დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 23/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.723 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №82
2007 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილების (სსმ III, 2005 წელი, №154, მუხლი 1714) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებანი და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
მუხლი 2
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვ. ჭიპაშვილმა განახორციელოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები (მათ შორის, უზრუნველყოს სამინისტროს საშტატო ნუსხაში სათანადო ცვლილებების შეტანა).
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები