,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 27/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 29/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.22.026.013.061
  • Word
304
27/04/2009
სსმ, 52, 29/04/2009
220.010.040.22.026.013.061
,,საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.22.026.013.061

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 304

2009 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №277 ბრძანებით (სსმ III, 28.05.2008, №76, მუხ.823) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6.

1. სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:

ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;

ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;

გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;

დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;

ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;

ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;

ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება;

თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება.

2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციის (შემდგომ – სასაზღვრო პოლიცია) მომართვის საფუძველზე, სამხედრო-საჰაერო ძალები დადგენილი წესით დამტკიცებული საფრენოსნო გეგმების შესაბამისად ახორციელებენ:

ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების შემოფრენას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირებას, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს;

ბ)  მაღალმთიან რეგიონებსა და საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის მხარდასაჭერ ჰუმანიტარულ რეისებს და სამედიცინო ევაკუაციას.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ვ. სიხარულიძე