დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 28/04/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.013.042 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.042
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №257
2009 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.2007, №144, მუხლი 1602) დამტკიცებული დანართი №1-ის 12.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის:
ტერიტორიული ორგანოები
დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––
მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/იძულებითი ღონისძიებების სამმართველო
იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო
საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო
ადმინისტრაცია
საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))
საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება
საბაჟო გამშვები პუნქტი
საბაჟო საგუშაგო.
საგამოძიებო დეპარტამენტი:
ადმინისტრაცია
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო
თბილისის მთავარი სამმართველო
ქვემო ქართლის სამმართველო
კახეთის სამმართველო
მცხეთა-მთიანეთის სამმართველო
შიდა ქართლის სამმართველო
სამცხე-ჯავახეთის სამმართველო
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო
აჭარის სამმართველო.
აუდიტის დეპარტამენტი:
ადმინისტრაცია
გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო
საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო
კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები