დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №403 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.016 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №225
2009 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №403 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
,,სსიპ – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №50 დადგენილების მე-4 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №403 ბრძანება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები