დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 11/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 440.050.000.10.003.000.730 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №89
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის, ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,,სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის №81 დადგენილების (სსმ III, 2006 წ., №56, მუხლი 681) მე-2 პუნქტით დამტკიცებული საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
| კრიტერიუმების დასახელება | ქულა | ||
| 1 | კვლევის სიახლე, მიზანი და ამოცანები | სუსტი | საშუალო | კარგი |
| ა | პრობლემის აქტუალურობა და კვლევის სიახლე | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| ბ | კვლევის მიზანი და ამოცანები | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| 2 | კვლევის მეთოდიკა და მოსალოდნელი შედეგები |
|
|
|
| ა | კვლევის მეთოდიკის შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანებთან | 0-5 | 6-9 | 10-12 |
| ბ | კვლევის მოსალოდნელი შედეგები და მათი მნიშვნელობა მეცნიერების, ეკონომიკის და/ან სოციალური სფეროსათვის | 0-7 | 8-13 | 14-18 |
| 3 | პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა |
|
|
|
| ა | პროექტის მენეჯერისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის კომპეტენტურობა პროექტის ეფექტიანად მართვისათვის | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| ბ | პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზანსა და ამოცანების განხორციელებასთან | 0-6 | 7-11 | 12-15 |
| 4 | პროექტის მართვა |
|
|
|
| ა | პროექტში დაგეგმილი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესაბამისობა პროექტის განხორციელების პერიოდთან, მიზანსა და ამოცანებთან | 0-4 | 5-7 | 8-10 |
|
| სულ | (0-100).“. | ||
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები