,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 271
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 14/05/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.113
  • Word
271
14/05/2009
სსმ, 59, 14/05/2009
040.030.000.22.022.013.113
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.013.113

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №271

2009 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის 30 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანებით დამტკიცებული დებულებაში (სსმ III, 23.01.2006 წ., №8 მუხ:77) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.“;

ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება

1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში – მასწავლებელი);

ბ) მოსწავლის მშობელს პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“.

2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.“;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).“;

დ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.”;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. საარჩევნო კომისია

1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:

ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);

გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);

დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;

ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;

ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);

ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.

3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.

4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:

ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;

ბ) 1 მასწავლებელი;

გ) 1 მშობელი;

დ) 2 გარეშე პირი.

5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:

ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;

ბ) 2 მასწავლებელი;

 გ) 2 მშობელი;

დ) 3 გარეშე პირი.

6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნეს გარეშე პირი.

7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.“;

ვ) მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:

ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;

ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;

გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);

დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.

5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.“;

ზ) მე-11 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.“;

თ) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.“;

ი) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.“;

კ) მე-12 მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.

4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.“;

ლ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;“;

მ) მე-13 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.“;

ნ) მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.”;

ო) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;”;

პ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.”;

ჟ) მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.“;

რ) მე-14 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„61. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.“;

ს) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.“;

ტ) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი). კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10 საათიდან 16 საათამდე.”;

უ) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.“;

ფ) მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.

5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.“;

ქ) მე-16 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.”;

ღ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში – ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.”;

ყ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით.“;

შ) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.“;

ჩ) მე-20 მუხლიდან ამოღებულ იქნას პირველი პუნქტი;

ც) 21-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა“;

ძ) 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.“;

წ) 21-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი;

ჭ) 21-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.“;

ხ) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;“;

ჯ) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.”;

ჰ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.“;

1) 25-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.“;

2) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის 3 ასლს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სკოლებში – 4 ასლს, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე – სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ, მეოთხე – შესაბამის სამინისტროს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.“;

3) 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;”;

4) 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;

მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;“;

5) 28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება სკოლის ბეჭდით.”;

6) 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს 61 პუნქტი;

7) 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა და მას ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.“;

8) 28-ე მუხლს დაემატოს მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

9. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას.“;

9) 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“;

10) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.”;

11) დაემატოს 311 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 311. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები

1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ბ) არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მქონე პირი;

გ) დამკვირვებელი.

2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.“;

12) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა

1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით და სკოლის ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.”;

13) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. საჩივრის შინაარსი

საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;

გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;

დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;

ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;

კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.“;

14) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში

1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.

2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის, აგრეთვე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატურებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში _ კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.

6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით, შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:

ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;

დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;

ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს. სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.“;

15) 35-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;

16) 35-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.”;

17) 35-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.“;

18) 35-ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-3 პუნქტი;

19) 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეურვეო საბჭოს წევრების სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას და რეესტრის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.”;

20) 38-ე მუხლს დაემატოს „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„დ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;

ე) თუ სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;

ვ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ზ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

თ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;

ი) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.“;

21) 39-ე და მე-40 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

1. სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

ა) სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი სამინისტროს წარდგინება.

2. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობოს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის თაობაზე და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

    მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება

„სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლა იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და რეგისტრაციის გაუქმებას.”;

22) ამოღებულ იქნეს VI თავი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია