დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 05/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.013.070 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.013.070
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №336
2009 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ., №11 მუხ. 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი;
ვ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით.“
2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველო.“.
3 . მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. ფინანსური კონტროლისა და ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:
ა) თავდაცვის მინისტრისა და გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების საფუძველზე სამინისტროს სტრუქტურულ და ჯარის სახეობების ქვედანაყოფებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სფეროში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი შემოწმება და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების (მათ შორის გრანტების) მოთხოვნის, დაგეგმვის, განაწილებისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ინსპექტირება კომპლექსური და თემატური შემოწმების მეშვეობით;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმებისა და ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევა/ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების გაანალიზება და რეაგირების მიზნით შესაბამისი მოხსენებითი ბარათის წარდგენა გენერალური ინსპექციის უფროსისათვის, აგრეთვე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება თავდაცვის მინისტრისათვის;
დ) გენერალურ ინსპექციაში შემოსულ კორესპონდენციებსა და „ცხელი ხაზით“ მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) თავდაცვის მინისტრის ცალკეული დავალებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
მუხლი 2.
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 3.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. სიხარულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები