დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 11/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.013.095 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.095
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №287
2009 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
48-ე მუხლის:
ა) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (გარდა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახურის სტაჟიორების/კანდიდატების) სტაჟირების ორგანიზება და წარმართვა, პრაქტიკის პროცესების წარმართვა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში;“;
ბ) ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლებისა) ტრენინგების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა და შესაბამისი მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები