„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 52, 29/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.017
  • Word
223
21/04/2009
სსმ, 52, 29/04/2009
040.030.000.22.022.013.017
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №154 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

 ბრძანება №223

2009 წლის 21 აპრილი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის 154 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის 154 ბრძანებაში (სსმ III,12.03.2007 წ., №32, მუხ. 387) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის წესი“ დანართის შესაბამისად.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაციის წესი.“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. არჩევნების დამთავრებიდან დაუყოვნებლივ დაწესებულებამ სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს:

ა) რექტორის რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ა.ა) რექტორობის კანდიდატის მიერ აკადემიურ საბჭოში რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;

ა.გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ რექტორი არის იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი (ბრძანება, ხელშეკრულება).

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) რეესტრში რეგისტრაციისათვის:

ბ.ა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის მიერ კონკურსში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) აკადემიური საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერობის) კანდიდატის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.

გ) წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციისათვის:

გ.ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი;

გ.ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული დაწესებულების მიერ.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, დაწესებულებამ სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს ამ წესის პირველ მუხლში მითითებულ პირთა:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ერთი ფოტოსურათი (ზომით 3X4);

გ) ავტობიოგრაფია;

დ) მინიჭებული აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ან შესაბამის ხარისხთან გათანაბრებული დოკუმენტის (დიპლომი) ასლი.“;

ზ) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. დაწესებულების მიერ წარმოდგენილ პირთა რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას განსაზღვრავს სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო.

2. საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. მინისტრი ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი დოკუმენტების სარეგისტრაციოდ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ბ) წარმოდგენილი მონაცემის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

3. დაწესებულება ვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს ამ წესით გათვალისწინებულ პირთა (რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) სხდომის ოქმის დამოწმებული ასლი და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა (კანცლერის) და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მონაცემის რეგისტრაციას რეესტრში ახორციელებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება წარმოშობილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირთა უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად ითვლება აკადემიური საბჭოს (წარმომადგენლობითი საბჭოს) მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ნ. გვარამია