დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/900 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 11/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.024.013.074 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.013.074
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1–1/900
2009 წლის 5 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს N01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქ. №12”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები