დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 62, 20/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.013.122 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/05/2009 - 10/07/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.033.013.122
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №178/ნ
2009 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის (ორგანიზაციული კოდი 35 19 02) და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი 1
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარება/განახლება.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია და აღჭურვა.
მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები და ღონისძიებები
1. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის (შემდგომში – სსიპ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი) ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა;
ბ) შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელო-ბის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით);
გ) ქ.თბილისის №1 საწყობის (ორხევის საწყობი) სარემონტო სამუშაოები.
2. სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი
ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;
ბ) სს “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა;
გ) სს “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა.
3. წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა
ა) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები;
ბ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა;
გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა;
დ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ე) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი;
ვ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები.
4. საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები
ა) სამუშაოების ექსპერტიზა;
ბ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია; შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოების (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით) საპროექტო დოკუმენტაცია; ქ. თბილისის №1 საწყობის (ორხევის საწყობი) სარემონტო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია; სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაციის და დამატებითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია (მ.შ, დენდროლოგია).
მუხლი 4. განხორციელების მეთოდოლოგია
ა) სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარის სპეციფიკაციებს (ტექნიკურ მახასიათებლებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“;
ბ) სს “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ შესასყიდი ჟანგბადის სადგურების კომპრესორისა და მაღალი გამავლობის ავტომობილების სპეციფიკაციებს (ტექნიკურ მახასიათებლებს) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს“ მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორისა და სერვისოთახების გენერატორის ტექნიკურ მახასიათებლებს (სპეციფიკაციებს) „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრს” მიაწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
დ) სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტის სამივე პუნქტით განსაზღვრული ყველა სამუშაო წარმოებს წინასწარ მომზადებული საპროექტო სამუშაოს საფუძველზე.
მუხლი 5. პროგრამის განხორციელება
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას ახორციელებს სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
„სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 5 563 637.73 ათასი ლარით.
ბიუჯეტის გაწერა კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:
|
| კომპონენტები და ღონისძიებები | ღირებულება ლარებში |
| 1 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კომპონენტი |
|
| ა | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ავტოსადგომის მოწყობა და ეზოს კეთილმოწყობა | 783 270.00 |
| ბ | შპს „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დამამთავრებელი სამუშაოები (მათ შორის: გარე გაზმომარაგების სამუშაოები, საქვაბე დანადგარის მონტაჟი, საქვაბის მომარაგება მაგისტრალური ქსელით) | 543 880.00 |
| გ | ქ. თბილისის №1 საწყობის (ორხევის საწყობი) სარემონტო სამუშაოები | 291 888.00 |
|
| ქვეჯამი | 1 619 038.00 |
| 2 | სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა აღჭურვის კომპონენტი: |
|
| ა | სს „ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ახალი კორპუსის საოფისე და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა | 1 338 363.00 |
| ბ | სს “აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ჟანგბადის სადგურების კომპრესორის შესყიდვა | 96 500.00 |
| გ | სს “აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრისთვის“ ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა | 50 000.00 |
|
| ქვეჯამი | 1 484 863.00 |
| 3 | წინა წლებში ნაკისრი ვალდებულებების დაფარვა |
|
| ა | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები | 28 089.71 |
| ბ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) საინფორმაციო სისტემების მოწყობა | 15 490.00 |
| გ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების კლიმატკონტროლის სისტემისა და სახანძრო დაცვის სისტემის მოწყობა | 98 863.00 |
| დ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) სერვისოთახების გენერატორის მიწოდება და მონტაჟი | 64 448.28 |
| ე | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) გენერატორის მიწოდება და მონტაჟი | 361 906.74 |
| ვ | სსიპ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ №144-ში მდებარე შენობის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების) რეაბილიტაცია და დამატებითი სამუშაოები | 1 811 693.00 |
|
| ქვეჯამი | 2 380 490.73 |
| 4 | საექსპერტო და საპროექტო სამუშაოები |
|
| ა | სამუშაოების ექსპერტიზა | 9 246.00 |
| ბ | საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება | 70 000.00 |
|
| ქვეჯამი | 79 246.00 |
|
| სულ ბიუჯეტი | 5 563 637.73 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები