,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 28/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.045
  • Word
256
23/04/2009
სსმ, 51, 28/04/2009
190.040.000.22.033.013.045
,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.045

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №256

2009 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 28 მარტის №258 ბრძანებაში (სსმ III, 01.04.06, №44, მუხლი 499) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების პირველად დალუქვას და ყოველ ხელახალ დალუქვას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი თანამშრომლები. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) /საგადასახადო ინსპექციის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დალუქვაზე უფლებამოსილი პირების გარდა, განისაზღვრება ლუქების მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე მართვის და ზედამხედველობის განხორციელების პროცედურები, რა მიზნითაც რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში გახსნილ უნდა იქნეს შესაბამისი ჟურნალები.

2. რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/საგადასახადო ინსპექცია მრიცხველი და მადოზირებელი მექანიზმების დალუქვას განახორციელებს აღნიშნული მექანიზმების მეტროლოგიური დამოწმების ჩატარების შემდეგ.“.

2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,დანართი №2

ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი

მექანიზმების დალუქვის შესახებ

———————————-———   —————————————       ———————————

 (აქტის შედგენის ადგილი)                                         (რიცხვი, თვე )                       (საათი, წუთი)

 

———————————-რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საგადასახადო ინსპექციის

(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/

 საგადასახადო ინსპექციის დასახელება)

 

——————————————————————— მოვახდინე ———————————————

(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/                      (გადასახადის გადამხდელის დასახელება)

საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის

თანამდებობა, სახელი და გვარი)

 კუთვნილ ———————————————————————— მდებარე ავტოგასამართ სადგურში

                                     (აგს-ის მისამართი(მისი განთავსების ადგილი));

 

მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვა გადასახადის გადამხდელის

 

(მისი წარმომადგენლის) ———————————————— თანდასწრებით.

                                                             (სახელი, გვარი)

დადებული ლუქის (ლუქების) რაოდენობა:

ა) მრიცხველზე: ——————————————————————————————————————

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე ————————————————————————————————

დადებული ლუქის (ლუქების) ნომერი:

ა) მრიცხველზე: ——————————————————————————————————————

ბ) მადოზირებელ მექანიზმზე ————————————————————————————————

მარიგებელი სვეტის მრიცხველის ჩვენება (დალუქვის დროს) ———————————————-

 

გადასახადის გადამხდელს განემარტა, რომ საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე მუშაობა ითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

აქტი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/

საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელი              ———————————————————-

                                                                                                                        (ხელმოწერა)

 

გადასახადის გადამხდელი (მისი წარმომადგენელი)        ———————————————————-

                                                                                                                                    (ხელმოწერა)

 

შენიშვნა: _________________________________________________________________________________

 

_______________________________________________________________________________________”.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი