დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 246 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 01/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.069 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.069
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №246
2009 წლის 1 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 21.03.2007 წ., №38, მუხ. 440) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;“;
ბ) წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი.“;
გ) წესის მე-3 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული სუბიექტების ინიციატივას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების თაობაზე.“;
დ) წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს.“;
ე) წესის მე-4 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. სამეურვეო საბჭო სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვას უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი – საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“;
ვ) წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ინიციატივის განხილვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას, სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთვევაში.“;
ზ) წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, სამინისტრო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები