,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 11/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.10.003.000.728
  • Word
87
09/05/2007
სსმ, 65, 11/05/2007
230.210.000.10.003.000.728
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №87

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №17, მუხლი 193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – საპატრულო პოლიცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი) უფლება-მოვალეობებს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად“;

გ) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;“;

დ) მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 11

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოთხოვნიდან უმოკლეს ვადაში გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები შემოსავლების სამსახურსა და საპატრულო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებების პარამეტრებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებისა და რეკომენდაციის მისაღებად ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი განცხადებით მიმართავს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განცხადების წარმოდგენიდან 3 დღეში უზრუნველყოფს მითითებული შეთანხმებისა და რეკომენდაციის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებას და შემოსავლების სამსახურისათვის გადაგზავნას.

    მუხლი 12

ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ერთობლივ ღონისძიებათა ეფექტიანი განხორციელებისათვის შემოსავლების სამსახური, საპატრულო პოლიცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოყოფენ საკონტაქტო პირებს, რომელთა ფუნქციაა მითითებული უწყებების ერთობლივ ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი