,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 11/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.732
  • Word
91
10/05/2007
სსმ, 65, 11/05/2007
330.130.000.10.003.000.732
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2007 წლის 10 მაისი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გა­ცე­მის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დად­გენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-16 მუხლის 51 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ“, გ“, დ“, ე“, ვ“, ზ“, თ“, ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:

ბ) სამრეწველო საწარმოებისა და ენერგეტიკის ობიექტებისათვის:

ბ.ა) დაკვალვა;

ბ.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;

ბ.გ) ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;

ბ.დ) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟის დასრულება;

ბ.ე) ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოცდა – დასკვნა სათანადო უწყებიდან.

გ) საავტომობილო გზისა და რკინიგზისათვის:

გ.ა) დაკვალვა;

გ.ბ) მიწის ვაკისის მოწყობა;

გ.გ) გზის საფარის/ლიანდაგების დაგება;

გ.დ) საჭირო ელექტროსაკონტაქტო ქსელის გამოცდა;

გ.ე) საჭირო სასიგნალო და ავტომატიზაციის მოწყობილობების გამოცდა.

დ) ხაზოვანი საკომუნიკაციო ნაგებობებისათვის:

დ.ა) დაკვალვა;

დ.ბ) მიწის თხრილის მოწყობა;

დ.გ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის ჩაწყობა;

დ.დ) მილსადენის ან საკაბელო ხაზის მონაკვეთების გამოცდა.

ე) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისათვის:

ე.ა) დაკვალვა;

ე.ბ) ქვაბულის დამუშავება და ფუძის მოწყობა;

ე.გ) ძირითადი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება.

ვ) ელექტროგადამცემი ხაზები (საჰაერო):

ვ.ა) დაკვალვა;

ვ.ბ) ანძების დაყენება;

ვ.გ) სადენების მონტაჟი;

ვ.დ) ქსელის გამოცდა.

ზ) ხიდებისათვის:

ზ.ა) დაკვალვა;

ზ.ბ) როსტვერკების მოწყობა;

ზ.გ) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობა;

ზ.დ) ხიდის მალების მონტაჟი;

ზ.ე) საფარის მოწყობა.

თ) გვირაბებისათვის – ტექნოლოგიური პროცესებისა და გვირაბის გაბარიტების მიხედვით მშენებლობის ორგანიზების პროექტით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად (არანაკლებ ხუთი ეტაპისა).

ი) ნავთობპროდუქტსაცავებისა და გაზსაცავებისათვის:

ი.ა) დაკვალვა;

ი.ბ) საფუძვლის მოწყობა;

ი.გ) ძირითადი კონსტრუქციის აგება.

კ) ანძისა და კოშკისათვის:

კ.ა) დაკვალვა;

კ.ბ) კონსტრუქციის დასრულება.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი