,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.118
  • Word
364
14/05/2009
280.120.000.22.026.013.118
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.118

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 364

2009 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007წ. №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით და კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო“;

ბ) 41-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირზე (მათ შორის, შტატგარეშე საჯარო მოსამსახურეზე) თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ამ პუნქტში მითითებული ოდენობისა ერთჯერადი დახმარება აგრეთვე შეიძლება გაიცეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმოქმნილ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამოქალაქო პირის დაღუპვის ისეთ შემთხვევაში, რომელიც არ არის თავდასხმის შედეგი;

ბ) შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, დაღუპვის მიზეზი იყო თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თავდასხმა ან ამ მიზეზის დადგენისათვის საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულება.“;

გ) 471 პუნქტის ,,ა.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) ამ პუნქტის ,,ა.ა“ ან ,,ა.ბ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემ-დეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი“.

 მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე