,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 11/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.087
  • Word
277
07/05/2009
სსმ, 57, 11/05/2009
190.010.000.22.033.013.087
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.087

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №277

2009 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №54 ბრძანებით (სსმ III, 22.01.08 წ., №9, მუხლი 103) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სფერო

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო/ საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას, ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. გადასახადების ადმინისტრირირების სამმართველო აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;

ბ) ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი