,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 28/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.027.013.052
  • Word
79
21/04/2009
სსმ, 51, 28/04/2009
020.090.000.22.027.013.052
,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.027.013.052

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №79

2009 წლის 21 აპრილი

 ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 11 იანვრის №10 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 14 დეკემბრის №390 ბრძანება;

გ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 აპრილის №116 ბრძანება;

დ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №309 ბრძანება;

ე) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 12 ივნისის №172 ბრძანება;

ვ) ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 21 სექტემბრის №308 ბრძანება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   ზ. ადეიშვილი