ფსიქოლოგიური მომზადების ჩატარების მეთოდიკის და მათი აღჭურვის სარეკომენდაციო მოთხოვნები.

5. მეცადინეობის დაწყებამდე მეცადინეობის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) ჩაუტაროს ინსტრუქტაჟი დანაყოფის პირად შემადგენლობას იარაღებზე ვარჯიშების შესრულების წესის შესახებ;

ბ) დააწესოს საშიშროების შესახებ შეტყობინების ერთიანი სიგნალი;

გ) გამოჰკითხოს მეცადინეობაზე მყოფ პირად შემადგენლობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შეამოწმოს პოლიგონის ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და საცეცხლე ზოლის იარაღების გამართულობა.

6. ალის იმიტაციის მიზნით დასაშვებია არატოქსიკური ცეცხლსაშიში სითხეების, ხოლო წვისა და დაკვამლიანების წარმოსაქმნელად წვადი სითხეებით გაჟღენთილი ტილოების, ძველმანების, აგრეთვე, კვამლის იმიტაციის არატოქსიკური საშუალებების გამოყენება. დაუშვებელია დანაყოფის პირადი შემადგენლობის გადაადგილების გზებზე წვადი სითხეების დაღვრა.

7. მოწყობილობებისა და ღარის შევსება ნავთობ-პროდუქტებით დასაშვებია მხოლოდ მათი გაცივების შემდეგ. პოლიგონის ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე წვადი სითხეების დაწვა უნდა განხორციელდეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი მოქმედების დისტანციური სისტემის საშუალებით, ხოლო საცეცხლე ზოლის იარაღებზე – არანაკლებ 1 მ სიგრძის სპეციალური ჩირაღდნებით.

8. ცეცხლის ან მაღალი ტემპერატურის ზონა დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ უნდა გადალახოს სწრაფად, ერთმანეთის თვალთახედვის არედან დაკარგვისა და ღრმად ჩასუნთქვების გარეშე. ათეულის ან რგოლის მეთაური უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ბოლოში.

9. მეცადინეობის ჩატარებისას იარაღებსა და დაბრკოლებებზე, რომლებზეც გამოიყენება ღია ცეცხლი, გამოიყოფა უსაფრთხოების საგუშაგო სახანძრო ცისტერნისა და ერთი გათვლის შემადგენლობით. ცისტერნიდან უნდა იქნეს გაყვანილი სახელოების ხაზები თითოეულ იარაღსა და დაბრკოლებაზე ერთი ლულის ანგარიშით, ამასთან სახელოების ხაზები უნდა შეივსოს წყლით, ავტოცისტერნის ძრავა და ტუმბო უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე.

10. აკრძალულია ფსიქოლოგიური მომზადების პოლიგონსა და საცეცხლე ზოლებში მეცადინეობების ჩატარება ღამის საათებში და უცხო პირების დაშვება დანაყოფის წარმომადგენლის გარეშე.

    მუხლი 22. სასწავლო კოშკი

1. სასწავლო კოშკი უნდა განთავსდეს სახანძრო-სამაშველო დეპოს ეზოში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე ან მიეშენოს (ჩაეშენოს) დეპოს შენობას. მიშენებული (ჩაშენებული) სასწავლო კოშკი უნდა შეესაბამებოდეს შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხს და ჰქონდეს ცალკე შესასვლელი. შენობაში შესასვლელი კარი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო.

2. ცალკე მდგომი სასწავლო კოშკი შეიძლება იყოს ნებისმიერი ხარისხის ცეცხლმედეგობის. სასწავლო კოშკები უნდა პასუხობდეს ამ მუხლში მოყვანილ მოთხოვნებს.

3. სასწავლო კოშკის ვერტიკალური ფასადის მხარე იფარება გასალაშინებული დაფებით და ითვლება მუშა მხარედ, მასზე გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) 1,1 მ X 1,87 მ ზომის ორი და მეტი ფანჯრის ღიობი ყველა სართულზე, გარდა პირველისა;

ბ) მანძილი ფანჯრიდან კედლის ნაპირამდე არანაკლებ 65 სმ;

გ) მანძილი ფანჯრებს შორის არანაკლებ 60 სმ;

დ) რაფის სიგანე 38-40 სმ;

ე) რაფის სიმაღლე იატაკის დონიდან 80 სმ (+/– 5 სმ);

ვ) მეორე სართულზე რაფის სიმაღლე მიწის დონიდან 4,25 მ, მე-2, მე-3, მე-4 სართულებს შორის – 3,3 მ.

4. სასწავლო კოშკს მუშა მხარეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი ღიობი (გარდა ფანჯრისა) და გამოშვერილი ნაწილი, მეორე სართულის ფანჯრების ქვეშ, საიერიშო კიბის მე-3 საფეხურიდან 5 სმ-ით დაბლა, კოშკის ფასადზე მაგრდება 6X6 სმ კვეთის ძელაკი, მეორე სართულის ფანჯრებს ქვემოთ მიწამდე დასაშვებია გაიკრას ფურცლოვანი ლითონი, რეზინა, პლასტიკი ან ფანერა.

5. კოშკის თითოეულ სართულზე გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ სიღრმის ბაქნები, ამასთან თითოეულ ბაქანს უნდა ჰქონდეს გასასვლელი კოშკის შიგნით მოწყობილ (რომელიმე არამუშა მხრიდან) და შემოღობილ სტაციონარულ კიბეზე.

6. სასწავლო კოშკი უნდა იყოს მოწყობილი საიმედო დამზღვევი საშუალებებით. კოშკის მუშა მხრიდან გრუნტში უნდა იყოს მოწყობილი დამზღვევი ბალიში (არანაკლებ 1 მ სისქის, ხოლო ფასადის მხრიდან 4 მ სიგანის), რომელიც კოშკის გაბარიტებს სცდება არანაკლებ 1 მ-ით. აღნიშნული სისქის დამზღვევი ბალიში მზადდება ქვიშისა და ნახერხის ნარევისაგან (1:1), რომელიც იყრება 50 სმ სიმაღლეზე ზამბარისებრ მასალისაგან დამზადებულ 50 სმ სისქის საფუძველზე. საფუძველსა და ნარევს შორის უნდა იყოს ჭილობის საფენი, ხოლო თანაორმოდან წყლის დასაწრეტად უნდა იყოს მოწყობილი დრენაჟი ან სხვა მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ჩადენას.

7. სასწავლო კოშკზე მეცადინეობების (შეჯიბრის) ჩატარებამდე დამზღვევი ბალიშის ზედაპირი უნდა იყოს გაფხვიერებული. დამზღვევი ბალიშის განახლება საჭიროა არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ და ფორმდება აქტით.

8. სასწავლო კოშკის წინ უნდა მოეწყოს არანაკლებ 50 მ სიგრძის და არანაკლებ 10 მ სიგანის (თუ სასწავლო კოშკს აქვს ფანჯრების 4 რიგი) მოედანი.

9. სასწავლო კოშკს უნდა ჰქონდეს დარაბები ჩამკეტი მოწყობილობებით, აგრეთვე ბალიშის თოვლისაგან დამცავი ფარები.

10. სასწავლო კოშკის დამზღვევი მოწყობილობები გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს. თოკი საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ჩამკეტზე და დატვირთვის მოხსნის შემდეგ მას არ უნდა ჰქონდეს დაზიანება და დეფორმაციის ნიშნები.

11. სასწავლო კოშკზე უნდა იყოს გათვალისწინებული დამზღვევი მოწყობილობა ფანჯრების ერთ ვერტიკალურ რიგზე ერთი მოწყობილობის ანგარიშით და ყოველ წელიწადს გამოიცადოს დადგენილი წესით.

12. სასწავლო კოშკის სახანძრო სახელოების გასაშრობად და გასარეცხად გამოყენების შემთხვევაში საშრობი შახტა და სამრეცხაო სათავსი გამოიყოფა სასწავლო კოშკის სათავსებისაგან მთლიანი კედლით. შახტის ზედა მუშა ბაქანზე და სახელოების სამრეცხაო სათავსში გასვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო კოშკის სათავსის გავლით. ზედა მუშა ბაქანს უნდა ჰქონდეს 1,25 მ სიმაღლის ჯალამბარი სახელოების ასატანად. შახტა უნდა იყოს მოწყობილი გამშვები აპარატურით, რომელიც განთავსებულია ზედა ბაქანზე და ქვემოთ. კოშკის საშრობს უნდა ჰქონდეს კალორიფერი ან ჰაერის გასათბობი სხვა ხელსაწყოები. სახელოები გასაშრობად უნდა დაეწყოს თანაბრად შახტის მთელ ჭრილზე.

13. სახელოების სამაგრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამარჯვებით, რომლებიც იძლევა მათი მარტივი და სწრაფი დამაგრების და გათავისუფლების საშუალებას, აგრეთვე გამორიცხავს სახელოების თვითნებურ ჩამოვარდნას.

14. აკრძალულია სასწავლო კოშკების გამოყენება მოწყობილობებისა და სხვადასხვა საგნების შესანახად, გარდა გასაშრობად გაფენილი სახანძრო სახელოებისა.   

    მუხლი 23. თბოკვამლსაკანი

1. თბოკვამლსაკანი – დანაყოფის პირადი შემადგენლობის სუნთქვისათვის არახელსაყრელ პირობებში სამუშაოდ მომზადებისა და ადაპტაციისათვის მეცადინეობის ჩასატარებლად განკუთვნილი ცალკე მდგომი შენობა.

2. თბოკვამლსაკნის მშენებლობა ხორციელდება პროექტის მიხედვით. თბოკვამლსაკნის საინჟინრო მოწყობილობა უნდა პასუხობდეს წაყენებულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს გაზკვამლდამცველის უსაფრთხოებას ვარჯიშების ჩატარების დროს. თბოკვამლსაკანში შესაძლებელია კვამლსაკნის და თბოსაკნის ცალ-ცალკე განთავსება.

3. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის სისტემებისათვის:

ა) თბოკვამლსაკნის ელექტრომოწყობილობის სისტემა უნდა იქნეს შესრულებული ელექტროდანადგარების მოწყობის წესების შესაბამისად და მოიცავდეს შემდეგი სახის განათებას: მუშა (საერთო და ადგილობრივი) – 220 ვ; ავარიული – 220 ვ; საევაკუაციო – 220 ვ; საშემკეთებლო – 36 ვ;

ბ) ხანძრის ვითარების იმიტატორების ჩასართავად დასაკვამლიანებელ სავარჯიშო სათავსებში უნდა მოეწყოს შტეფსელის როზეტები 36 ვ კვების ძაბვით;

გ) დასაკვამლიანებელ სათავსებში, კიბის უჯრედების ჩათვლით, საჭიროა ავარიული განათების გათვალისწინება, რისთვისაც კედლებზე უნდა იყოს მოწყობილი სანათები სარკისებრი ლამპარებით გაზკვამლდამცველთა გადაუდებელი ევაკუაციის შემთხვევაში დაკვამლიანებულ სათავსებში ხილვადობის გასაუმჯობესებლად;

დ) ავარიული განათება უნდა იყოს შეერთებული ორ დამოუკიდებელ წყაროსთან.

4. მოთხოვნები დაკვამლიანების და ვენტილაციის სისტემებისათვის:

ა) დაკვამლიანებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სავარჯიშო სათავსები. კვამლწარმომქმნელი საშუალებების სახით უნდა იქნეს გამოყენებული იმიტატორები და შემადგენლობები, რომლებიც არ გამოიწვევენ დაკვამლიანებულ სათავსებში სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური საშუალებების გარეშე მყოფი გაზკვმლადამცველების მოწამვლასა და დამწვრობას;

ბ) თბოკვამლსაკნებში აკრძალულია ნავთობპროდუქტების, წვადი ფირებისა და პოლიმერული მასალების გამოყენება;

გ) ხმაურის ეფექტები არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმებს;

დ) სავარჯიშო სათავსებიდან კვამლის მოსაცილებ-ლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კვამლის მოსაცილებელი სამი განცალკევებული სისტემა, რომლებიც მოიცავს გამწოვ, მომდენ და ავარიულ დანადგარებს თითოეული. აღნიშნული სისტემების მწარმოებლურობა უნდა უზრუნველყოფდეს ათჯერად ჰაერმიმოცვლას მომსახურე სათავსში;

ე) ავარიული იძულებითი ვენტილაცია უნდა იქნეს მიერთებული ძირითად და დამოუკიდებელ სათადარიგო კვების წყაროზე და უზრუნველყოფდეს კვამლსაკანის სათავსში 2 წთ-ის განმავლობაში ნახშირორჟანგის 5%-ზე, ხოლო ნახშირჟანგის 0.24%-ზე ნაკლები ოდენობით შემცირებას.

5. დამატებითი მოთხოვნები კვამლსაკნებისათვის:

ა) სავარჯიშო სათავსი უნდა იქნეს მოწყობილი გაზკვამლდამცველების ადგილმდებარეობის მაკონტროლებელი სისტემებით;

ბ) სავარჯიშო სათავსის ფართობი უნდა იძლეოდეს ორი რგოლის ერთდროულად ვარჯიშის შესაძლებლობას (არანაკლებ 10 მ2 თითოეულ გაზკვამლდამცველზე), ხოლო სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 2,5 მ;

გ) სავარჯიშო სათავსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ორი გასასვლელი. სათავსის შიგნით გასასვლელების თავზე უნდა მოეწყოს შუქმაჩვენებლები წარწერით ,,გასასვლელი“, რომლებიც იმართება მართვის პუნქტიდან;

დ) დაკვამლიანებისათვის განკუთვნილი სათავსების წინ უნდა მოეწყოს დაუკვამლიანებელი ტამბურები შენობის სხვა სათავსებში კვამლის შეღწევის გამოსარიცხად;

ე) სათავსის იატაკი უნდა იყოს გლუვი, არასრიალა (ბეტონი, ასფალტი და სხვა სამშენებლო მასალა), ჰქონდეს დახრა ტრაპებისაკენ კანალიზაციაში წყლის ჩასადენად. კედლებისა და ჭერისათვის გამოყენებული მასალები უნდა იძლეოდეს მათი წყლით გარეცხვის შესაძლებლობას.

6. დამატებითი მოთხოვნები თბოსაკნებისათვის:

ა) თბოსაკნები შედგება ტამბურით ერთმანეთთან შეერთებული წინასაკნისა და საკნისაგან. მათ გამყოფ კედელში საჭიროა სათვალთვალო ფანჯრის მოწყობა. კვამლის და თბოსაკნებს შეიძლება ჰქონდეთ საერთო წინასაკანი;

ბ) ვარჯიშის პირობებიდან გამომდინარე, ჰაერის ტემპერატურა თბოსაკანში უნდა მერყეობდეს 30-600C;

გ) ჰაერის გათბობა საკანში უნდა ხორციელდებოდეს ელექტროგამახურებელი ღუმელით ან თბოვენტილატორებით;

დ) საკანში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა უნდა შეადგენდეს 25-30% და მოწმდებოდეს ფსიქომეტრის საშუალებით;

ე) საკნის კედლებს, ჭერსა და კარების კალთას უნდა ჰქონდეთ საჭირო თბოიზოლაცია, ხოლო იატაკი მიზანშეწონილია იყოს ბეტონის.

    მუხლი 24. საწვავ-საპოხი მასალების, ქაფწარმომქმნელისა და ფხვნილის საწყობები

1. საწვავ-საპოხი მასალების, ქაფწარმომქმნელისა და ფხვნილის საწყობები – საწვავ-საპოხი მასალების და ცეცხლმაქრი ნივთიერებების შესანახად განკუთვნილი ცალკე მდგომი სათავსები. საწყობები უნდა იყოს განთავსებული და მოწყობილი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის და საწარმოო სანიტარიის წესების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით ინიშნებიან საწვავ-საპოხი მასალების, ქაფწარმომქმნელისა და ფხვნილის მდგომარეობაზე, შენახვაზე, აღრიცხვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირები. საწყობებში მომუშავეებს უნდა ჰქონდეთ გავლილი ინსტრუქტაჟი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებში, ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნით.

3. საწვავ-საპოხი მასალებით სახანძრო ავტომობილების გამართვა უნდა წარმოებდეს ბენზინგასამართი სვეტიდან ან ავტოგასამართიდან მხოლოდ შლანგების მეშვეობით. აკრძალულია კანისტრების, სათლების და სხვა ჭურჭლის გამოყენება სახანძრო ავტომობილის გასამართად.

4. სახანძრო ავტომობილის გამართვისას დანაყოფის პირადი შემადგენლობა არ უნდა იმყოფებოდეს მანქანის კაბინაში. გამართვა უნდა წარმოებდეს ტუმბოების ან საზომი ჭურჭლის მეშვეობით ამ მიზნებისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში, ამასთან თავიდან აცილებული უნდა იქნეს ნავთობ-პროდუქტების დაღვრა. დაღვრილ ნავთობპროდუქტს უნდა დაეყაროს ქვიშა (ნახერხი) და დაუყოვნებლივ იქნეს გატანილი.

5. სახანძრო ავტომობილების გასამართ მოედანს უნდა ჰქონდეს ნავთობპროდუქტებისა და ზეთების ზემოქმედებისადმი მედეგი მყარი ზედაპირი და 0,02-0,04 მ დახრა.

6. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა საჭიროა ეთილირებულ ბენზინთან მუშაობის დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი მოწამვლა. აკრძალულია მისი გამოყენება ხელების დასაბანად, ნაწილების და ტანსაცმლის გასაწმენდად, პირით ბენზინის შეწოვა და მილსადენების და კვების სისტემების გაქრევა. ბენზინის გადატანა და შენახვა დასაშვებია მხოლოდ დახურულ ტარაში, წარწერით ,,ეთილირებული ბენზინი – შხამი“. დაღვრილი ბენზინის მოსაცილებლად გამოიყენება ქვიშა, ნახერხი, ქლორკირი ან თბილი წყალი. ბენზინის კანზე მოხვედრისას, შესაბამისი ადგილები იწმინდება ნავთით, ხოლო შემდეგ თბილი საპნიანი წყლით. აკრძალულია ავტომობილების მომსახურების სათავსებში საწვავ-საპოხი მასალების დაცლილი ჭურჭლის დატოვება.

7. ტარა საწვავ-საპოხი მასალებით უნდა ინახებოდეს დახურულ სასაწყობო სათავსებში ერთ იარუსად ხის ქვესადებზე, ლითონის ტარის საცობების მოჭერა-მოშვებისათვის საჭიროა ნაპერწკალწარმოქმნის შესაძლებლობის გამომრიცხავი სპეციალური გასაღებების გამოყენება. კასრების დაწყობა უნდა წარმოებდეს სიფრთხილის ზომების დაცვით (გამოირიცხოს კასრების ერთმანეთზე მირტყმა) საცობებით ზევით. საწყობების სათავსებში აკრძალულია ცარიელი ტარის, სპეცტანსაცმლის, გასაწმენდი მასალების შენახვა.

8. სახანძრო ავტომობილის ქაფწარმომქმნელით გამართვის შემთხვევაში დანაყოფის პირადი შემადგენლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი დამცავი სათვალეებით (თვალების დამცავი ფარებით). კანის დასაცავად გამოიყენება ხელჯაგები და წყალგაუმტარი ტანსაცმელი. კანზე ან თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრილი ქაფწარმომქმნელის მოსაცილებლად გამოიყენება სუფთა წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (2%-იანი ბორის მჟავა).

9. სახანძრო ავტომობილის გამართვა ქაფწარმომქმნელით და ფხვნილით უნდა იყოს მექანიზებული, გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია ხელით გამართვა, რისთვისაც საჭიროა საზომი ჭურჭლის, ჩამოსაკიდი (ჩამოსახსნელი) კიბეების ან სპეციალური მოძრავი ბაქნების გამოყენება. სახანძრო ავტომობილის ფხვნილით გამართვის წესი, აგრეთვე ცისტერნის ვაკუუმდანადგარით და ხელით ჩატვირთვა განისაზღვრება შესაბამისი ინსტრუქციებით.

10. სახანძრო ავტომობილის ფხვნილით გასამართი ვაკუუმდანადგარი უნდა იყოს დამონტაჟებული განიავების საშუალების მქონე სათავსში. მისი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა:

ა) ელექტროძრავის, ელექტროსადენების და ვაკუუმტუმბოს დამაგრების, ნახევარქუროს მდგომარეობის შემოწმება;

ბ) ვაკუუმდანადგარის ჩართვა მხოლოდ ფხვნილის ჩამტვირთავი შლანგის ცისტერნის ლიუკის ხუფთან მიერთების შემდეგ.

11. ცისტერნაში ფხვნილის ხელით ჩატვირთვისას დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ უნდა გამოიყენოს რესპირატორები და დამცავი სათვალეები.

12. დანაყოფის საწყობებში ქაფწარმომქმნელის და ფხვნილის მიტანისას ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები უნდა განხორციელდეს უსაფრთხო და მარჯვე ხერხით, რომლებიც გამორიცხავენ ტრავმა-ტიზმს, ადამიანის სხეულის და სასუნთქი ორგანოების, აგრეთვე ტერიტორიის დაბინძურებას. ქაფწარმომქმნელის ჭურჭელს უნდა გააჩნდეს ანტიკოროზიული დაცვა და მოწყობილ იქნეს მოხერხებული და უსაფრთხო ჩასხმა-ჩამომსხმელი აპარატურით. საწყობების სათავსებში უნდა იქნეს გამოკრული ფხვნილით მუშაობისას შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქცია. ფხვნილით გამართვა უნდა იყოს მექანიზებული.  

13. აკრძალულია:

ა) სახანძრო ავტომობილების ფხვნილით გამართვა გარაჟში ძრავის მუშაობის დროს, ავტომობილის კომუნიკაციებთან ვაკუუმდანადგარის შეერთება ლითონის მილებით ან ლითონის ზამბარიანი შლანგით, რადგან სადენების იზოლაციის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მომუშავეთა ელექტროდენით დაზიანება;

ბ) ლითონის ტარის საცობების გახსნა ჩაქუჩის, ღოჯისა და სხვა ამ მიზნებისათვის გამოუსადეგარი ინსტრუმენტების გამოყენებით;

გ) სახანძრო ავტომობილის ქაფწარმომქმნელით გამართვისას შუალედური ჭურჭლის გამოყენება;

დ) გამართვის ადგილთან ახლოს ღია ცეცხლის გამოყენება და თამბაქოს მოწევა.

თავი VI

უსაფრთხოების მოთხოვნები სახანძრო ტექნიკის და სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და მოწყობილობისათვის

    მუხლი 25. ზოგადი მოთხოვნები

1. დანაყოფის შეიარაღებაში არსებული სახანძრო ტექნიკა, სახანძრო დამცავი კოსტიუმები და ინდივიდუალური აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებას სამსახურის შესრულების, ხანძრის ჩაქრობისა და მეცადინეობების ჩატარების დროს. აკრძალულია მათი ექსპლუატაცია გაუმართავ მდგომარეობაში.

2. დანაყოფში ახლად შემოსული ყველა სახის სახანძრო ტექნიკის, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, ცეცხლმაქრი ნივთიერებებისა და სახანძრო-ტექნიკური დანიშნულების სხვა ნაკეთობებისათვის დანაყოფის ხელმძღვანელმა მომწოდებლისაგან უნდა მოითხოვოს შესაბამისობის სერტიფიკატი, რომლის გარეშე მათი გამოყენება აკრძალულია.

3. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სხვა მოწყობილობისა და აღჭურვილობის გამოცდა უნდა წარმოებდეს გათვლაში ჩაყენებამდე და პერიოდულად – ექსპლუატაციის პროცესში. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, სხვა მოწყობილობის, აპარატებისა და ხელსაწყოების გამოცდის წესი და ვადები მოყვანილია ამ წესების VIII თავში გამოცდის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამოცდის ჟურნალში (დანართი №5).

4. სახანძრო ავტომობილებისა და მისაბმელების ელექტროდანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის ძირითადი მოთხოვნები განისაზღვრება სახანძრო ავტომობილებისა და მისაბმელების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესებით. წნევის ქვეშ ჭურჭლისა და ჰიდროსისტემების მუშაობისას უნდა იქნეს დაცული წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების მოთხოვნები.

5. ყველა სახის სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები, სამედიცინო აფთიაქი და ინდივიდუალური აღჭურვილობა დანაყოფში შემოსვლისთანავე ექვემდებარება აღრიცხვასა და მარკირებას.

6. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება, სხვა მოწყობილობა, სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ხელსაწყოები და ინდივიდუალური აღჭურვილობა, რომლებსაც არა აქვთ საინვენტარო ნომერი და გამოცდის ვადა, ითვლება გაუმართავად და იხსნება გათვლიდან.

    მუხლი 26. სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაცია

1. სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობა უნდა პასუხობდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის მოთხოვნებს. ავტომობილების, სპეც-კვანძებისა და აგრეგატების გამართულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მძღოლების მიერ ტექნიკის დროული და კვალიფიციური მომსახურება უზრუნველყოფს მათ უავარიო და უსაფრთხო მუშაობას.

2. სახანძრო ავტომობილზე მძღოლისა და გათვლის კაბინების, აგრეთვე ძარის ნაკვეთურების კარები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ავტომატური ჩამკეტი მოწყობილობით, რომელიც საიმედოდ იკეტება და ფიქსირდება ღია მდგომარეობაში. კარები უნდა აღიჭურვოს მოწყობილობით, რომელიც კარის გაღების შემთხვევაში მძღოლის კაბინაში ხელსაწყოების ფარზე გადასცემს სიგნალს. ზემოთ ასაწევი კარების ფიქსირების სიმაღლე უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურების მოხერხებულობასა და უსაფრთხოებას.

3. სახანძრო ავტომობილების ნაკვეთურებსა და ბაქნებზე განთავსებულ მოწყობილობასთან, ინსტრუმენტთან და მართვის პულტებთან მისასვლელი უნდა იყოს უსაფრთხო. ასეთი ავტომობილის სახურავებსა და ბაქნებს უნდა ჰქონდეთ საფარი, რომელიც გამორიცხავს ფეხის აცურებას, ხოლო ძარის სახურავის ბორტის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 100 მმ.

4. ავტოკიბის (ავტოამწის) მუდმივად გამართულ მდგომარეობაში შენახვის მიზნით დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით ინიშნება პასუხისმგებელი პირი, ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე კონტროლის განსახორციელებლად. სახანძრო ავტომობილების დათვალიერებას აწარმოებენ მათზე მიმაგრებული მძღოლები მორიგეობის დაწყებამდე.

5. ლიფტიან ავტოკიბეებზე არანაკლებ თვეში ერთხელ უნდა შემოწმდეს ლიფტის კაბინების დამჭერების მუშაუნარიანობა. ტვირთდამჭერი მოწყობილობების დათვალიერებას აწარმოებს მათ გამართულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ კვანძების მომსახურების დროებითი რეგლამენტის შესაბამისად. ლიფტის კაბინის დამჭერების შემოწმებისა და დამხმარე ტვირთდამჭერი მოწყობილობების შემოწმების შედეგები ფორმდება დადგენილი წესით.

6. ავტოკიბის ტექნიკური შემოწმების შედეგები აისახება სახანძრო ავტომობილის ფორმულარში შემმოწმებელი პირის მიერ. პირველადი შემოწმების დროს ამ ჩანაწერით დასტურდება ავტოკიბის გამართულობა და ტექნიკური მომსახურების ჩატარების ფაქტი.

7. სახანძრო ავტომობილების სამართავად და სპეცაგრეგატებთან სამუშაოდ დაიშვებიან მძღოლები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება, შეისწავლეს ელექტროდანადგარებზე მუშაობის უსაფრთხო მეთოდები, გააჩნიათ ელექტროუსაფრთხოებაში შესაბამისი ჯგუფის დაშვება და დადგენილი ნიმუშის მოწმობა. ელექტროენერგეტიკული აგრეგატებით აღჭურვილ სახანძრო ავტომობილზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებმაც შეისწავლეს ელექტროდანადგარებზე მუშაობის უსაფრთხო მეთოდები და გააჩნიათ ელექტროუსაფრთხოებაში შესაბამისი ჯგუფის დაშვება.

8. მოტოტუმბოებზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სახანძრო მოტოტუმბოების მოტორისტების მომზადება და მიიღეს დადგენილი ნიმუშის მოწმობა.

9. გაზკვამლდამცავი სამსახურის სახანძრო ავტომობილის ელექტროძალური დანადგარების ელექტრონული დაცვა უნდა უზრუნველყოფდეს ძალური კვების მომენტალურ გათიშვას (არანაკლებ 0,05 წმ) ელექტროინსტრუმენტის იზოლაციის დარღვევის ან მისი წინაღობის შემცირების შემთხვევაში. ელექტროძალური დანადგარის გენერატორის გაუმართაობის შემთხვევაში ან იმ ნიშნების გამოვლენისას, რომელიც მიუთითებს მის მწყობრიდან გამოსვლას, ავტომობილის გამანაწილებელი ფარი უერთდება გარე ელექტროქსელს. მანძილი მიერთების ადგილიდან ავტომობილამდე არ უნდა აღემატებოდეს 50 მ. დენმიმღებების პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს ელექტროქსელის პარამეტრებს (ძაბვა – 220-230 ვ, დენის სიხშირე 50 ჰერცი).

    მუხლი 27. სახანძრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება

1. სახანძრო ავტომობილების, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, მოწყობილობისა და აღჭურვილობის დროულ და ხარისხიან ტექნიკურ მომსახურებასა და გამოცდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ დანაყოფის ხელმძღვანელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდების ჩატარება ტექნიკური პირობების, სტანდარტების, აგრეთვე დადგენილი წესით დამტკიცებული სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ხანძარზე სახანძრო ავტომობილების ტექნიკური მომსახურების დროს მძღოლი ვალდებულია:

ა) გააჩეროს სახანძრო ავტომობილი ცეცხლის ზემოქმედებისაგან (თბური გამოსხივებისაგან) უსაფრთხო მანძილზე, აგრეთვე ავტომობილის უკანა ღერძიდან წყლის წყარომდე არანაკლებ 1,5–2,5 მ დაშორებით;

ბ) არ დაუშვას შემწოვი სახელოების მკვეთრი გადაკეცვა, ამასთან, შემწოვი ბადე მთლიანად უნდა იყოს ჩაძირული წყალში, მაგრამ წყლის დონიდან არა უმეტეს 200 მმ სიღრმეზე;

გ) ტუმბოს მუშაობისას ყოველ ერთ საათში გაპოხოს საკისრები და ჩობალები (საზეთურის ხუფი უნდა შემოტრიალდეს 2-3 ბრუნზე, ამასთან, ონკანები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში);

დ) შეამოწმოს ჟონავს თუ არა წყალი – ტუმბოს გადაბმის ადგილებიდან და ჩობალებიდან, საბრუნი ვენტილებიდან და ძრავის გაგრილების სისტემიდან (ძირითადი და დამხმარე), ზეთი – გადაცემათა კოლოფიდან და სიმძლავრის შერჩევის კოლოფიდან, ხოლო სითხე – ჰიდრავლიკური ამძრავების კვანძებიდან და სისტემებიდან;

ე) თვალყური მიადევნოს ძრავის გაგრილების სისტემაში წყლის ტემპერატურას (80-950C), აგრეთვე ძრავაში ზეთის წნევას, რომელიც საშუალო ბრუნის დროს უნდა იყოს არანაკლებ 2 კგ/სმ2;

ვ) ქაფის მიწოდების შემთხვევაში სუფთა წყლით გამორეცხოს ტუმბოს შიდა ღრუები და ქაფშემრევის გასასვლელი არხები;

ზ) გახსნას ონკანები, დაცალოს წყლისაგან ტუმბოს მუშა ღრუ და შემდეგ დაკეტოს ონკანები.

3. ხანძრიდან (სწავლებიდან) დაბრუნებისთანავე სახანძრო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებას ატარებს მასზე მიმაგრებული მძღოლი და გათვლის პირადი შემადგენლობა ათეულის მეთაურის ხელმძღვანელობით. წელიწადის ცივ პერიოდში ტუმბოს სადაწნეო მილყელები და ჩამოსასხმელი ონკანები უნდა იყოს გახსნილი, მათი დაკეტვა შეიძლება მხოლოდ ტუმბოს მუშაობისა და ,,მშრალ“ ვაკუუმზე შემოწმებისას.

4. სახანძრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება ხორციელდება ბუნებრივი და იძულებითი ვენტილაციით უზრუნველყოფილ სათავსებში ან საგუშაგოებში.

5. სახანძრო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ჩატარების დროს საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ყველა სამაგრი და მარეგულირებელი ოპერაცია უნდა ჩატარდეს ტექნოლოგიურ რუკებში მითითებული თანმიმდევრობით;

ბ) სამუშაოების სავალდებულო მოცულობის შესრულების თანმიმდევრობა უნდა გამორიცხავდეს ავტომობილის ამა თუ იმ კვანძთან (აგრეგატთან) ზედა და ქვედა მხრიდან ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობას;

გ) სათვალიერებელ ორმოზე სახანძრო ავტომობილის დაყენების შემდეგ, საჭეზე უნდა დამაგრდეს ფირფიტა წარწერით ,,ძრავა არ ჩართოთ – მიმდინარეობს სამუშაოები“. საწეველადან, ორმოდან, ესტაკადიდან ავტომობილის გადმოსვლის მომენტისთვის სამოძრაო გზები უნდა იყოს თავისუფალი საგნებისა და ადამიანებისაგან;

დ) ტექნიკური მომსახურების საგუშაგოზე ავტომობილის დაყენებისას საჭიროა მისი დამუხრუჭება ხელის მუხრუჭით, ძრავის გათიშვა, გადაცემათა კოლოფში ყველაზე დაბალი გადაცემის ჩართვა, საბურავების ქვეშ საბრჯენების (ბუნიკების) ამოდება;

ე) ცალი საბურავის (ღერძის) აწევისას დომკრატთან ერთად უნდა დაიდგას საბრჯენი, ხოლო მეორე ხიდის ბორბლების ქვეშ – ბუნიკები. მომსახურების დაწყებამდე საწეველას მართვის მექანიზმზე უნდა გამოიკრას ფირფიტა წარწერით ,,ხელს ნუ ახლებთ – მიმდინარეობს სამუშაოები“. აკრძალულია სახანძრო ავტომობილის აწევა ან ჩამოკიდება ბუქსირის კაკვებზე;

ვ) ჰიდრავლიკური საწეველას თვითნებური ჩამოშვების თავიდან ასაცილებლად მისი ყვინთა (პლუნჟერი) მუშა მდგომარეობაში საიმედოდ უნდა ფიქსირდებოდეს საყრდენით (შტანგით).

6. სახანძრო ავტომობილის, აგრეგატის, მექანიზმის ან ხელსაწყოს მომსახურების ან შეკეთების საჭიროების დასადგენად გამოიყენება დიაგნოსტიკური პარამეტრების ნორმატიული მნიშვნელობები.

7. სამარჯვი მოწყობილობების და ხელსაწყოების მქონე დიაგნოსტიკურ სტენდებზე დაიშვებიან ოპერატორები, რომლებსაც გააჩნიათ მათზე მუშაობის შესაბამისი ნებართვა, გავლილი აქვთ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქტაჟი და შესწავლილი დიაგნოსტიკური მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები.

8. მართვის პულტები, აპარატურის კარადების, დოლების და გორგოლაჭების ბლოკები და დიაგნოსტიკის საგუშაგოს სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობები უნდა იყოს საიმედოდ დამიწებული.

9. სტენდზე განთავსებული ელექტრომოწყობილობიანი კვანძების შეკეთების, ტექნიკური მომსახურების ან მონტაჟის დაწყებამდე საჭიროა ძაბვის მოხსნა (გათიშვა).

10. სამუშაოებისათვის მომზადების პერიოდში უნდა შემოწმდეს:

ა) ყველა კვანძებისა და დეტალების დამაგრება;

ბ) დამცავი შემოღობვებისა და დამიწების სადენების არსებობა, გამართულობა და დამაგრება;

გ) ამწე მექანიზმებისა და სხვა მოწყობილობების გამართულობა;

დ) სამუშაო ადგილების და სახანძრო ავტომობილის სამოძრაო გზების სათანადო განათება.

11. სტენდებზე მუშაობისას აკრძალულია:

ა) დამცავი გარსაცმის, ფარის და შემოღობვის მოხსნა;

ბ) მართვის პულტის გახსნა, ელექტრომანქანის როტორის ბრუნის სიხშირის გაზრდა დაშვებულ მნიშვნელობაზე მეტად.

12. დიაგნოსტიკის ჩატარებისას სახანძრო ავტომობილების დაყენებას და დამაგრებას სტენდზე ახორციელებს მხოლოდ ოპერატორი, ორივე წინა ან ორივე უკანა საბურავის ქვეშ მაფიქსირებელი მოწყობილობების ან ,,ბუნიკების“ დადებით. სტენდზე სახანძრო ავტომობილის მუშაობის დროს მაყუჩიდან გამონაბოლქვი აირების იძულებითი წესით არინება უნდა მოხდეს ადგილობრივი გამწოვით, აირგამყვანიდან წამოსაცმელი შლანგის გამოყენებით ან შლანგის გარეშე. სტენდიდან სახანძრო ავტომობილის გამოყვანას ახორციელებს ოპერატორი, ამასთან, პნევმოამწე უნდა იყოს დაწეული ან დოლები გაჩერებული, ხოლო ხელსაწყოების მიმღებები გათიშული და მოხსნილი აგრეგატებიდან, გამონაბოლქვი აირების შემკრები გაყვანილი გარეთ.

13. თვეში ერთხელ საჭიროა ელექტრომანქანების ლიუკების, სახურავების გახსნა და საკონტაქტო რგოლების, სპილენძ-გრაფიტის მტვერის მოსაცილებელი ჯაგრისების და ჯაგრისების საჭერების შეკუმშული ჰაერით გაქრევა. ცვლის დასრულების შემდეგ საჭიროა სტენდის გაუდენურება სახელურით – ,,ბლოკი – დამცველი – ჩამრაზი“, საწვავის ავზების, ონკანების, საწვავ-საზომების ჩაკეტვა, შეკუმშული ჰაერის მისაწოდებელი ვენტილის გადაკეტვა. მუშაობის პერიოდში ხანგრძლივი შესვენებების დროს საჭიროა მინის ხარჯსაზომებისა და რეზინის მილსადენების საწვავისაგან დაცლა.

14. სტენდზე დიაგნოსტირების დროს აკრძალულია:

ა) სახანძრო ავტომობილის სტენდზე შესვლის ან სტენდიდან გამოსვლის მომენტებში სათვალთვალო ორმოში ან ავტომობილის სამოძრაო გზაზე ადამიანთა ყოფნა;

ბ) სტენდზე მუშაობა სახანძრო ავტომობილის სრული ფიქსაციის გარეშე;

გ) სახანძრო ავტომობილის დიაგნოსტირების დროს უცხო პირთა ყოფნა სათვალთვალო ორმოში და სარბენ დოლებზე (გორგოლაჭებზე) დგომა;

დ) სტენდებზე მუშაობის დროს სახანძრო ავტომობილის და სამუხრუჭე დანადგარის ტრანსმისიის მბრუნავ ნაწილებზე შეხება;

ე) მართვის პულტების უკანა კედლების გახსნა და სტენდების მოწყობილობებისა და ხელსაწყოების რეგულირება ელექტროკვების გათიშვის გარეშე;

ვ) სახანძრო ავტომობილების დიაგნოსტირება სტენდის ელექტრომოწყობილობის გაუმართაობისას;

ზ) დიაგნოსტირების ჩატარება სახანძრო ავტომობილის სვლისას, თუ არ არის ჩართული გამონაბოლქვი აირების შემკრები და გათიშულია შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია;

თ) სხვადასხვა სახის შემაერთებელი ფოლხვის ჩართვა ელექტროსამუხრუჭე სტენდის და სარბენი დოლების სრულ გაჩერებამდე და ბენზინის დაღვრა საწვავის ხარჯის საზომი ხელსაწყოს ჩართვისას;

ი) იმ დიაგნოსტიკური პარამეტრების კონტროლი, რომლებიც დაკავშირებულია სტენდზე სახანძრო ავტომობილის საცდელ შემოწმებასთან, საჭესთან ოპერატორის ყოფნის გარეშე.

15. დიაგნოსტიკის სათავსებში (საგუშაგოზე) უნდა იყოს ცეცხლსაქრობები, სამედიცინო აფთიაქი, ჭურჭელი სასმელი წყლით, აგრეთვე გამოკრული შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

16. დაუშვებელია სათავსში სამუხრუჭე მექანიზმების გამოცდა, ამ მიზნებისათვის საჭიროა სპეციალური მოედნის ან სტენდის გამოყოფა, სადაც:

ა) ძრავის მუშაობა მოწმდება ჩართული მუხრუჭის და გადაცემათა გადართვის ბერკეტის ნეიტრალური მდგომარეობის პირობებში (ამასთან, უნდა იქნეს ჩართული ვენტილაცია და გამოყენებული აირგამყვანები);

ბ) კარბურატორიანი ძრავის მქონე სახანძრო ავტომობილებზე შეჭიდულობის რეგულირების ოპერაცია უნდა განახორციელოს ორმა მუშაკმა, ერთ-ერთმა მათგანმა უნდა ატრიალოს მუხლა ლილვი გამშვები სახელურის გამოყენებით;

გ) სახანძრო ავტომობილზე ძნელად მისადგომი წერტილების გაპოხვა უნდა ხორციელდებოდეს პისტოლეტებზე რბილი შლანგით მიერთებული ბუნიკებით ან სახსრებიანი ბუნიკებით.

17. აგრეგატებში ზეთის დონის შემოწმების დროს გასანათებლად გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გადასატანი ლამპები, ამ მიზნებისათვის ღია ცეცხლის გამოყენება აკრძალულია.

18. ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას დასაშვებია მხოლოდ გამართული და თავისი დანიშნულების შესაბამისი ინსტრუმენტებით მუშაობა.

19. ტექნიკური მომსახურების ჩატარებისას აკრძალულია:

ა) ქანჩის გასაღებზე სხვა გასაღების ან მილების მორგება, გასაღების ხახას და ქანჩისა და ჭანჭიკის წიბოებს შორის შუასადების გამოყენება, ამოხრახნა-ჩახრახნისას გასაღებზე დარტყმა;

ბ) ქანჩის გასაღების მხრის დაგრძელების მიზნით ბერკეტების ან ზესადგამის გამოყენება;

გ) დისკების ამოგდება უროთი;

დ) ტრანსმისიის მომსახურება ძრავის მუშაობისას;

ე) დაზგებზე და მოწყობილობებზე მუშაობა მათი დამიწების გარეშე;

ვ) ელექტროინსტრუმენტების გამოყენება, რომელთაც დაზიანებული აქვთ დენგამტარი ნაწილების იზოლაცია ან არ გააჩნიათ დასამიწებელი მოწყობილობა;

ზ) მხოლოდ ერთ ამწემექანიზმზე (დომკარატი, ტალი) ჩამოკიდებულ სახანძრო ავტომობილზე რაიმე სამუშაოს შესრულება;

თ) ჩამოკიდებული სახანძრო ავტომობილის ქვეშ საბურავის დისკების, აგურების, ლოდების ან სხვა საგნების დაწყობა;

ი) სამუშაოების ჩატარება (რომლებიც მოითხოვს დომკრატების, ტალების და სხვა ამწე მექანიზმების საშუალებით სახანძრო ავტომობილების აწევას) სპეციალური საყრდენების (ჯოჯგინების) გარეშე, რომლებიც იცავენ სახანძრო ავტომობილს ან მის ცალკეულ ნაწილებს თვითნებური ჩამოშვებისაგან;

კ) სამუშაოების ჩატარება ძრავის მუშაობისას, გარდა ძრავისა და მუხრუჭების რეგულირების შემოწმების შემთხვევებისა.

20. სამაგრი ოპერაციების ჩატარებისას საჭიროა ჩამოსაცმელი ან შუბლა გასაღებებით სარგებლობა, ხოლო ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც მობრუნების კუთხე შეზღუდულია, მიზანშეწონილია ჭრიალა გასაღების (ხრუტუნა მექანიზმი) გამოყენება. არ არის მიზანშეწონილი გასაღებების შემოტრიალება წრიულად, რადგანაც შესაძლებელია მათი ამოვარდნა.

21. სალტესამონტაჟო სამუშაოები უნდა წარმოებდეს ამ მიზნებისათვის განკუთვნილ ადგილებში, მხოლოდ სპეციალური მოსახსნელის გამოყენებით. მოხსნილი სალტეს დატუმბვა დასაშვებია სპეციალურად შემოღობილ ადგილას ან იმ მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც გამორიცხავს კლიტერგოლის ამოვარდნას და საბურავის გახეთქვას, რათა თავიდან იქნეს აცილებულ სამუშაოების ჩამტარებლის ტრავმირება.

22. მუხლა და კარდანული ლილვების მობრუნებისას საჭიროა დამატებით ძრავის ჩამრთველის შემოწმება, ხოლო გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ნეიტრალურ მდგომარეობაში დაყენება, საჩერებელი მუხრუჭის ბერკეტის გათავისუფლება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესრულების შემდეგ საჩერებელი მუხრუჭი უნდა მოიჭიმოს და კვლავ ჩაირთოს დაბალი გადაცემა.

23. აგრეგატულ-მექანიკურ უბანზე აგრეგატების შეკეთებისას სამონტაჟო-სადემონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება დანიშნულების შესაბამისი სტენდები. ელექტროძრავების, ჩარხებისა და მოწყობილობის კორპუსები, აგრეთვე, მართვის პულტები უნდა იყოს საიმედოდ დამიწებული. 

24. სარჩილი ლამპები, ელექტრული და პნევმატური ინსტრუმენტი გაიცემა მხოლოდ იმ მუშაკებზე, რომლებმაც გაირეს ინსტრუქტაჟი და იციან მათი მოხმარების წესები.

25. რესორების მოხსნა-დაყენებისას საჭიროა მათი წინასწარი გათავისუფლება ჩარჩოს აწევითა და ჯოჯგინებზე დაყენებით. ამწეების და დომკრატების გამოცდას ატარებენ მათზე მიმაგრებული მუშა-მოსამსახურეები, 6 თვეში ერთხელ, 10 წთ განმავლობაში სტატიკური დატვირთვით (ტვირთით ზედა ნაპირა მდგომარეობაში), რომელიც აღემატება პასპორტით ზღვრულად დასაშვებ მაჩვენებელს 10%-ით. ჰიდრავლიკური დომკრატების სითხის წნევის ვარდნა გამოცდის დასრულებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 5%. გამოცდის შედეგები უნდა იქნეს შეტანილი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამოცდების აღრიცხვის ჟურნალში.

    მუხლი 28. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება

1. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება გამოიყენება ხანძრებსა და მათთან დაკავშირებულ ავარიულ სიტუაციებზე ადამიანთა მოსაძებნად, გადასარჩენად და უსაფრთხო ადგილას საევაკუაციოდ, უნდა უზრუნველყოფდეს დანაყოფის პირადი შემადგენლობის უსაფრთხო მუშაობას, გადასარჩენი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, პასუხობდეს შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნებს.

2. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება დანიშნულების მიხედვით იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

ა) მაღლივი შენობა-ნაგებობებიდან ადამიანთა და მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენი მოწყობილობები, საშუალებები;

ბ) სასუნთქი ორგანოების დამცავი, ჰაერის ვენტილაციის და ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფი მოწყობილობა;

გ) არამექანიზებული ინსტრუმენტი და სახანძრო ინვენტარი;

დ) სხვადასხვა კონსტრუქციების დაშლა-გახსნისათვის განკუთვნილი მექანიზებული ინსტრუმენტი, მოწყობილობა;

ე) სითხეების შემკრებ-გადასაქაჩი მოწყობილობა.

3. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების დროულ და ხარისხიან ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მორიგე ცვლის უფროსს და სახანძრო ავტომობილზე მიმაგრებულ მძღოლს.

4. სახანძრო ავტომობილზე სახანძრო-ტექნიკური შეიარაღება უნდა განთავსდეს ქარხანა-დამამზადებლის რეკომენდაციებით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი საიმედოდ დამაგრება და ადვილად მოხსნა, ამასთან, უნდა გამოირიცხოს ტრავმების მიღება.

5. გამართულობა დგინდება ტექნიკური მომსახურების, გამოცდების და პერიოდული დამოწმების დროს, აგრეთვე, მორიგე ცვლის მიერ გათვლაში მიღებისას. აკრძალულია გაუმართავი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ექსპლუატაცია.

6. სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების ტექნიკური მომსახურებისა და გამოცდის პერიოდულობა და ძირითადი ოპერაციების ჩამონათვალი დადგენილია ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებით.

7. ტექნიკური მომსახურება ტარდება სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების მუდმივი ტექნიკური მზადყოფნისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, გაუმართაობის წარმოქმნის თავიდან აცილების, მათი აღმოჩენისა და დროულად აღმოფხვრის მიზნით.

8. გამოცდა ტარდება გათვლაში დაყენებამდე და პერიოდულად, ექსპლუატაციის პროცესში. გამოცდის წესი და ვადები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური პირობებისა და სტანდარტების მოთხოვნებს. გამოცდის შედეგები უნდა იქნეს შეტანილი სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამოცდების აღრიცხვის ჟურნალში.

    მუხლი 29. ხელის სახანძრო კიბეები

1. ხელის სახანძრო კიბეებს მიეკუთვნება გასაშლელი სახანძრო კიბე, საიერიშო კიბე, ჯოხკიბე. უსაფრთხოების ზომები მათი გამოყენებისას უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს.

2. გასაშლელი სახანძრო კიბის დაყენებისას საჭიროა:

ა) მისი დადგმა კედლიდან 1,5-2 მ მანძილზე, 80-830 დახრის კუთხით;

ბ) მუხლების გამოწევა თანაბრად ბიძგების გარეშე, ამასთან, უნდა გამოირიცხოს თოკის ხელზე დახვევა;

გ) კიბის გაშლისას მისი დამაგრება პირველი მუხლის ჩანებით, ამასთან, უნდა გამოირიცხოს ჩანზე შიდა მხრიდან ხელის შემოვლება;

დ) კიბის წონასწორობის შენარჩუნება გაშლის დროს;

ე) ფიქსატორების მექანიზმების შემოწმება კიბის გაშლისას.

3. გაშლილ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა დასაშვებია, თუ:

ა) საჩერებელი ლილვაკის მუშტა დაეყრდნობა გასაშლელი კიბის მუხლის საფეხურს;

ბ) შენობა-ნაგებობაზე მიყუდებულ გასაშლელ კიბეს იჭერს მეხანძრე პირველი მუხლის ჩანებით;

გ) კიბის მუხლის არანაკლებ ორი საფეხური სცდება შენობის ლავგარდანს, ფანჯრის რაფას;

4. გასაშლელი კიბით მუშაობისას საჭიროა:

ა) მისი დადგმა ისეთ ადგილას, რომ დახრის ან ვარდნის შემთხვევაში თავიდან იქნეს აცილებული ელექტრო- და რადიოქსელის ხაზებთან შეხება. ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში გასაშლელი კიბის დადგმა-აღებისას საჭიროა სამი ადამიანის გამოყოფა, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოების დასრულებამდე უნდა დარჩეს კიბის ძირში ამსვლელების დასაზღვევად და გაშლილი კიბის ვარდნისაგან დასაცავად;

ბ) ლითონის სახურავზე გასაშლელი კიბის მიყუდება მხოლოდ ობიექტის გაუდენურების შემდეგ.

5. გასაშლელ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას საჭიროა წინ ყურება და კიბის საფეხურებზე ხელის მოკიდება. საიერიშო და გასაშლელი კიბის გამოყენებით მუშაობის შემსწავლელი ვარჯიშების ჩატარებისას სასწავლო კოშკის სართულების ბაქნებზე უნდა გამოიყოს დანაყოფის პირადი შემადგენლობა, შემსწავლელთათვის დახმარების გასაწევად. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მეცადინეობის ხელმძღვანელი პირადად შეამოწმებს დამზღვევი მოწყობილობების, სასაწავლო კოშკის დამცავი ბალიშების მდგომარეობას და ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს სართულებზე გამოყოფილ პირებს. ყველა სახის სამუშაოები სრულდება სპეციალურ ტანსაცმელსა და ჩაფხუტებში.

6. მეცადინეობებზე, სწავლებაზე ან ხანძარზე მუშაობის დროს:

ა) დაუშვებელია გასაშლელი კიბის ერთ მუხლზე, აგრეთვე საიერიშო კიბესა და ჯოხკიბეზე ერთზე მეტი ადამიანის ასვლა-ჩამოსვლა;

ბ) საჭიროა გასაშლელი კიბის დაჭერა ადამიანთა ასვლა-ჩამოსვლისას, აგრეთვე კიბეზე ლულით ან ინსტრუმენტით მუშაობისას მეხანძრის დამაგრება სახანძრო კარაბინით კიბის საფეხურებზე;

გ) გასაშლელ კიბეზე იარაღით ასვლისას საჭიროა იარაღის ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება.

7. დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ სპეციალური პირველდაწყებითი სწავლების გავლის პერიოდში საიერიშო კიბის გამოყენებით მუშაობა დამზღვევი მოწყობილობების გამოყენების გარეშე დაუშვებელია.

    მუხლი 30. სახანძრო დამცავი კოსტიუმები

1. სახანძრო დამცავი კოსტიუმები (მეხანძრის ფორმა, თბოამრეკლი, აირქიმიური, რადიაციულ-დამცავი კოსტიუმები) უნდა იყოს მოხერხებული და უზრუნველყოფდეს დანაყოფის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებას ხანძრებზე მუშაობისას, სახანძრო-ტექნიკურ მეცადინეობებსა და რთულ პირობებში სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებაზე, აგრეთვე მათ დაცვას სხივური ენერგიისა და ალის თბური ნაკადების, მაიონიზირებელი დასხივების, ძლიერმოქმედი შხამიანი და ქიმიური ნივთიერებების, წყლისა და ქიმიური ნაერთების ხსნარების ზემოქმედებისაგან.

2. აკრძალულია სახანძრო-დამცავი კოსტიუმის გამოყენება:

ა) თუ ის დაზიანებული, მოძველებული ან დახეულია, არ შეესაბამება დადგენილ ნიმუშს და არ გააჩნია ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი;

ბ) იმ ნივთიერებების, შემადგენლობების, დასხივების ადგილებში, რომელთა ზემოქმედებისაგან დასაცავად არ არის განკუთვნილი და/ან ეს ზემოქმედება აღემატება მის დამცავ თვისებებსა და დამცავი თვისებების ხანგრძლივობას;

გ) ექსპლუატაციის ინსტრუქციიდან გადახვევებით;

დ) თბოდამცავი შრის გარეშე.

    მუხლი 31. სახანძრო ქამრები, მაშველი და სახანძრო ქამრის კარაბინები

1. მორიგეობის დაწყებამდე სახანძრო ქამრები, აგრეთვე სახანძრო ქამრის კარაბინები (შემდგომში – კარაბინები) ექვემდებარება საგულდაგულო დათვალიერებას.

2. სახანძრო ქამარი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) ქამრის ლენტი დაზიანებულია (ჩახეულია ან გაჭრილია);

ბ) აბზინდა და მისი სარჭები დაზიანებულია (დამტვრეულია ან გადაღუნულია);

გ) დარღვეულია მოქლონების მთლიანობა და არ გააჩნიათ საყელურები;

დ) ქამრის ლენტის მასალა დაზიანებულია მოქლონებით ან ბლოკებით;

ე) არ გააჩნია ქამრის ბოლოს გასაყრელი ჩარჩიკი;

ვ) ბლოკების ზედაპირი დაბზარული და შეჭეჭყილია ან ერთ-ერთი ბლოკთაგანი აკლია;

ზ) ქამრის ტყავის პირი ჩახეულია.

3. კარაბინი იხსნება გათვლიდან, თუ:

ა) მას გააჩნია დეფორმაცია (საკეტი არ იღება ან ბოლომდე არ იკეტება;

ბ) ზამბარა არ უზრუნველყოფს კარაბინის საკეტის ჩაკეტვას, აგრეთვე, საკეტში და საკეტის სახსრიანი დამაგრების ადგილები დახორკლილია და გააჩნია შვერილები.

    მუხლი 32. სახანძრო ინსტრუმენტი (ინვენტარი)

1. სახანძრო ინსტრუმენტს (ინვენტარს) (ძალაყინი, ბარჯი, კაკვი, ბარი, ნაჯახი, ხერხი) უნდა ჰქონდეს ერგონომიული მოთხოვნების შესაბამისი ფორმა და მასა, აგრეთვე პასუხობდეს ტექნიკური პირობების მოთხოვნებს და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებით დადგენილ უსაფრთხოების ზომებს.

2. სახანძრო ინსტრუმენტის (ინვენტარის) ხანგამძლეობას და მასთან მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მისი შენახვა გამართულ მდგომარეობაში და დროული ტექნიკური მომსახურება. ინსტრუმენტის (ინვენტარის) ვარგისიანობა განისაზღვრება გარე დათვალიერებით და გამოცდით. მუშაობის დროს უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ინსტრუმენტის (ინვენტარის) დათვალიერებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს მისი ცალკეული ელემენტების ერთმანეთთან მიერთების საიმედოობას და მუშა ზედაპირების სისუფთავეს.

3. ლითონის გისოსების საჭრელი მაკრატელი, ხერხი, ნაჯახი უნდა ინახებოდეს შალითებში.

4. ნაჯახის და ბარჯის ლითონის ელემენტები საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული ტარზე. დამაგრების სიმყარე კონკრეტული ინსტრუმენტისათვის განისაზღვრება სტანდარტულ და ტექნიკურ პირობებში. ტარი უნდა იყოს დამზადებული მყარი მერქნისაგან, არ ჰქონდეს ლპობის ნიშნები, ბზარები, კორძები და ამონატეხი. აკრძალულია ინსტრუმენტის (ინვენტარის) ხის ზედაპირების შეღებვა.

    მუხლი 33. მაშველი თოკები

1. შეიარაღებაში არსებული მაშველი თოკები უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნებს, ჰქონდეს კოუშები, ინახებოდეს შალითებში – გორგლად დახვეული.

2. მაშველი თოკის ერთ-ერთ ბოლოს, მარყუჟთან, უნდა შემოეკეროს 2-5 სმ სიგანის თეთრი თასმა, რომელზეც აღინიშნება საინვენტარო ნომერი და უკანასკნელი გამოცდის თარიღი. თოკის ბოლოების სამაგრების ლითონის რგოლებზე საინვენტარო ნომრის დადება ხორციელდება გრავირებით ან დაწერტვით (დაჩხვლეტით).

3. თოკის ბოლოების სამაგრების ლითონის რგოლებზე საინვენტარო ნომრის დადება ადვილადწასაშლელი, გახუნების უნარის მქონე საშუალებებით (საღებავი, მარკერი, ფლომასტერი) აკრძალულია.

4. შალითაზე უნდა დამაგრდეს საჭდე უკანასკნელი გამოცდის თარიღის და მაშველი თოკის საინვენტარო ნომრის აღნიშვნით.

5. მაშველი თოკი უნდა შეამოწმოს ათეულის მეთაურმა გარე დათვალიერებით არანაკლებ 10 დღეში ერთხელ, შედეგების შეტანით სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამოცდების ჟურნალში, ხოლო მორიგე ცვლის უფროსმა – ყოველ მეცადინეობამდე და ხანძარზე გამოყენების შემდეგ. თოკი არ უნდა იყოს ზედმეტად დატენიანებული, დასაშვებია ცალკეული ძაფების გაწყვეტა, მაგრამ არა უმეტეს 15 ძაფისა თოკის სიგრძის 200 მმ-ზე.

6. მეცადინეობამდე და სამაშველო თოკის ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა ჩატარდეს მისი სიმტკიცის პრაქტიკული შემოწმება მორიგე ცვლის უფროსის ხელმძღვანელობით. შემოწმების მიზნით გაშლილ და მთელ სიგრძეზე დამაგრებულ მაშველ თოკზე 1-2 წამის განმავლობაში უნდა დაეკიდოს 3 ადამიანი. თუ დატვირთვის მოხსნის შემდეგ მაშველი თოკის დეფორმაცია შენარჩუნდება, იგი მიიჩნევა სამაშველო სამუშაოების (მეცადინეობის) ჩატარებისათვის უვარგისად და იხსნება გათვლიდან.

    მუხლი 34. სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

1. სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ექსპლუატაცია, აღრიცხვა, შენახვა, შეკეთება, შემოწმება და მათი გამოყენებით მუშაობისას შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვა ხორციელდება აირკვამლდამცავი სამსახურის დარიგების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ჟანგბადის მაიზოლირებელი აირწინაღი მკაცრად ინდივიდუალური ხელსაწყოა და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც გაიარეს სამედიცინო შემოწმება და მომზადება სპეციალური პირველდაწყებითი სწავლების პროგრამით. სასუნთქი აპარატები შეკუმშული ჰაერით შეიძლება გამოიყენოს გათვლის ყველა წევრმა ინდივიდუალური ნიღბების არსებობის პირობით.

3. სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების საწყობიდან გამოტანისას, სხვა პირზე გადაცემისას, ინფექციურ შენობა-ნაგებობებში მუშაობის, აგრეთვე აირწინაღის მფლობელის ინფექციური დაავადებით დასნებოვნების და შესაბამისი შემოწმების შემდეგ საჭიროა ამ საშუალებების საგულდგულო დეზინფექცია.

4. თითოეული აირკვამლდამცველი პასუხისმგებელია მასზე მიმაგრებული სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამართულობასა და მომსახურების ხარისხზე.

5. სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამართულობის კონტროლს უზრუნველყოფს მათი დროული შემოწმებები. დანაყოფის პირად შემადგენლობას ეკრძალება შემოწმებების დროს გამოვლენილი გაუმართაობების მქონე სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ამ გაუმართაობების აღმოფხვრამდე, რის შესახებ კეთდება აღნიშვნა დადგენილი ფორმის ჟურნალში.

6. გათვლაში არსებული სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები ინახება სახანძრო ავტომობილების კაბინაში, საამორტიზაციო მასალით შემოკრულ ყუთებში (ბუდეებში), ვერტიკალურ მდგომარეობაში. გათვლაში ოთხზე მეტი ადამიანის ყოფნისას სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ტრანსპორტირება დასაშვებია სპეციალურად მოწყობილ ბუდეებში.

7. სახანძრო ავტომობილზე სათადარიგო ბალონების (შეკუმშული ჰაერით და ჟანგბადით), რეგერენაციული ვაზნების შენახვა-ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება ცალკე ყუთების სპეციალური ბუდეები. რეგენერაციული ვაზნების შტუცერები იკეტება სპეციალური სახშობებით და ილუქება. მორიგეობისაგან თავისუფალი დანაყოფის პირადი შემადგენლობის სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჟანგბადის ბალონები და რეგენერაციული ვაზნები, აგრეთვე სათადარიგო აირწინაღები ინახება აირკვამლდამცავი სამსახურის ბაზებსა ან საკონტროლო საგუშაგოებზე სპეციალური კარადების ან სტელაჟების ბუდეებში. თითოეული ბუდე, სადაც ინახება სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაფებით, სადაც აღნიშნულია გათვლის ნომერი, სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნომერი და მფლობელის გვარი.

    მუხლი 35. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტი

1. ინსტრუმენტის საიმედოობასა და მასთან მუშაობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შენახვის წესების დაცვა, ყოველდღიური კონტროლი მის მდგომარეობაზე და დროული ტექნიკური მომსახურება. ინსტრუმენტის გამართულობა დგინდება გარე დათვალიერებით და გამოცდით.

2. სამუშაოები პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის გამოყენებით უნდა სრულდებოდეს სპეცტანსაცმლით (კომბინიზონით), დამცავი ხელთათმანებით (კრაგებით, ხელჯაგებით), დამცავი მინიანი ჩაჩქანით.

3. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტი უნდა შეესაბამებოდეს კომპლექტში არსებული თითოეული აგრეგატის ტექნიკური პირობების მოთხოვნებს, გააჩნდეს ვიბრაციის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება სტანდარტებით დადგენილ მნიშვნელობებს, აგრეთვე ხმაურის პარამეტრები, რომლებიც არ აღემატება კონკრეტული სახის მანქანებზე არსებული ტექნიკური პირობებით და სტადარტებით დადგენილ ხმაურის სიმძლავრის ოქტავურ დიაპაზონს.

4. პნევმო-ჰიდროინსტრუმენტის მომსახურებას, მის რეგულირება-მომართვას ახორციელებს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ბრძანებით დანიშნული პირადი შემადგენლობა, რომელმაც გაიარა სპეციალური სწავლება.

5. დენგამტარ მექანიზმებსა და კონსტრუქციებზე მუშაობისას საჭიროა:

ა) მათი გაუდენურება;

ბ) ინსტრუმენტის მუშა მაგისტრალზე თვალყურის მიდევნება, მათი გადატეხვის, გადაგრეხვის და სხვა დაზიანების თავიდან აცილება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მექანიზმის გაჩარება ან გაფუჭება;

გ) მუშა ზონაში შექმნილ ვითარებაზე თვალყურის მიდევნება, ინსტრუმენტთან მუშაობის უსაფრთხო ხერხების ცოდნა და დაცვა ინსტრუმენტთან უშუალო კონტაქტში მყოფი მოწყობილობის კონსტრუქციის თავისებურებებისა და მასალის სახიდან გამომდინარე.

    მუხლი 36. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტი და ელექტროგანათების ხელსაწყოები

1. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების (რომლითაც დაკომპლექტებულია სახანძრო ავტომობილები) ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება ყოველდღიურად, მორიგე ცვლების შეცვლისას, ყოველი გამოყენების, შეკეთების შემდეგ, აგრეთვე, ტექნიკურ პასპორტებსა ან ექსპლუატაციის ინსტრუქციებში აღნიშნულ ვადებში.

2. ელექტროდანადგარებზე მომუშავე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ათეულის მეთაურებმა და პირადმა შემადგენლობამ უნდა გაიარონ მომზადება შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის მოცულობით ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ზომებში. გადასატან ელექტრომოწყობილობაზე (პროჟექტორი, ელექტროინსტრუმენტი, კვამლსაწოვი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა) მომუშავე დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს მომზადება შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის მოცულობით ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების ზომებში. ზემოთ აღნიშნულ თანამდებობის პირთათვის სწავლების პროგრამა უნდა იქნეს შემუშავებული დადგენილი წესით. გადასატან ელექტრომოწყობილობასთან დამოუკიდებლად, სამუშაოდ დაშვების წესი განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული სახანძრო ავტომობილებისა და მისაბმელების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

3. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების კორპუსებზე ისრით უნდა იყოს აღნიშნული მუშა მექანიზმის ბრუნვის და ჰაერის ნაკადის მიმართულება. მუშა მექანიზმს უნდა ჰქონდეს დამცავი შემოღობვა. კვამლსაწოვებისა და ვენტილატორების მართვის დანადგარი უნდა იქნეს განთავსებული უსაფრთხო ზონაში. გადასატან სახელურს უნდა ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობის უნარის მქონე მასალისაგან დამზადებული შალითა.

4. ელექტროინსტრუმენტებითა და ხელსაწყოებით მუშაობისას საჭიროა:

ა) გარეზინებული ან რეზინის ხელთათმანების (ხელჯაგების) გამოყენება;

ბ) ელექტროინსტრუმენტის ამუშავებამდე დამცავი სათვალეების გაკეთება;

გ) პროჟექტორებისა და ხელსაწყოების მყარ და მდგრად საფუძველზე დამაგრება, იმ ადგილებში, სადაც გამორიცხულია მათზე წყლის (ქაფის) მოხვედრის საშიშროება;

დ) ელექტროინსტრუმენტის გამორთვა დენის მიწოდების შეწყვეტისა და სხვა სამუშაო ადგილზე გადატანის შემთხვევაში;

ე) დენმიმღებების გამორთვა ელექტროინსტრუმენტის ან ხელსაწყოს კორპუსზე ძაბვის გადასვლისას, აგრეთვე სხვა გაუმართაობების აღმოჩენისას.

5. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებში აღნიშნულ მოთხოვნათა დაცვით. ყველა ხელსაწყოს უნდა გააჩნდეს საინვენტარო ნომერი.

6. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენება აკრძალულია, თუ:

ა) დარღვეულია სადენების, ინსტრუმენტების და ხელსაწყოების ელექტროიზოლაციის მთლიანობა;

ბ) ინსტრუმენტების, ხელსაწყოების მოძრავი (მბრუნავი) ნაწილები (კვანძები) სუსტად არის დამაგრებული;

გ) ინსტრუმენტები, ხელსაწყოები ძლიერ დეფორმირებულია.

7. ელექტროფიცირებული ინსტრუმენტის და ელექტროგანათების ხელსაწყოების გამოყენებისას, გარდა ამ მუხლში მოყვანილი მოთხოვნებისა, საჭიროა ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებში აღნიშნული უსაფრთხოების ზომების დაცვა.

    მუხლი 37. ტვირთამწე საშუალებების ექსპლუატაცია

1. ტვირთამწე მანქანების და მოსახსნელი ტვირთსატაცი მოწყობილობების ექსპლუატაცია ხორციელდება დადგენილი წესით დამტკიცებული ტვირთამწეების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების საფუძველზე.

2. ტვირთამწე მანქანებს და მოსახსნელ ტვირთსატაც მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური ნომერი, რომლითაც ხდება მათი რეგისტრაცია ტვირთამწე მანქანების და მოსახსნელი ტვირთსატაცი მოწყობილობების აღრიცხვის ჟურნალში.

3. ყველა ახლად დაყენებული ტვირთამწე მანქანა და მოსახსნელი ტვირთსატაცი მოწყობილობა ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მათ ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ხოლო შემდეგ ნაწილობრივ ტექნიკურ დათვალიერებას – არანაკლებ 12 თვეში ერთხელ და სრულ დათვალიერებას – არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.

4. ტვირთამწე მანქანებზე უნდა იყოს აღნიშნული სარეგისტრაციო ნომერი, ტვირთამწეობა, შემდეგი გამოცდის თარიღი.

    მუხლი 38. ელექტროდამცავი საშუალებები

1. ელექტროდამცავ საშუალებებს, რომელიც გამოიყენება დანაყოფებში, მიეკუთვნება:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები;

ბ) რეზინის დიელექტრიკული კალოშები (ბოტები);

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხები არანაკლებ 50X50 სმ ზომის, დაღარული ზედაპირით;

დ) ელექტროსადენების საჭრელი მაკრატელი იზოლაციის მქონე სახელურებით;

ე) სახანძრო ავტომობილების (რომელთა დაცვის ძირითად სისტემას წარმოადგენს დამცავი დამიწება) გადასატანი დამმიწებლები – არანაკლებ 12 მმ2 კვეთის ნებისმიერი სიგრძის მოქნილი სპილენძის სადენები.

2. ელექტროდამცავი საშუალებები ექვემდებარება გამოცდას შემდეგი პერიოდულობით:

ა) რეზინის დიელექტრიკული ხელთათმანები – 6 თვეში ერთხელ;

ბ) რეზინის დიელექტრიკული კალოშები (ბოტები) – 3 წელიწადში ერთხელ;

გ) რეზინის დიელექტრიკული ნოხები – 3 წელიწადში ერთხელ;

დ) ელექტროსადენების საჭრელი მაკრატელი, იზოლაციის მქონე სახელურებით – წელიწადში ერთხელ;

ე) რეზინის დიელექტრიკული ნოხების წუნდება გარე დათვალიერებით – არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

3. დამცავი მაიზოლირებელი საშუალებების ვარგისიანობა განისაზღვრება გარე დათვალიერებით და გამოცდით. დანაყოფის პირადი შემადგენლობის მიერ მათზე მიმაგრებული დამცავი მაიზოლირებელი საშუალებების გარე დათვალიერება ტარდება ყოველდღიურად, მორიგეობის დაწყებამდე.

4. დამცავი მაიზოლირებელი საშუალებების გამოუსადეგარობის განმსაზღვრელი გარე ნიშნებია:

ა) მაკრატლებისათვის – სახელურებზე იზოლაციის დაზიანება და საბრჯენი რგოლების და სახელურების ბოლოებზე რეზინის ჩამოსაცმელების არარსებობა;

ბ) რეზინის ხელთათმანების, კალოშებისა (ბოტების) და ნოხებისათვის – ნახვრეტები და ნახევები;

გ) გადასატანი დამმიწებლებისათვის – საკონტაქტო შეერთებების დაშლა, სპილენძის სადენების მექანიკური სიმტკიცის დარღვევა (10%-ზე მეტი სპილენძის სადენების გაწყვეტა).

5. ელექტრული დაცვის ყველა საშუალება, რომელმაც დადგენილ ვადებში არ გაიარა გამოცდა გამოყენებისათვის უვარგისია.

6. სახანძრო ავტომობილზე ელექტროდამცავი საშუალებები ინახება შალითაში, სახანძრო-ტექნიკური შეიარაღებისა და სასანგრე ინსტრუმენტისაგან განცალკევებით.

    მუხლი 39. კონსტრუქციების გახსნა-დაშლისათვის განკუთვნილი მექანიზებული ინსტრუმენტი, მოწყობილობა

1. მექანიზებული ინსტრუმენტის (რომლითაც დაკომპლექტებულია სახანძრო ავტომობილი) ტექნიკური მომსახურება და გამართულობის შემოწმება ტარდება მორიგე ცვლების შეცვლისას, ყოველი გამოყენების, შეკეთების შემდეგ, აგრეთვე ტექნიკურ პასპორტებში ან ექსპლუატაციის ინსტრუქციებში მითითებულ ვადებში.   

2. მექანიზებულ ინსტრუმენტთან მუშაობისას უსაფრთხოების ზომები უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს:

ა) მართვის სისტემებზე ზემოქმედების შეწყვეტისას მბრუნავი მჭრელ ნაწილებს უნდა ჰქონდეს ავტომატური გამორთვის უნარი;

ბ) გააჩნდეს დამცავი გარსაცმი, რომელიც ფარავს აბრაზიული ქარგოლის მჭრელ ნაწილს არანაკლებ 1700-ით;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს გადამუშავებული აირების გამონაბოლქვის გარინება ოპერატორის სასუნთქი ორგანოების საწინააღმდეგო მიმართულებით და მისი სუნთქვის ზონის მავნე მინარევებით დაბინძურებისაგან თავიდან აცილება.

3. მექანიზებულ ინსტრუმენტთან სამუშაოდ დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური მომზადება, ჩააბარეს გამოცდები და მიიღეს დადგენილი ნიმუშის მოწმობა.

4. მექანიზებული ინსტრუმენტით მუშაობისას საჭიროა შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

ა) ძრავის გაშვებამდე ჩარჩოს, მისადგმელების, სალტეების, საჭრელი ქარგოლის, ხერხის ჯაჭვის დაჭიმულობის საიმედოობის შემოწმება;

ბ) ძრავის გაშვებამდე ხერხის ჯაჭვი და საჭრელი ქარგოლი არ უნდა ეხებოდეს რაიმე საგნებს, ამასთან, აკრძალულია სტარტერის გვარლის ხელზე დახვევა;

გ) უქმი სვლის დროს, ზებრუნის თავიდან აცილების მიზნით, გაზის მართვის ბერკეტი უნდა იქნეს გაშვებული;

დ) ინსტრუმენტის საწვავით დამატებითი გამართვა დასაშვებია მხოლოდ ძრავას გამორთვის შემდეგ;

ე) ჭრის დაწყება და დასრულება (ინსტრუმენტის მუშა ნაწილის გამოტანა განახერხიდან) უნდა მიმდინარეობდეს მდორედ, ბიძგების გარეშე;

ვ) ამუშავებული ინსტრუმენტის გადატანა დასაშვებია მხოლოდ ძრავის უქმი ბრუნის დროს;

ზ) ძრავის გამორთვა ხერხის ჯაჭვის გაწყვეტის ან ამოვარდნის, მისადგმელების, სალტეების, საჭრელი ქარგოლის, დამცავი გარსაცმის დამაგრების მოსუსტებისას და სამუშაოს შესრულების პროცესში აღმოჩენილი სხვა გაუმართაობების შემთხვევაში.

5. ბენზოძრავიანი ხერხით, სანგრევი ჩაქუჩით, კვამლსაწოვით მუშაობისას დანაყოფის პირად შემადგენლობას ეკრძალება:

ა) გაუმართავი ინსტრუმენტით მუშაობა და ძრავის ამუშავება მისადგმელის გარეშე;

ბ) შეჭიდულობის ჩართვა ძრავის მუშაობისას უქმ რეჟიმში;

გ) სარეგულირებელი სამუშაოების წარმოება მისადგმელებზე და გაუმართაობების აღმოფხვრა ძრავის მუშაობისას;

დ) ძრავის გაჩერება სანთლის მაღალი ძაბვის სადენის ხუფის მოხსნით;

ე) სანგრევი ჩაქუჩით მუშაობა და აბრაზიული ქარგოლით საჭრელი სამუშაოების ჩატარება დამცავი სათვალეების ან სახანძრო ჩაჩქანის დამცავი მინის გარეშე.

    მუხლი 40. ელექტროძალური დანადგარები

უსაფრთხოების ზომები ელექტროძალური დანადგარების ექსპლუატაციისას უნდა შეესაბამებოდეს სახანძრო ავტომობილებისა და მისაბმელების ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს, ხოლო დანაყოფის პირად შემადგენლობას უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია.

    მუხლი 41. პნევმოკომპრესორები

1. სტაციონარული და გადასატანი სტაციონარული დანადგარების ექსპლუატაცია, რემონტი და გამოცდა უნდა ხორციელდებოდეს წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

2. პნევმოკომპრესორებზე სამუშაოდ დაიშვებიან დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება, ჩააბარეს გამოცდები და მიიღეს მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

3. კომპრესორები, რომლებიც გამოიყენება მანქანების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების დროს უნდა დამონტაჟდეს ამ მიზნებისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, მათი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველმყოფი მოთხოვნების დაცვით.

4. პნევმოკომპრესორების ექსპლუატაციისას საჭიროა:

ა) თითოეულ კომპრესორთან შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციის გამოკვრა;

ბ) გარაჟებში კომპრესორის ლითონის ბადით ან გისოსით შემოღობვა;

გ) კომპრესორის მბრუნავი ნაწილების და მისი ამძრავის დაფარვა შემოღობვით;

დ) კომპრესორული დანადგარების უზრუნველყოფა აუცილებელი საკონტროლოსაზომი აპარატურით;

ე) ტექნიკური გაუმართაობის აღმოჩენისას კომპრესორის მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

ვ) განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დამზღვევი სარქველების მდგომარეობასა და მათი ამოქმედების ზღვრულ წნევაზე, მუშაობის პერიოდში მათი გაქრევა (მაგრამ არაუიშვიათეს ერთხელ ცვლაში);

ზ) ზამთრის პერიოდში კონდენსატის მოცილება რეზერვუარიდან და ზეთტენშთამნთქმელებიდან კომპრესორის ყოველი გაჩერების შემდეგ.

5. ზამბარიანი დამცავი სარქველების მანომეტრები და დამჭიმი ქანჩები უნდა იქნეს შემოწმებული და დალუქული. მანომეტრების შემოწმება და დალუქვა ხორციელდება ყოველწლიურად, აგრეთვე დანადგარების შეკეთების შემდეგ.

    მუხლი 42. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი

1. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც გაიარეს სწავლება, მიიღეს ჩათვლები და ჭურჭელთან მუშაობის უფლება, პასუხისმგებელნი არიან მის გამართულობასა და უსფრთხო მუშაობაზე. მომსახურე პერსონალის ცოდნა მოწმდება ყოველწლიურად.

2. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის მონტაჟი, შეკეთება და ექსპლუატაცია ხორციელდება დადგენილი წესით დამტკიცებული მათი მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების შესაბამისად.

    მუხლი 43. აირსაჭრელი აპარატები

1. აირსაჭრელ აპარატებთან სამუშაოდ დაიშვებიან დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება, მიღებული ჩათვლები და მუშაობის ჩატარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

2. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე მორიგეობის დაწყებამდე ვალდებულია:

ა) დარწმუნდეს აპარატის გამართულობაში;

ბ) შეამოწმოს ფორმის ტანსაცმლის და დამცავი სათვალეების გამართულობა;

გ) გარე დათვალიერებით დარწმუნდეს საჭრელის, შლანგების, რედუქტორის, ხელსაწყოების გამართულობასა და სისუფთავეში, აგრეთვე ბალონების საიმედო დამაგრებაში;

დ) შეამოწმოს წნევა აპარატის ბალონებში (აცეტილენის – არანაკლებ 1 მპა, ჟანგბადის არანაკლებ 10 მპა).

3. ბალონების (სავსე და ცარიელის) გადატანა-გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ვენტილების შტუცერებზე ხუფებისა და სახშობების არსებობისას. აკრძალულია ბალონის დამცავი ხუფის მოხსნა ჩაქუჩის ან სხვა ლითონის საგნის დარტყმით, რამაც შეიძლება წარმოქმნას ნაპერწკლები.

4. ბალონების ექსპლუატაცია აკრძალულია, თუ:

ა) არ გააჩნიათ დაღი;

ბ) გაუმართავი აქვთ ვენტილები და დაზიანებული (სუსტად წამოცმული) ბუნიკები;

გ) დაზიანებული აქვთ კორპუსი (კოროზია, შეჭეჭყილობა და სხვა დაზიანებები);

დ) შტუცერი ცხიმიანი, ზეთიანი ან დაბინძურებულია;

ე) ხელახლა შემოწმების და ფოროვანი მასის (აცეტილენის ბალონებისათვის) შემოწმების ვადები ამოწურულია.

5. თუ ვენტილის გაუმართაობის გამო ბალონის გამოყენება შეუძლებელია, მასზე კეთდება წარწერა ,,ფრთხილად! სავსეა“ და იგი უბრუნდება ქარხანა-დამამზადებელს. ხანძარზე ან მეცადინეობაზე აირსაჭრელი აპარატების ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა მათი გამართულობის შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.

6. შეერთებების ჰერმეტულობის შემოწმება დასაშვებია მხოლოდ საპნის ხსნარის გამოყენებით. ბალონების ხელახალი შემოწმება ტარდება ზედამხედველობის ორგანოების მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

7. აირსაჭრელ აპარატზე მომუშავე ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის ხელმძღვანელის (უშუალო უფროსის) მიერ დავალებული სამუშაოები, ამასთან იგი პირადად უნდა დარწმუნდეს, რომ ამ უბანზე აპარატით მუშაობა არ გამოიწვევს აფეთქებას, ხანძარს ან ავარიას, აგრეთვე ტრავმას ან დასახიჩრებას.

    მუხლი 44. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობა

1. ინდივიდუალური საბაგირო-დამშვები მოწყობილობის (შემდგომში – მოწყობილობა) ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის დაიშვებიან პირები, რომლებმაც გაიარეს სწავლების სპეციალური კურსი. მოწყობილობის ტექნიკურ მომსახურებას და დალუქვას ახორციელებს მხოლოდ პასუხისმგებელი პირი პასპორტის შესაბამის გრაფაში ჩანაწერის შეტანით.

2. ხელახალ ტექნიკურ დათვალიერებას და გამოცდას ახორციელებს დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირი მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების, შეკეთების და ყოველი გამოყენების შემდეგ, ხოლო შემდგომში არაუიშვიათეს 12 თვეში ერთხელ.

3. მოწყობილობით დაშვება უნდა განხორციელდეს მდოვრედ, ბიძგების გარეშე, ქარხანა-დამამზადებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სქემით. მოწყობილობის გამოყენების ტაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული მოწყობილობის პასპორტ-ინსტრუქციაში აღნიშნულ მოთხოვნებს.

4. აკრძალულია:

ა) მოწყობილობის დაშლა;

ბ) მოწყობილობის ექსპლუატაცია, თუ ლუქები ჩამოგლეჯილია, აღმოჩენილია გაუმართაობები, მუშა ნაწილები დეფორმირებულია;

გ) შეუმოწმებელი და გაცვეთილი მოწყობილობის ექსპლუატაცია;

დ) მოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი მაშველი ქამრით (სახანძრო, სამონტაჟო);

ე) დაშვების სწავლება დაზღვევის გარეშე.

    მუხლი 45. მაშველი სახელოები

1. მაშველ სახელოებთან სამუშაოდ დაიშვებიან დანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირები, რომლებსაც შესწავლილი აქვთ მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი (ნაკეთობის პასპორტის შესაბამისად) და მიღებული ჩათვლები. მაშველი სახელოების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირის გვარი აღინიშნება პასპორტის შესაბამის გრაფაში.

2. მაშველი სახელოების მუშაუნარიანობის შემოწმებისას, აგრეთვე ვარჯიშისა და სწავლების დროს ჩამომსვლელის დაზღვევა უნდა განხორციელდეს მასზე დამაგრებული მაშველი თოკით.

3. მაშველი სახელოების ექსპლუატაციისას საჭიროა ჩამოშვებისას (განსაკუთრებით მაშველი თოკის ქვედა ნაწილში) სტატიკური ელექტროობის მუხტების დაგროვების შესაძლებლობის გათვალისწინება, რამაც შეიძლება იმოქმედოს მაშველების და გადასარჩენი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

4. ევაკუაციის დროს ევაკუირებულებს არ უნდა გააჩნდეთ მჩხვლეტავი (მჭრელი) საგნები, რათა არ დაზიანდეს მაშველი სახელო ან თავად ევაკუირებული.

5. ადამიანზე ელექტროობის სტატიკური ძაბვის ზემოქმედების შემცირების მიზნით საჭიროა შემდეგი ზომების მიღება:

ა) მაშველი სახელოების დამუშავება ანტისტატიკური საშუალებებით;

ბ) მაშველი სახელოების ქვედა ნაწილის პერიოდული დატენიანება (ჰაერის ტემპერატურის არანაკლებ 00C პირობებში);

გ) ჩამომსვლელების დაზღვევისას მაშველი თოკის დაჭერა ხელთათმანიანი ხელით.

6. მაშველი სახელოების ექსპლუატაცია აკრძალულია:

ა) თუ იგი გაცვეთილია;

ბ) არ გაუვლია მორიგი ტექნიკური დამოწმება;

გ) აქვს გამჭოლი დაზიანებები და არ ექვემდებარება შეკეთებას;

დ) არადანიშნულებისამებრ.

    მუხლი 46. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობა

1. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობა განკუთვნილია შენობა-ნაგებობებში ხანძრებისა და სხვა ავარიული სიტუაციების დროს ადამიანთა სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში დაცემის შესამსუბუქებლად, როდესაც ადამიანთა გადარჩენის სხვა ხერხების და საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

2. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობების ექსპლუატაცია, შენახვა და შეკეთება ხორციელდება ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის შესაბამისად.

3. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია:

ა) არადნიშნულებისამებრ;

ბ) პირადი შემადგენლობის მიერ ვარჯიშების ჩასატარებლად;

გ) მისი გაცვეთის შემთხვევაში ან მოხმარების ვადის გასვლისას;

დ) ხილული დაზიანებების არსებობისას.

4. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობის გამოყენებისას აკრძალულია მისი გრუნტზე დაგდება, აგრეთვე შტუცერზე შეერთებული შლანგის დატოვება მოწყობილობის დატუმბვის შემდეგ.

თავი VII

უსაფრთხოების მოთხოვნები ობიექტების შემოწმებისას (გამოკვლევის ჩატარებისას)

    მუხლი 47. ზოგადი მოთხოვნები

1. ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლის დაწყებამდე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ორგანოების სახელმწიფო ინსპექტორები ვალდებულნი არიან შეისწავლონ კონკრეტული ობიექტებისათვის დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

2. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლის დროს:

ა) ობიექტებზე, სადაც შექმნილია თბური, ვიბრაციული და შრომის სხვა მავნე პირობები, აგრეთვე ინახება და ბრუნვაშია რადიოაქტიური, ფეთქებადი ნივთიერებები, ტოქსიკური აირები და ორთქლი, გამოიყენება მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ფეთქებადსაშიში მოწყობილობა, ჭურჭელი, ადვილაალებადი და წვადი სითხეები, ტარდება ადამიანთა ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში სამუშაოები, საჭიროა ამ ობიექტებისათვის შემუშავებულ შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესებში, ინსტრუქციებში, დებულებებსა და სხვა დოკუმენტებში მოყვანილი სიფრთხილის წინასწარი ზომების მიღება;

ბ) საშიში საწარმოო პროცესის მქონე ობიექტებზე, სამშენებლო მოედნებზე აუცილებელია ამ ობიექტების უსაფრთხოების ტექნიკის შესაბამისი ინსტრუქციით გათვალისწინებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება;

გ) დაუშვებელია მაღლივ შენობა-ნაგებობებში სახურავის, გადახურვის, მოედნების შემოუღობავ კიდეებთან მიახლოება. აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მაშველი თოკების გამოყენება, ტექნოლოგიური და სხვა ღიობების მახლობლად გადაადგილებისას სიფრთხილის დაცვა;

დ) სამკურნალო-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში საჭიროა ადმინისტრაციისაგან ქცევის წესების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის მიღება და მათი შესრულება. მოშლილი ფსიქიკის, ინფექციური და გადამდები დაავადების მქონე პირებთან განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების მიღება. შემოწმების ჩატარება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის და ადმინისტრაციის თანხლებით.

თავი VIII

სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების, მოწყობილობის, აპარატებისა და ხელსაწყოების გამოცდის წესი

    მუხლი 48. სახანძრო ავტომობილების ტუმბოები და ძრავიანი ტუმბოები

სახანძრო ავტომობილების ტუმბოების და ძრავიანი ტუმბოების გამოცდა უნდა ჩატარდეს ყოველი №2 ტექნიკური მომსახურებისას (5000 კმ გარბენის შემდეგ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ), სახანძრო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მოყვანილი მეთოდიკის შესაბამისად. გამოცდის დროს უნდა შესრულდეს შემდეგი პირობები:

ა) გამოცდის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რომ ტუმბოების და მილსადენების მონტაჟი შესრულებულია სახანძრო ავტომობილის თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;

ბ) სახანძრო ავტომობილის წყალქაფის კომუნიკაციების ვენტილები, საკვალთეები, ჩამოსასხამი ონკანები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ადვილად იკეტებოდეს და იღებოდეს. უნდა შემოწმდეს ტუმბოების შემჭიდროებების შეზეთვის სისტემის გამართულობა. შეერთების ადგილებისა და მართვის ნაწილებში ჟონვა არ დაიშვება;

გ) სახანძრო ავტომობილების ტუმბოების ლილვის ბრუნის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს ნომინალურს (ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულს) 5%-ზე მეტად;

დ) ტუმბოების შემწოვ მილყელში ნატბორი არ უნდა აღემატებოდეს 4,0 კგძ/სმ2 (0,4 მპა), ხოლო პლასტიური სატენით შემჭიდროვებული ლილვიანი ტუმბოებისათვის – 8.0 კგძ/სმ2 (0,8 მპა);

ე) სახანძრო ავტომობილის ტუმბოდან გამოსვლისას დაწნევა არ უნდა აღემატებოდეს 11,0 კგძ/სმ2 (1,1 მპა);

ვ) ჰერმეტულობა მუშა თვლის ბრუნვისას უნდა შემოწმდეს ჰიდრავლიკური წნევით, რომელსაც ქმნის თვით ტუმბო ნომინალური ბრუნვების რეჟიმის დროს;

ზ) სახანძრო ავტომობილების ტუმბოების და ძრავიანი ტუმბოების გაშვებისას სადაწნეო მილყელზე საკვალთები ბოლომდე უნდა იყოს დაკეტილი;

თ) აირჭავლის ვაკუუმური სისტემით მოწყობილი სახანძრო მანქანების ტუმბოების გაშვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ ვაკუუმის ონკანში წყლის გამოჩენის შემდეგ;

ი) შემოწმებების ჩატარების პერიოდში გაუმართაობების აღმოჩენისას სახანძრო მანქანის ტუმბო დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამორთული. შემდგომი გამოცდები ტარდება გაუმართაობების აღმოფხვრის შემდეგ.

    მუხლი 49. სახანძრო ლულები, სახანძრო სვეტები, განშტოებები, გადამყვანები, წყალშემკრებები

1. სახანძრო ლულების, სახანძრო სვეტების, განშტოებების, გადამყვანების, წყალშემკრებების დანადგარების კორპუსების სიმტკიცე (გამძლეობა) და ჰერმეტულობა მოწმდება ჰიდრავლიკური წნევით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმდება ხორციელდება წელიწადში ერთხელ.

3. დაუშვებელია დეტალების გარე ზედაპირზე და შეერთების ადგილებში წყლის წვეთების ნიშნების წარმოქმნა.

    მუხლი 50. სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები

სასუნთქი და მხედველობის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოცდა (შემოწმება) ტარდება გაზკვამლდამცავი სამსახურის დარიგებაში მოყვანილი მეთოდიკით და დადგენილ ვადებში.

    მუხლი 51. სახანძრო დამცავი კოსტიუმები

სახანძრო დამცავი კოსტიუმების გამოცდა (შემოწმება) ტარდება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ და ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მოყვანილ ვადებში და მეთოდიკით.

    მუხლი 52. ხელის სახანძრო კიბეები

1. ხელის სახანძრო კიბეების გამოცდა უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ და ყოველი შეკეთების შემდეგ შეჯიბრებაში გამოყენებამდე მასზე წარმოდგენილ უნდა იქნეს გამოცდის აქტი. აკრძალულია სახანძრო ხელის კიბის გამოყენება, რომელიც გაუმართავია, ძირითადი ნაწილები დაზიანებული აქვს ან ვერ გაუძლო გამოცდას.

2. გამოცდის დროს გასაშლელი კიბე უნდა დადგეს მყარ გრუნტზე, გაიშალოს მთელ სიმაღლეზე და დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან (2,8 მ კედლიდან კიბის ბუნიკებამდე). ასეთ მდგომარეობაში ყოველი მუხლი უნდა დაიტვირთოს შუაში, კიბის ორივე ჩანზე 100 კგ წონის ტვირთით, 2 წთ-ის განმავლობაში. ჯაჭვმა უნდა გაუძლოს 200 კგ დაჭიმულობას დეფორმაციის გარეშე.

3. გამოცდის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებები, კიბის მუხლები უნდა გაიხსნას და დაეშვას ჩაჭედვის გარეშე.

4. ხელის სახანძრო კიბეების შეჯიბრში დაშვების თავისებურებები თანხმდება სახანძრო-გამოყენებითი შეჯიბრების დებულების თანახმად.

5. გამოცდის დროს საიერიშო კიბე უნდა დაეკიდოს თავისუფლად კაკვის ბოლოზე და ყოველი ჩანა მე-2 საფეხურის დონეზე ქვევიდან დაიტვირთოს 80 კგ წონის ტვირთით (სულ 160 კგ) 2 წუთის განმავლობაში. გამოცდის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს ბზარები და კაკვს ნარჩენი დეფორმაცია.

6. გამოცდის დროს ჯოხ-კიბე უნდა დადგეს მყარ გრუნტზე, დაეყრდნოს კედელს 750 კუთხით ჰორიზონტალთან და დაიტვირთოს შუაში ორივე ჩანაზე 120 კგ წონის ტვირთით 2 წთ განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ კიბეს არ უნდა ჰქონდეს არავითარი დაზიანება, უნდა იკეცებოდეს ადვილად და მჭიდროდ.

    მუხლი 53. ავტოკიბეები და ავტოამწეები

ავტოკიბეების სტატიკური გამოცდა ტარდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო უსაფრთხოების ველის ტექნიკური მომსახურება №2-ის დროს. ავტოკიბეების და ავტოამწეების გამოცდის წესი მოყვანილია ქარხანა-დამამზადებლის მიერ თანდართულ ინსტრუქციაში.

    მუხლი 54. ელექტროფიცირებული ხელის იარაღი, ელექტროგანათების ხელსაწყოები, აირსაჭრელი აპარატები

ელექტროიარაღის, ელექტროგანათების ხელსაწყოების და აირსაჭრელი აპარატების გამოცდები ტარდება მათზე არსებულ ტექნიკურ პასპორტებსა და საუწყებო ტექნიკურ პირობებში მოყვანილ ვადებში და პროგრამით.

    მუხლი 55. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობა

1. პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობის გამოცდა ტარდება გათვლაში მიღებამდე.

გამოცდა ტარდება პნევმატურ სახტომ მაშველ მოწყობილობაზე 20 მ სიმაღლიდან 100 კგ მასის ტვირთმაკეტის (ქვიშიანი ტომარა) ჩამოგდების გზით.

2. გამოცდის შედეგად არ უნდა დაირღვეს პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობის მასალებისა და კონსტრუქციების ნგრევა (რღვევა). ტვირთმაკეტის ვარდნისას პნევმატური სახტომი მაშველი მოწყობილობის მუშა ზედაპირის შემოსაზღვრულ ნაწილში ის არ უნდა შეეხოს გრუნტს.

3. პირველი გამოცდისა და შემდგომი გამოყენების შესახებ ჩანაწერი შეტანილ უნდა იქნეს მოწყობილობის პასპორტის შესაბამის გრაფაში.

4. შეკუმშული ჰაერიანი ბალონების გამოცდა და ტექნიკური მომსახურება ტარდება წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლის უსაფრთხო ექსპლუატაციის და მოწყობის წესების და ბალონების პასპორტის შესაბამისად.

    მუხლი 56. მაშველი თოკები (მოწყობილობა)

1. მაშველი თოკის გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ. გამოცდის ჩასატარებლად თოკი უნდა დაუშვან მთელ სიგრძეზე და მის ბოლოზე დაკიდონ 350 კგ ტვირთი 5 წთ-ის განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს არავითარი დაზიანება, თოკის ნარჩენი წაგრძელება არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%. მაშველი თოკი შეიძლება გამოიცადოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბლოკის საშუალებით.

2. მაშველი თოკის სტატიკური გამოცდა: მაშველი თოკი უნდა გაატარონ ბლოკებში და საკეტში. ამასთან საკეტმა მყარად უნდა დაამაგროს მაშველი თოკი. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკს არ უნდა ჰქონდეს არავითარი დაზიანება, თოკის ნარჩენი წაგრძელება არ უნდა აღემატებოდეს მისი პირველადი სიგრძის 5%.

3. მაშველი თოკის დინამიკური გამოცდა: ბლოკებში და საკეტში გატარებული თოკის ბოლოს კარაბინზე უნდა ჩამოკიდონ 150 კგ ტვირთი და გადააგდონ მე-3 სართულის რაფიდან. ტვირთის გადაგდების დროს თოკმა არ უნდა წაიბუქსაოს 30 სმ-ზე მეტად.

4. სხვა მაშველი მოწყობილობების გამოცდა უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, თითოეული სახის მაშველი მოწყობილობის პასპორტის ან ტექნიკური მოწყობის შესაბამისად.

    მუხლი 57. სახანძრო, სამაშველო ქამრები და სახანძრო კარაბინები

1. სახანძრო, სამაშველო ქამრები და სახანძრო კარაბინები უნდა გამოსცადონ სიმტკიცეზე წელიწადში ერთხელ. გამოცდისათვის ქამარი ჩამოცმულ უნდა იქნეს არანაკლებ 300 მმ დიამეტრის მყარ კონსოლურ ან კოჭისებრ კონსტრუქციაზე და შეიკრას აბზინდაზე. ქამრის ნახევარრგოლზე დამაგრებულ კარაბინზე ბიძგების გარეშე ეკიდება ტვირთი წონით 350 კგ 5 წუთის განმავლობაში (სახანძრო მაშველი ქამრებისათვის – 300კგ/5წთ).

2. დატვირთვის მოხსნის შემდეგ ქამარს არ უნდა ჰქონდეს არავითარი გაწყვეტები და ქამრის ლენტის, აბზინდის, მოქლონის და სხვა დაზიანებები. კარაბინს არ უნდა ჰქონდეს შეცვლილი ფორმა და მასალის მთლიანობა.

3. კარაბინის საკეტი უნდა იხსნებოდეს თავისუფლად და მჭიდროდ იკეტებოდეს. გამოცდები შეიძლება ჩატარდეს სტენდზე დინამომეტრის მეშვეობით.

    მუხლი 58. სახელოების დამჭერები

 1. სახელოების დამჭერების გამოცდა სიმტკიცეზე უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ.  გამოცდისათვის დამჭერი კაკვით უნდა დაეკიდოს კოჭის, რაფის და სხვა ბრტყელ ზედაპირს, ხოლო მის შეკრულ მარყუჟზე – 200 კგ ტვირთი 5 წუთის განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ სახელოს დამჭერის კაკვს არ უნდა ჰქონდეს დეფორმაციები, ხოლო ზონარს – გაწყვეტები და სხვა დაზიანებები.

2. ჯოხ-კიბის, საიერიშო კიბის, კიბის გამოსაწევი სარტყელების, სახანძრო ქამრის კარაბინის, მაშველი თოკის გამოცდა შეიძლება ჩატარდეს სახანძრო მოწყობილობის და მეხანძრის აღჭურვილობის გამოსაცდელ სტენდზე, ხოლო სახანძრო სვეტების, სახელოს განშტოებების, ხელის სახანძრო ლულების – სახანძრო დანადგარების ჰიდრავლიკური გამოცდის სტენდზე.

 დანართი 2

 

 შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკაში ჩატარებული ინსტრუქტაჟების აღრიცხვის ჟურნალი

_______________________________________________________________________________________

(დანაყოფის დასახელება)

 

გვარი, სახელი _______________________________________________________

თანამდებობა . _______________________________________________________

დანაყოფებში მუშაობს . _______________________________________________________ წლიდან

დაწყებითი ინსტრუქტაჟი ჩატარებულია . _______________________________________________

______________________________________________________________________________________        

თარიღი, ინსტრუქტაჟის მიმღების ხელმოწერა

                   

 

 

 

თარიღი, ინსტრუქტაჟის ჩამტარებლის ხელმოწერა

 

ჩათვლის ჩაბარების თარიღი

რა საკითხებში ჩატარდა ჩათვლა (ინსტრუქტაჟი)

ხელმოწერები

ჩათვლის მიმღების

(ინსტრუქტაჟის ჩამატრებლის)

ჩათვლის ჩამბარებლის (ინსტრუქტაჟის მიმღების)

 

 

 

 

    

    შენიშვნა: დანაყოფის თითოეულ მუშაკს ჟურნალში ეთმობა ცალკე გვერდი.

 

დანართი 3

 ფორმა 1

აქტი

წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

 

1. სამინისტრო, უწყება . _______________________________________________________

2. საწარმოს დასახელება . _______________________________________________________

3. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისამართი . _____________________________________________

4. დაშავებულის გვარი, სახელი . _______________________________________________________

5. მამაკაცი, ქალი (ხაზი გაესვას) _______________________________________________________

6. ასაკი . ____________________________________________________

7. სპეციალობა, თანამდებობა _______________________________________________________

8. დაშავებულის მუდმივი სამუშაო ადგილი _________________________________________________

                                                                                   (ან დანაყოფი, საიდანაც იგი იყო გაგზავნილი)

9. უბედური შემთხვევის ადგილი, რა სამუშაოს ასრულებდა დაშავებული

__________________________________________________________________________________________

 

10. იმ მორიგე ცვლის უფროსის გვარი, სახელი, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა

__________________________________________________________________________________________

 

11. დაშავებულის მუშაობის სტაჟი:

ა) მუშაობის საერთო სტაჟი ძირითადი პროფესიით _________________________________________

ბ) მუშაობის სტაჟი იმ სამუშაოზე, რომლის შესრულებისას მოხდა უბედური შემთხვევა __________

12. უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი, სწავლება:

ა) დაწყებითი ინსტრუქტაჟი _________________________________________

                                                                      (ჩატარების თარიღი)

ბ) სამუშაო ადგილზე ინსტრუქტაჟი იმ საქმიანობის შესახებ, რომლის შესრულებისას

მოხდა უბედური შემთხვევა _________________________________________

                                                                (ჩატარების თარიღი)

გ) ატესტაცია _________________________________________

                                        (ჩატარების თარიღი)

13. უბედური შემთხვევა მოხდა 200 წლის____ . თვის____ . რიცხვში____ . საათზე.

14. სამუშაოს დაწყებიდან რამდენი სრული საათი იმუშავა დაშავებულმა . ____________

15. უბედური შემთხვევის ვითარების დაწვრილებითი აღწერა: .

________________________________________

________________________________________

16. დაშავების ფაქტორი .

17. უბედური შემთხვევის მიზეზები .

________________________________________

18. უბედური შემთხვევის მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიებების ნუსხა:

 

ღონისძიების დასახელება

შესრულების ვადა

შემსრულებელი

აღნიშვნა შესრულებაზე*

 

 

 

 

 

 

* ღონისძიების შესრულების შესახებ აღნიშვნას აკეთებს მართვის ორგანოს შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის პასუხისმგებელი პირი, შეამოწმებს რა ამ ღონისძიების შესრულებას დანაყოფის უფროსთან ერთად.

აქტი შედგენილია 200 წლის ____ თვის____რიცხვში____საათზე

 

დანაყოფის უფროსი ________________                                  (ხელმოწერა, გვარი, სახელი)

 

შრომის დაცვის ინსპექტორი ________________                    (ხელმოწერა, გვარი, სახელი)

 

19. უბედური შემთხვევის შედეგები . ________________________________________________

ა) ტრავმის შედეგი: გამოჯანმრთელდა, გადაყვანილია მსუბუქ სამუშაოზე, დაუდგინდა I, II, III ჯგუფის ინვალიდობა, დაიღუპა (საჭიროს ხაზი გაესვას).

 

დიაგნოზი შრომისუუნარობის ფურცლის ან სამკურნალო დაწესებულებების ცნობის მიხედვით

გათავისუფლებულია სამუშაოდან (აღინიშნოს როდიდან როდემდე)

შრომისუუნარობის დღეების რაოდენობა (სამუშაო დღეები)

 

 

 

შეივსება უბედური შემთხვევით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის დამთავრების შემდეგ.

ბ) მატერიალური ზარალი:

გადახდილია შრომისუუნარობის ფურცლის მიხედვით                          ლარი

დაზიანებული მოწყობილობის ღირებულება                                           ლარი

დაზიანებული იარაღის ღირებულება                                                          ლარი

დაზიანებული მასალების ღირებულება                                                      ლარი

დანგრეული შენობების, ნაგებობების ღირებულება და სხვა ხარჯები   ლარი

                                                                     სულ :                                          ლარი

 

     დანაყოფის უფროსი ________________________________

                                        (ხელმოწერა, გვარი, სახელი, თარიღი)

 

დანართი 3

განმარტებები ფორმა 1-ის შესავსებად

აქტის შესაბამისი მუხლების შევსებისას უნდა შესრულდეს შემდეგი:

პუნქტი 6 – ,,ასაკი” – აღინიშნოს დაშავებულის ასაკი უბედური შემთხვევის მომენტში.

პუნქტი 9 – აღინიშნოს ობიექტის ადგილმდებარეობა (მისამართი).

პუნქტი 12 ა) ქვეპუნქტი – მიეთითოს დაწყებით მომზადებაში ჩათვლის მიღების თარიღი, მის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

პუნქტი 12 ბ) ქვეპუნქტი – მიეთითოს შემდგომი მომზადების ჩათვლების მიღების თარიღი.

პუნქტი 12 გ) ქვეპუნქტი – ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში მიეთითოს მისი ჩატარების თარიღი, თუ ატესტაცია არ ჩატარებულა, ჩაიწეროს – ,,არ ჩატარებულა”, ხოლო თუ სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე ატესტაციის ჩატარება არ წარმოადგენს საჭიროებას, ჩაიწეროს – ,,არ საჭიროებს”.

პუნქტი 13 – შემთხვევის დრო მიეთითოს 24-საათიანი გამოანგარიშებით, მაგალითად, 16 საათი (და არა დღის 4 საათი).

პუნქტი 14 – მიეთითოს სამუშაოს დაწყებიდან რამდენი სრული საათის შემდეგ მოუხდა დაშავებულს უბედური შემთხვევა, მაგალითად, ,,3 საათის შემდეგ”, ,,6 საათის შემდეგ”, ,,12 საათის შემდეგ”.

პუნქტი 15 – უბედური შემთხვევის გარემოებათა აღწერისას საჭიროა უბედური შემთხვევის ადგილის და დაშავებულის მოქმედებების დახასიათება, იმ მოვლენების თანმიმდევრობის გადმოცემა, რომლებიც წინ უძღვოდა უბედურ შემთხვევას, აგრეთვე უნდა აღინიშნოს, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობის პროცესი და ვინ ხელმძღვანელობდა სამუშაოს.

პუნქტი 16 – აღინიშნოს მანქანის, იარაღის, მოწყობილობის ან სხვა საშიში ფაქტორის დასახელება, რომლის ზემოქმედებამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა.

პუნქტი 17 – ამ პუნქტში ზუსტად უნდა აღინიშნოს ძირითადი მიზეზი (მიზეზები) – გადასაღობი და დამცველი მოწყობილობების არარსებობა, მოწყობილობის გაუმართაობა, სამუშაოზე ისეთი პირების დაშვება, რომლებსაც არ გაუვლიათ სწავლება და ინსტრუქტაჟი და ა.შ.

პუნქტი 18 – აღინიშნოს თითოეული ღონისძიება ცალ-ცალკე. სასჯელის დადება არ წარმოადგენს აქტის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, ამიტომ მონაცემები მის შესახებ არ უნდა იქნეს მოყვანილი. აღნიშვნა ღონისძიების შესრულების შესახებ უნდა იყოს შეტანილი არა უგვიანეს ერთ თვეში აქტის შედგენის დღიდან. იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კაპიტალდაბანდებასთან და მოითხოვენ ხანგრძლივ ვადას, აღნიშვნები უნდა გაკეთდეს ყოველდღიურად მათი შესრულების მსვლელობისას.

პუნქტი 19 – ტრავმის შედეგი უნდა აღინიშნოს ზუსტად შრომისუუნარობის ფურცლის ან სამკურნალო დაწესებულების ცნობის მიხედვით. მატერიალური ზარალი განისაზღვრება ბუჰღალტერიის ცნობით.


დანართი 3

ფორმა 2

სახანძრო-სამაშველო დანაყოფში მომხდარი ჯგუფური, ლეტალური და მძიმეშედეგიანი უბედური შემთხვევების აღრიცხვის

ჟ უ რ ნ ა ლ ი

 

უბედური შემთხვევის ადგილი

დანაყოფი, სადაც მუშაობდა დაშავებული

მონაცემები დაშავებულზე

უბედური შემთხვევის ვითარების მოკლე აღწერა და მისი შედეგები

სად და როდის იქნა განხილული მოკვლევის მასალები

პროკურატურის მოკვლევის შედეგები, სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები

დაშავებულის გვარი, სახელი

დაბადების წელი

თანამდებობა

მუშაობის სტაჟი მოცემულ ადგილზე

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 3

ფორმა 3

ა ქ ტ ი

უბედური შემთხვევის სპეციალურ გამოკვლევაზე

 

 

(ჯგუფური, მძიმე, სასიკვდილო შედეგით)

 

მომხდარი 200 წლის „ ______ ________________ “ სთ ______წუთზე, რომელიც შეემთხვა

__________________________________________________________________________________

(დაშავებულის გვარი, სახელი, თანამდებობა, დანაყოფის დასახელება)

 

კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე  ________________________________________________

(გვარი, სახელი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი)

კომისიის წევრები  ________________________________________________

 (გვარი, სახელი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი)

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით ________________________________________

                                                                            (გვარი, სახელი, თანამდებობა, სამუშაო ადგილი)

_________________________________________________________________________________

შეადგინა აქტი ზემოაღნიშნული უბედური შემთხვევის გამოკვლევის შესახებ.

200 წლის “______ ___________________________________________________.

(აქტის შედგენის დრო და ადგილი)

 

I. მონაცემები დაშავებულის (დაშავებულების) შესახებ

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

გვარი, სახელი, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა, მუშაობის სტაჟი საერთო და პროფესიით (მათ შორის, მოცემულ დანაყოფში), უსაფრთხოების ტექნიკის დაწყებითი და შემდგომი მომზადების და ჩათვლების მიღების თარიღი, დაშავებულის ოჯახური მდგომარეობა, მონაცემები მის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის წევრების შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების წელი, ნათესაური კავშირი დაშავებულთან). თუ გამოიკვლევა ჯგუფური უბედური შემთხვევა, უნდა იყოს აღნიშნული მონაცემები თითოეულ დაშავებულზე ცალ-ცალკე. მონაცემები ოჯახის წევრების შესახებ უნდა იყოს მოყვანილი სასიკვდილო უბედური შემთხვევის დროს.

 

II. უბედური შემთხვევის გარემოებები

უბედური შემთხვევა, რომელიც მოუხდა ___________________________________________

                                                              (გვარი, სახელი)

 _______________მუშაობისას _____________________________________შესრულების დროს.

 (ობიექტზე)                                                            (ოპერაციები)

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

მიეთითება შემთხვევის ადგილის მოკლე დახასიათება, დაშავებულის (დაშავებულების) და სხვა პირების მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევასთან, გადმოიცეს მოვლენათა თანმიმდევრობა, უნდა აღინიშნოს, თუ რა უძღვოდა წინ უბედურ შემთხვევას, როგორ მიმდინარეობდა შრომის პროცესი, ვინ ხელმძღვანელობდა ამ პროცესს, რა მოუვიდა დაშავებულს. დასახელებულ იქნეს მანქანა, იარაღი მოწყობილობა ან სხვა საშიში საწარმოო ფაქტორი, რომლის ზემოქმედებითაც მოხდა უბედური შემთხვევა, აგრეთვე უსაფრთხო შრომის მოთხოვნებისადმი მისი შეუსაბამობის ხასიათი. აღინიშნოს ტრავმის ხასიათი, მისი სიმძიმის ხარისხი, წინასწარი დიაგნოზი და დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ მიღებული პირველადი დახმარების ზომები.

 

III. უბედური შემთხვევის მიზეზები

_________________________________________________________________________________

_________________________________________________________________________________

მიეთითება უბედური შემთხვევის ძირითადი მიზეზები: მანქანების გაუმართაობა ან კონსტრუქციული ნაკლოვანებები; სამუშაოზე მოუმზადებელი და არაინსტრუქტირებული პირების დაშვება; სამუშაოების წარმოებაზე ზედამხედველობის არარსებობა; გაუმართავი მოწყობილობის, მანქანებისა და მექანიზმების ექსპლუატაცია; მუშაობა ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებების გარეშე ან მათი შეუსაბამობა შრომის დაცვის მოთხოვნებთან და ა.შ.

 

IV. უბედური შემხთვევების განმეორების მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიებები

კომისიის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები შეიძლება იყოს მოყვანილი თანდართული ფორმის ცხრილის სახით:

 

ღონისძიების დასახელება

შესრულების ვადა

შემსრულებელი

 

 

 

 

ან უნდა იყოს ჩამოთვლილი ტექსტში ღონისძიებების შინაარსის, შესრულების ვადებისა და პასუხისმგებელი პირების აღნიშვნით.

 

V. კომისიის დასკვნა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევების და მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

 

მიეთითება სტანდარტების, წესების, ნორმების, ინსტრუქციების დარღვევები, უნდა დასახელდეს პირები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ თავიანთ ქმედობაზე, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა; უნდა იყოს ჩამოთვლილი კომისიის მიერ შემოთავაზებული დამნაშავეთა დასჯის ზომები.

აქტის დასკვნით ნაწილში უნდა იყოს მოყვანილი თანდართული გამოკვლევის მასალების ნუსხა: წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე აქტის დამოწმებული ასლი, უბედური შემთხვევის ადგილის სქემა, თვითმხილველთა და სხვა პირების წერილობითი ახსნა-განმარტებები, ცნობები დაშავებულის მიერ სწავლების გავლის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ან სამკურნალო დაწესებულების დასკვნა სიკვდილის მიზეზების შესახებ (სასიკვდილო შედეგის დროს), სიმთვრალის ხარისხის შესახებ, თუ დაშავებული იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, საექსპერტო კომისიების დასკვნები, ცნობები და სხვა მასალები, რომლებსაც კავშირი აქვთ უბედურ შემთხვევასთან.

     კომისიის თავმჯდომარე ____________________________________________________

                                                                              (ხელმოწერა, თარიღი)

 

     კომისიის წევრები ____________________________________________________

                                                                               (ხელმოწერა, თარიღი)

 

 

დანართი №4

ნივთიერებები და მასალები, რომელთა ჩაქრობისას სახიფათოა წყლის და წყლის შემცველი ცეცხლმაქრი ნივთიერებების გამოყენება

 

ნივთიერება ან მასალა

წყლის ზემოქმედების შედეგი

ტყვიის აზიდი

არამდგრადია, ფეთქდება ტენიანობის 30%-მდე გაზრდისას

ალუმინი

წვის დროს წყალს შლის წყალბადად და ჟანგბადად

ითუმი

კომპაქტური წყლის ჭავლის მიწოდება გამოიწვევს ამოფრქვევას და წვის გაძლიერებას

ტუტე და ტუტემიწა ლითონების შემცველი ჰიდრატები

რეაგირებს წყალთან, წყალბადის გამოყოფით

რკინა კაჟოვანი (ფეროსილიციუმი)

გამოიყოფა ჰაერზე თვითაალებადი ფოსფოროვანი წყალბადი

ფოსფოროვანი კალციუმი

რეაგირებს წყალთან, ჰაერზე თვითაალებადი ფოსფოროვანი წყალბადის გამოყოფით

კალციუმის ზეჟანგი

იშლება წყალში, ჟანგბადის გამოყოფით

ალუმინის კარბიდი

ბარიუმის კარბიდი

კალციუმის კარბიდი

ტუტე ლითონების კარბიდი

იშლება წყალში წვადი აირების გამოყოფით;

 

 

წყალთან კონტაქტისას ფეთქდება

აზოტმჟავა

ეგზოთერმული რეაქცია

გოგირდმჟავა

ეგზოთერმული რეაქცია

მარილმჟავა

ეგზოთერმული რეაქცია

მაგნიუმი და მისი შენადნობები

წვის დროს წყალს შლის წყალბადად და ჟანგბადად

წყალბადიანი ნატრიუმი

ლითონის ნატრიუმი

რეაგირებს წყალთან წყალბადის გამოყოფით

ნატრიუმჰიდროსულფატი

ძლიერ ცხელდება, შეიძლება გამოიწვიოს წვადი მასალების აალება

ნატრიუმის ზეჟანგი

კალიუმის ზეჟანგი

წყლის მოხვედრისას შესაძლებელია აფეთქებისმაგვარი ამოფრქვევა და წვის გაძლიერება

ნატრიუმსულფიდი

ძლიერ ცხელდება (4000C მეტად), შეიძლება გამოიწვიოს წვადი ნივთიერებების აალება, კანზე მოხვედრისას იწვევს დამწვრობას, რომელსაც ახასიათებს ძნელად მოსარჩენი იარები

ჩაუმქრალი კირი

რეაგირებს წყალთან დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით

ნიტროგლიცერინი

ფეთქდება წყლის ჭავლის მოხვედრისაგან

პეტროლატუმი

კომპაქტური ჭავლის მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს ამოფრქვევა და წვის გაძლიერება

რუბიდიუმი

რეაგირებს წყალთან წყალბადის გამოყოფით

გვარჯილა

წყლის ჭავლის მიწოდება გვარჯილის ნადნობზე იწვევს ძლიერ აფეთქებამაგვარ ამოფრქვევას და წვის გაძლიერებას

გოგირდის ანჰიდრიდი

წყლის მოხვედრისას შესაძლებელია აფეთქებისმაგვარი ამოფრქვევა

სესკვილქლორიდი

წყალთან კონტაქტი აფეთქების

სილანი

რეაგირებს წყალთან ჰაერზე თვითაალების მქონე წყალბადიანი სილიციუმის გამოყოფით

ტერმიტი, ტიტანი და მისი შენადნობი, ოთხქლორიანი ტიტანი

რეაგირებს წყალთან დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფით

ტრიეთალუმინი

ქლორსულფონური მჟავა

წყალთან რეაგირებისას იწვევს აფეთქებას

ცინკის მტვერი

წყალს შლის წყალბადად და ანგაბადად

ტუტე ლითონები (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და სხვ.)

გამოიყოფა წყალბადი, რომლის აალებას იწვევს რეაქციის შედეგად გამოყოფილი სითბო

 

დანართი №5

სახანძრო-ტექნიკური შეიარაღების გამოცდების შედეგების აღრიცხვის ჟურნალი

 

№№

შეიარაღების

დასახელება

საინვენტარო

ნომერი

საგამოცდო

დატვირთვის

სიდიდე

გამოცდის

შედეგი

პირი, რომელმაც ჩაატარა გამოცდა

(ხელმოწერა)

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი №6

რადიაციის ზემოქმედების პირობებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფის პირადი შემადგენლობის მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი

 

№№

სახანძრო

დაცვის

დასახელება

პირადი შემადგენლობის რაოდენობა

პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს დასხივება

სულ

მათ შორის, დოზების მიხედვით

1-50

51-100

101-150

151-200

201

და მეტი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანაყოფის ხელმძღვანელი . ____________________________________________________