„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2-86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 27/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-86
14/04/2009
სსმ, 50, 27/04/2009
010.240.030.22.032.013.020
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/04/2009 - 28/02/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.013.020

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-86

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 თებერვლის №2-32 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიული ორგანოებია: გარე კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, შიდა კახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, ქვემო ქართლის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, მცხეთა-მთიანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, სამცხეჯავახეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამ მართველო, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, იმერეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო, გურიის სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).

2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთ ულში თავისი კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებით, მოქმედი ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით და ამ დებულებით.

4. სამმართველოს საშტატო ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

5. სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდ გომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამმართველოს აქვს შესაბამისი ბეჭდები, შტამპები და სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

    მუხლი 2. სამმართველოს ფუნქციები და მოვალეობები

შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სამმართველოს ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) ეროვნული ტრადიციების და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული რეფორმების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისს წარმოებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება მეწარმეთათვის (ფერმერთათვის);

გ) აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო მიწების შესწავლა და სათანადო ღონისძიებების დასახვა მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის;

დ) დასაქმებულ მიწათმოსარგებლეებისათვის საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ე) ბაზრის მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდისათვის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების შესახებ ინფორმაციების მიწოდება ადგილობრივი მიწათმოსარგებლეებისათვის;

ზ) სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მომზადება და დროული მიწოდება სამინისტროსათვის;

თ) სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტის განსაზღვრაში და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) სოფლის მეურნეობის განვითარების, რეფორმების და პრობლემების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, მუდმივი განახლებით;

კ) მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებების და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

მუხლი. 3 სამმართველოს სტრუქტურა

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და მინისტრის მოადგილეების წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროული, კვალიფიციური და ეფექტური შესრულებისათვის;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს უფროსის მოადგილესა და სამმართველოს სხვა მოსამსახუ რეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურე ების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვან შესრულებას;

ე) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე, წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია უფლება- მოვალეობის შესრულებისათვის;

ზ) პერიოდულად ისმენს მოსამსახურეების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

თ) წარადგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.