,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 11/05/2009
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 14/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 11/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.104
  • Word
254
11/05/2009
სსმ, 59, 14/05/2009
140.080.000.42.047.013.104
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის №258 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.104

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №254

 2009 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის  №258  ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და “საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების  დამტკიცების  თაობაზე” საქართველოს  პრეზიდენტის  2003  წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

        მუხლი 1.      “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2005 წლის 25 ივლისის  №258  ბრძანებაში        (სსმ  III, 01.08.2005წ. №89, მუხ.1024) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება: 

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ;”                                                      

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №1);”

3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 9.   სამმართველოს სტრუქტურა

სამმართველოს  სტრუქტურულ შემადგენლობაშია:

     ა) ტრანსპორტის განყოფილება;

     ბ) მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილება;

     გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

დ) შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება;

ე)უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაში შედის კვების ბლოკი (ქვეგანყოფილება);”

    4. დებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-121 მუხლი:

    „მუხლი მე-121.  შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება

შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილების ამოცანებია:

ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური ფორმის  ტანსაცმლით და საბრძოლო აღკაზმულობით უზრუნველყოფა;

ბ)  საიარაღო საწყობის ფუნქციონირება, იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური ფორმის  ტანსაცმლისა და საბრძოლო აღკაზმულობის მიღების, გაცემის, ჩაბარებისა და ჩამოწერის შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა;”

5. დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. უზრუნველყოფის განყოფილება

1. უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:

ა) სამსახურისათვის საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის შეძენის უზრუნველყოფა;

ბ) ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე განაწილება და გაცემა.

2. უზრუნველყოფის განყოფილებაში შემავალი კვების ბლოკის (ქვეგანყოფილება) ამოცანაა სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების მორიგე განწესში მყოფ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფისათვის  საჭირო ობიექტის (ობიექტების) ფუნქციონირება.”

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ო. ქველიძე