„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 29/04/2009
ძალაში შესვლის თარიღი 29/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.22.033.013.064
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
262
29/04/2009
სსმ, 52, 29/04/2009
220.020.040.22.033.013.064
„საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2009 - 23/06/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.22.033.013.064

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 262

2009 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №77 დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს “საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 29 აპრილიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  პ. პეტრიაშვილი

საქართველოს კომერციულ ბანკში საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

1. „საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №77 დადგენილებით შექმნილი კომისიის მიერ კონკურს-აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულ საქართველოს კომერციულ ბანკში (შემდგომში – კომერციული ბანკი) იხსნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში (შემდგომში – მიმდინარე ანგარიში) კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მიმდინარე ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულადი რესურსების გადატანა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კონკურს-აუქციონში გამარჯვებულ კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. მიმდინარე ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან ფულადი რესურსების გადატანა/მობრუნება ხაზინის რეგისტრებში აისახება „სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ანგარიში კომერციულ ბანკში“ რეგისტრში.

4. ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან მიმდინარე ანგარიშზე გადატანილი ფულადი რესურსები აღირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალ ნაშთში.

5. მიმდინარე ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი რესურსების მობრუნების მიზნით ხაზინის საინფორმაციო სისტემაში იხსნება სახაზინო კოდი 9800.

6. მიმდინარე ანგარიშიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი რესურსების მობრუნება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

7. მიმდინარე ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ბიუჯეტში მიმართვის მიზნით სახაზინო სამსახური კომერციულ ბანკში საგადახდო დავალებას წარადგენს ყოველთვიურად.

8. კომერციული ბანკი მიმდინარე ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ამონაწერს ყოველდღიურად აწვდის სახაზინო სამსახურს.

9. კომერციული ბანკის მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ კომერციული ბანკი წერილობით შეტყობინებას უგზავნის სახაზინო სამსახურს. სახაზინო სამსახური კომერციული ბანკის მომსახურების საკომისიოს ანაზღაურებს თავისი ასიგნებებიდან გადახდების განხორციელების დადგენილი წესების შესაბამისად.